Нью-Йорк, США

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში შეხვედრებს განაგრძობს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, თავის კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან ორმხრივი ურთიერთობების განხილვას განაგრძობს.

თბილისი, 23 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, თავის კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან ორმხრივი ურთიერთობების განხილვას განაგრძობს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” ხუთშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

კერძოდ, ოთხშაბათს ვაშაძე ნიუ-იორკში შეხვდა ხორვატიის, მონტენეგროს, ნიგერიის, ფიჯის, კვიპროსის, ბოლივიის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატებთან შეხვედრებს ატარებს ასევე მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი, რომელიც გუშინ ნიუ-იორკში შეხვდა ფილიპინების საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანლის მოადგილეს და სხვა დიპლომატებს.

”შეხვედრებზე ქართველმა დიპლომატებმა უცხოელ კოლეგებს გააცნეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები”, - აღნიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

ვაშაძე ასევე შეხვდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ანტონიო გუტიერესს.”შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს უმაღლეს კომისარს გააცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობა და ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შესახებ, შეამსუბუქოს მათი მდგომარეობა. მხარეებმა აღნიშნეს საკუთარ სახლებში დევნილების ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნების აუცილებლობა და ამ მიზნით, შესაბამისი პირობების შექმნის მნიშვნელობა”, - აღნიშნავს სამინისტროს პრეს-სამსახური.

 


0