ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა

გამოწერა
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა.

 

თბილისი, 1 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. პარასკევს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა.

”ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ვალდებულება, რომელიც საკუთარ თავზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერისას აიღო”, - განაცხადა რასმუსენმა.

ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა ალიანსის განზრახვა, გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან.

”ჩვენი ერთმნიშვნელოვანი ამოცანა რუსეთის და ნატოს ურთიერთობების გაუმჯობესებაა, რომელიც ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორობასთან მიგვიყვანს... ეს ჩვენს და ასევე საქართველოს ინტერესებშია...”, - აღნიშნა რასმუსენმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0