Григол Вашадзе

თბილისს აქვს უფლება, განცხადება გააკეთოს სომხეთში რუსეთის ბაზასთან დაკავშირებით - საგარეო საქმეთა სამინისტრო

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოს უფლება არა აქვს, სომხეთის საქმეებში ჩაერიოს, მაგრამ რეგიონში უსაფრთხოებიასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ საკუთარი თვალსაზრისის გამოთქმის უფლება აქვს, გრიგოლ ვაშაძემ.

 

თბილისი, 4 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. საქართველოს უფლება არა აქვს, სომხეთის საქმეებში ჩაერიოს, მაგრამ რეგიონში უსაფრთხოებიასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ საკუთარი თვალსაზრისის გამოთქმის უფლება აქვს, განაცხადა ორშაბათს ერევანში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.

”მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და თავად წყვეტს, რა არის მისთვის მომგებიანი ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით. საქართველოს უფლება არა აქვს, სომხეთის საქმეებში ჩაერიოს, მაგრამ, ამასთან, საქართველო ასევე სუვერენული სახელმწიფოა და უფლება აქვს, გააკეთოს განცხადება რეგიონში რუსულ ბაზებთან დაკავშირებით”, - განაცხადა ვაშაძემ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ამავე დროს, ვაშაძემ აღნიშნა, რომ, თავისი აზრით, ბაზები საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მინისტრმა ასევე გაიხსენა 1921 წლის მოვლენები და განაცხადა, რომ მაშინ ”ერთ წელიწადში რეგიონის სამმა სახელმწიფომ დაკარგა დამოუკიდებლობა”.

ქალაქ გიუმრის რაიონში რუსული 102-ე სამხედრო ბაზა 1995 წლიდან სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე იმყოფება. მიმდინარე წლის 20 აგვისტოს რუსეთმა და სომხეთმა სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის მოქმედების ვადა 25 წლით გააგრძელეს. შეთანხმების თანახმად, რუსული ბაზა სომხეთში 2046 წლამდე იმოქმედებს. შეთანხმებით  გათვალისწინებულია, რომ რუსეთის ფედერაცია სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად სომხეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

 

3–4 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით სომხეთს სტუმრობს.

ერევანში ვაშაძე შეხვდება სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს და საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ ნალბანდიანს. მხარეები განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს. 

ვიზიტის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნა სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

უკანასკნელად ნალბანდიანი საქართველოს სამუშაო ვიზიტით მიმდინარე წლის ივნისში ეწვია, ხოლო ვაშაძე, ერევანში – 2009 წლის სექტემბერში იმყოფებოდა.

 

 


 

0