ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს და რუსეთს დიალოგისკენ მოუწოდა

გამოწერა
საქართველო და რუსეთი უნდა შეეცადონ, დაიწყონ დიალოგი აქტუალურ საკითხებზე, მიიჩნევს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.

თბილისი, 1 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველო და რუსეთი უნდა შეეცადონ, დაიწყონ დიალოგი აქტუალურ საკითხებზე, მიიჩნევს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.

”რუსეთთან ჩვენი დიალოგის მსვლელობისას საქართველოსთან მიმართებით არსებულ პრობლემებს შევეხეთ. სწორი დამოკიდებულება იქნება, თუ ეს დიალოგი განმტკიცდება... დიალოგი ურთიერთობებში ყველა გადაუჭრელი საკითხის მშვიდობიანი მოგვარების საუკეთესო გზაა”, - განაცხადა პარასკევს პრესკონფერენმციაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ამასთან, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ გრძელდება მუშაობა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების საკითხზე და ის პრინციპები, რომლებიც აუცილებელია შეიარაღების შესამცირებლად, შესაძლოა გამოყენებული იქნას საქართველოს კონფლიქტურ ზონებთან მიმართებაში. 

„შეიარაღების შემცირება უნდა ეფუძნებოდეს სამ პრინციპს – ურთიერთგამჭვირვალობას, ორმხრვ თავშეკავებულობას და ქვეყნის თანხმობას, რომლის ტერიტორიებზეც განთავსდება შეიარაღება. ერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალები შესაძლოა განთავებული იქნას მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში... ამავე ფარგლებში უნდა განიხილებოდეს სიტუაცია, მაგალითად, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში“, – აღნიშნა რასმუსენმა.

ყველა ახალი ამბავი
0