საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს ეწვევა

Ереван, Армения
Ереван, Армения - Sputnik საქართველო
გამოწერა
3-4 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სომხეთს ეწვევა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” საქართველოს საგარეოპოლიტიკური უწყების პრეს-სამსახურში ოთხშაბათს.

თბილისი, 29 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. 3-4 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სომხეთს ეწვევა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” საქართველოს საგარეოპოლიტიკური უწყების პრეს-სამსახურში ოთხშაბათს.

”ერევანში ვიზიტის მსვლელობისას მხარეები ორმხრივი ურთიერთობების შესახებ იმსჯელებენ”, - აღნიშნეს სამინისტროში.

დანარჩენი დეტალები და ვიზიტის პროგრამა ამ ეტაპზე არ ხმოვანდება.

სააგენტო ”ახალი ამბები - სომხეთის” ინფორმაციით, ვიზიტის შესახებ შეთანხმება გასულ კვირაში ნიუ-იორკში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე იქნა მიღწეული.

”შეხვედრისას განიხილეს სომხურ-ქართული ურთიერთობების მრავალრიცხოვანი საკითხები. დიალოგის გაგრძელების მიზნით ოქტომბრის დასაწყისში გრიგოლ ვაშაძე სომხეთში ჩამოვა”, - აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0