National Geographic

ვებ-გვერდიდან National Geographic აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამოიღეს - დავითაია

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქვეყნოდ ცნობილი გამოცემის National Geographic ოფიციალური ვებ-გვერდიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სტატუსის მქონე სუბიექტები, ამოღებულია.

თბილისი, 28 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. საქვეყნოდ ცნობილი გამოცემის National Geographic ოფიციალური ვებ-გვერდიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სტატუსის მქონე სუბიექტები, ამოღებულია, განუცხადა ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოპოზიციიდან, მოძრაობის ”ჩვენ თვითონ” ლიდერმა პაატა დავითაიამ სამშაბათს.

”ერთი თვის წინ ვებ-გვერდზე National Geographic ეს ფაქტი შემთხვევით აღმოვაჩინე და ამის შესახებ საკითხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავაყენე. ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამინისტროს რეინტეგრაციის საკითხებში ამ პრობლემის გადაჭრის დავალება მისცა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამინისტროებმა ოპერატიულად იმუშავეს და ერთ თვეში ეს შეცდომა გამოსწორდა”, - განაცხადა დავითაიამ.

”ჩვენმა მთავრობამ National Geographic-ისგან ბოდიშის ოფიციალური წერილი მიიღო და ბაქრაძემ გუშინ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პირადად გადამიხადა მადლობა ინიციატივისთვის, რომელმაც მსოფლიოში ცნობილ რესურსში შეცდომის გამოსწორების საშუალება მოგვცა”, - აღნიშნა დავითაიამ. 

0