ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოვდნენ

გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის N955 განკარგულებით, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს გარდაცვლილ სამხედროებს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენები მიენიჭათ, აღნიშნულია საქართველოს ტავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თბილისი, 5 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. საქართველოს პრეზიდენტის N955 განკარგულებით,  ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს გარდაცვლილ სამხედროებს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენები მიენიჭათ, აღნიშნულია საქართველოს ტავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ერთი თვის განმავლობაში ავღანეთში ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. 5 სექტემბერს დაიღუპა 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტანტი მუხრან შუკვანი, ხოლო 30 სექტებერს დავალების შესრულებისას დაიღუპნენ პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალები გიორგი კოლხიტაშვილი და ნუგზარ კალანდაძე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, დაღუპულთა ოჯახებს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში ეგრეთ წეოდებული ”სამხედრო ქალაქის” ტერიტორიაზე ახალაშენებულ კორპუსში ოროთოხიან ბინებს გადასცემს. ეს არის კორპუსი, რომელიც შარშან შევიდა ექსპლუატაციაში და სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახები ცხოვრობენ. გარდაცვლილთა ოჯახები ასევე მიიღებენ კანონით გათვალისწინებულ სრულ სოციალურ პაკეტს. 

ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) ფარგლებში სამსახურს 900–ზე მეტი ქართველი სამხედრო მოსამსახურე გადის. ერთი ასეული (175 სამხედრო მოსამსახურე) ქალაქ ქაბულში, საფრანგეთის პასუხისმგებლობის ზონაშია განლაგებული, ხოლო ბატალიონი – გილმენდის პროვინციაშია დისლოცირებული.


ყველა ახალი ამბავი
0