Давид Бакрадзе

საქართველოს ომი აფხაზეთში უცხოურმა ძალებმა მოახვიეს თავს - ბაქრაძე

2
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
ორშაბათს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილით გახსნა.

თბილისი, 27 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. ორშაბათს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილით გახსნა.

ჩვიდმეტი წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი აფხაზი და ჩრდილოკავკასიური შეაიარაღებული ფორმირებების კონტროლის ქვეშ გადავიდა, 30 სექტემბერს კი მათ აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარეს კონტროლი, კოდორის ხეობის გარდა. დიდი ხნის განმავლობაში, 2008 წლის აგვისტომდე, ხეობა აფხაზეთის ერთადერთ რეგიონად რჩებოდა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა. სოხუმის დაცემის დღე საქართველოში აღინიშნება, როგორც ხსოვნის და იმედის დღე.

 

”ეს სიმბოლური, ტრაგიკული დღეა. ეს იმის სიმბოლოა, თუ როგორ ვერ შეძლო ჩვენმა ქვეყანამ ძმათამკვლელი ომის შეჩერება, რომელიც თავს მოგვახვიეს ძალებმა უცხოეთიდან. ეს იმის სიმბოლოა, თუ როგორ ვერ შეძლო ტრაგედიის თავიდან აცილება ქართულმა სახელმწიფომ და როგორი როლი შეასრულა ამაში რუსეთმა”, - განაცხადა ბაქრაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ თარიღმა ყველას უნდა გაახსენოს, რომ ”აგრესია საქართველოსთან მიმართებაში დაიწყო არა 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, არამედ ბევრად ადრე”. ”2008 წლის მოვლენების წინ იყო კიდევ დიდი ტრაგედია, როდესაც ათასობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე ასეული ათასი დევნილი გახდა და ეს ყველაფერი 17 წლის წინ მოხდა”, - განაცხადა ბაქრაძემ.

2