თბილისი, 28 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი ნიშნავს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და საქართველოს ურთიერთობები არ შეცვლილა, მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.
”საქართველოს ნატოს წევრი აუცილებლად გახდება: იმის გათვალისწინებით, რომ ეს ვალდებულება ოფიციალურად არის დაფიქსირებული, შესვლის ფაქტი - ეს უკვე ტექნიკური მომენტია და დროის საკითხია. ამიტომ, ვფიქრობ, მთავარი გზავნილი იმაში მდგომარეობს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში არანაირი ცვლილება არ მომხდარა და მით უფრო, რაიმე გაუარესება არ არსებობს”, - განაცხადა ბაქრაძემ.
30 სექტემბერს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი (Anders Fogh Rasmussen) საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. თბილისში რასმუსენი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს და ქვეყნის ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლებს.
1 ოქტომბერს ალიანსის გენერალური მდივანი მონაწილეობას მიიღებს თბილისში ნატოსთან ურთიერთობის ოფისის გახსნაში.