Ираклий Аласания

საქართველომ რეგიონულ უსაფრთხოებაზე და რუსეთთან ურთიერთობებზე უნდა იფიქროს - ალასანია

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ თბილისში ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც საქართველოს უსაფრთხოების გარანტი.

თბილისი, 1 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში, პარტია ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ თბილისში ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც საქართველოს უსაფრთხოების გარანტი.

ირაკლია ალასანიამ პარასკევს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პარალელურად საჭიროა რეგიონულ უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

”მხოლოდ ეს ვიზიტი და ”საქართველო-ნატოს” კომისიის მუშაობა საქართველოს უსაფრთხოების გარანტი ვერ იქნება. ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენს მეზობლებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე უნდა ვიფიქროთ. ასევე აუცილებელია კონფლიქტის ზონებში ევროპელი დამკვირვებლების ყოფნის უზრუნველყოფა”, - მიიჩნევს ალასანია.

მისი განცხადებით, ევროკავშირთან აქტიური მუშაობის ფონზე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის დაწყებაა აუცილებელი.

0