უმრავლესობა ოპოზიციასთან საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კონსულტაციების დასაწყებად მზადაა

გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციასთან საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებათან დაკავშირებით კონსულტაციების ჩატარებისთვის მზადაა, განაცხადა დიასპორის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა.

თბილისი, 4 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციასთან საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებათან დაკავშირებით კონსულტაციების ჩატარებისთვის მზადაა, განაცხადა დიასპორის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა ოპოზიციის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადების შესახებ კომენტარისას, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტი პარლამენტიდან.

”ჩვენ გვაქვს მთავრობის და ოპოზიციის თანამშრომლობის და ერთობლივი მუშაობის ტრადიცია, და გვაქვს პოზიტიური გამოცდილება, თუ ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი ასევე მზადაა, მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო კოდექსის ერთობლივ შემუშავებაში, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას. მაგრამ არ არის საჭირო ულტიმატუმის ენით ლაპარაკი, რადგანაც ეს კარგ შედეგს არ მოგვიტანს”, - განაცხადა წიკლაურმა.

დეპუტატის თქმით, ულტიმატუმის ტონით კოდექსის განხილვის კონკრეტული ვადების დადგენის მოთხოვნა ”კარგს არაფერს მოიტანს”.

რვა ოპოზიციური პარტია - ”ეროვნული ფორუმი”, ”კონსერვატიული პარტია”, ”რესპუბლიკური პარტია”, ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”, ”ხალხის პარტია”, ”ახალი მემარჯვენეები”, ”საქართველოს გზა” და ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” სამი თვის განმავლობაში პროექტის შემუშავებაზე ერთობლივად მუშაობდნენ.

პროექტში მთავარია ამომრჩეველთა სიის შედგენის წესი. კერძოდ, პროექტის თანახმად, ამომრჩეველთა სიის შედგენა ბიომეტრიული მონაცემების მქონე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე უნდა ხდებოდეს. პროექტის შემდგენლები ბიომეტრულ მონაცემებში გულისხმობენ ათი თითის ანაბეჭდს და ბიომეტრიულ ფოტოს. 

პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოქალაქეების პირადობის დამადსტურებელი მოწმობების შეცვლის პროცედურა სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ უნდა განახორციელოს და ორი-სამი თვის განმავლობაში მან უნდა შექმნას ბიომეტრიული მონაცემების ბაზა, რის შემდეგ განახლებული საარჩევნო სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეცემა. პროექტი ასევე ითვალისწინებს ამომრჩეველთა სიების ელექტრონული დაცვის მექანიზმის შემოღებას.

ყველა ახალი ამბავი
0