Генеральный секретарь НАТО Андерс Фог Расмуссен

ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პროვინციაში იმყოფებიან - რასმუსენი

1
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
პარასკევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

თბილისი, 1 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთვერიძე. პარასკევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

”მადლიერი ვარ იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს მსოფლიოს უსაფრთხოების დაცვაში შეაქვს და რაც საქართველოს და ნატოს თანამშრომლობის ნათელი მაგალითია”, - აღნიშნა რასმუსენმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა გუშინ ავღანეთში ოთხი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა.

”დღეს ყველა ჩვენგანისთვის ძალიან სევდიანი დღეა. დაღუპული სამხედროების ოჯახებს და მთელს ქართველ ხალხს სამძიმარს ვუცხადებ. ქართველები ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პროვინციაში მსახურობენ, მაგრამ ისინი საკუთარ მისიას ღირსეულად ასრულებენ, ალიანსის სამოკავშირეო ძალების მხარდამხარ იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას”, - აღნიშნა რასმუსენმა.

ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს თავდაცვის მიონისტრს ბაჩო ახალაიას და საქართველოს შიარაღებული ძალეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს რეფორმები ქართულ ჯარში, ასევე ნატოში ინტეგრაციის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესრულების მსვლელობა.

1 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავღანეთში დაიღუპა ოთხი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ავღანეთში სამშვიდობო კოალიციური ძალების შემადგენლობაში მსახურობდნენ.

 

არსებული ინფორმაციით, პოლკოვნიიკ რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალ ნუგზარ კალანდაძე საბრძოლო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდნენ. 

 

სექტემბრის დასაწყისში ავღანეთში პირველი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, 31–ე ბატალიონის ასმეთაური ლეიტენანტი მუხრან შუკვანი დაიღუპა, მეორე კი – ალიკ გითოლენდია მძიმედ დაიჭრა.

 

ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) ფარგლებში სამსახურს 900–ზე მეტი ქართველი სამხედრო მოსამსახურე გადის. ერთი ასეული (175 სამხედრო მოსამსახურე) ქალაქ ქაბულში, საფრანგეთის პასუხისმგებლობის ზონაშია განლაგებული, ხოლო ბატალიონი – გილმენდის პროვინბციაშია დისლოცირებული.

1