Граница осетия колючая проволока пограничный столб

საზღვრების დელიმიტაციის კომისიებმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის შეუთანხმებელი უბნების შესახებ იმსჯელეს

2
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
23-24 სექტემბერს ქალაქ ბალაკენში (აზერბაიჯანი) აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრების დელიმიტაციის და დემარკაციის სახელმწიფო კომისიების მე-11 სხდომა გაიმართა.

თბილისი, 24 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. 23-24 სექტემბერს ქალაქ ბალაკენში (აზერბაიჯანი) აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრების დელიმიტაციის და დემარკაციის სახელმწიფო კომისიების მე-11 სხდომა გაიმართა, იუწყება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

საგარეოპოლიტიკური უწყება აღნიშნავს, რომ მოეწყო შეუთანხმებელი ხაზების მქონე უბნების ფართო განხილვა, ამასთან დაკავშირებით შესწავლილ იქნა მრავალი შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი და სხვა მასალა, დაზუსტდა მოსაზრებები რიგ საკითხებთან დაკავშირებით. 

განხილვისას გამოიკვეთა შეუთანხმებელი უბნების დაზუსტების აუცილებლობა დამატებითი ექსპერტების დონეზე. გადაწყდა, მიდგომებში დაახლოების უზრუნველყოფის მიზნით, გაგრძელდეს თათბირები კომისიების თავმჯდომარეების დონეზე. 

სახელმწიფო კომისიების შემდგომი ერთობლივი სხდომის ჩატარების თარიღი დიპლომატიური არხების მეშვეობით განისაზღვრება.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვა დეტალებს არ ახმოვანებს.

საქართველო აზერბაიჯანის შვიდ რაიონს ესაზღვრება. ეს 480 კილომეტრს შეადგენს. აქამდე მხარეებმა სახელმწიფო საზღვრის ხაზის 65% შეათანხმეს.

ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის შესახებ საკითხის გადაუჭრელობა ეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ და რელიგიურ ღირშესანიშნაობას - დავით გარეჯის კომპლექსს. კომპლექსი თბილისიდან სამხრეთით 60 კილომეტრში მდებარეობს. მთავარი მონასტერი არის წმინდა დავითის ლავრა, რომელიც მთის ჩრდილოეთ ფერდობზეა აშენებული და საქართველოს და აზერბაიჯანს ჰყოფს. 

ამა წლის ივლისში ბაქოში გაიმართა კონსულტაციები საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების - ხალაფ ხალაფოვის და დავით ჯალაღანიას დონეზე, რომლებიც სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის და დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიების ხელმძღვანელები არიან. კონსულტაციების შედეგების მიხედვით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ”საზღვრის ხაზის გავლების შეთანხმებაში წინსვლის შესახებ” და სახელმწიფო კომისიების ერთობლივი ჩატარების შესახებ შეთანხმების თაობაზე განაცხადა. 


 

 

2