Флаг Грузии, парламент

ოპოზიცია საქართველოს კონსტიტუციის დაჩქარებული წესით მიღებას აპროტესტებს

1
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საპარლამენტო ოპოზიცია აპროტესტებს საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტის მიღებას მეორე მოსმენით ვენეციის კომისიის მოხსენების გამოქვეყნებამდე, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” საპარლამენტო კორესპონდენტი.

თბილისი, 30 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. საპარლამენტო ოპოზიცია აპროტესტებს საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტის მიღებას მეორე მოსმენით ვენეციის კომისიის მოხსენების გამოქვეყნებამდე, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” საპარლამენტო კორესპონდენტი.

საქართველოს ახალი კონსტიტუცია მეორე მოსმენით მიღებული იქნება პარლამენტის სხდომაზე პარასკევს, 1 ოქტომბერს. ამის შემდეგ მესამე მოსმენით პროექტში მხოლოდ ტექნიკური შესწორებები შეიძლება იქნას მიღებული.

როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ”ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, ვენეციის კომისიის მოხსენება კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით 16 ოქტმბერს იქნება გამოქვეყნებული და პარლამენტს მოხსენების დალოდება თავისუფლად შეუძლია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოპოზიციური ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატებიდან” ლევან ვეფხვაძემ, თავის მხრივ, უმრავლესობას უსაყვედურა, რომ მათ არ შეასრულეს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის დაპირება ბიუროს სხდომაზე და არ გამართეს კონსულტაციები ოპოზიციასთან.

”ფაქტია, რომ კონსულტაციები არ შედგა, და ჩვენ პირდაპირ სხდომაზე მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი ახალი რედაქციით. ამიტომ მთავარია უკვე არა მხოლოდ ის საკითხები, რომლებზეც შეგვეძლო შეთანხმების მიღწევა, არამედ ის, რომელთა დათმობაც ჩვენ არ შეგვიძლია”, - განაცხადა ვეფხვაძემ. ამასთან, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ”საპარლამენტო უმრავლესობა” პროცედურის დაცვისთვის კანონპროექტის ფორმალურ განხილვას აწყობს.

ოპოზიციის განცხადებებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა უპასუხა, რომლის განცხადებითაც პარლამენტი კონსტიტუციის მიღების პროცესს არ გააჭიანურებს. მან ასევე განაცხადა, რომ უმრავლესობა ოპოზიციასთან კონსულტაციების გამართვას აუცილებლად არ მიიჩნევს, რადგანაც ყველა შეთანხმებული შენიშვნა კონსტიტუციის ახალ რედაქციაშია ასახული.

”თუ გათვალისწინებული საკითხები არ გაკმაყოფილებთ, მზად ვართ, დღესვე დავნიშნოთ კონსულტაციები”, - აღნიშნა კუბლაშვილმა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო ახალი კონსტიტუციის პროექტი. პირველ ოქტომბერს იგეგმება პროექტის განხილვა მეორე მოსმენით.

1