Михаил Саакашвили

საქართველო და რუსეთი მომავალში ”ნორმალური ურთიერთობების” ჩამოყალიბებას შეძლებენ - სააკაშვილი

4
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ საქართველო და რუსეთი მომავალში ”ნორმალური ურთიერთობების” ჩამოყალიბებს შეძლებენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.

თბილისი, 23 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ საქართველო და რუსეთი მომავალში ”ნორმალური ურთიერთობების” ჩამოყალიბებს შეძლებენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მსოფლიო ლიდერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, აცნობეს ”ახალი ამბები - საქართველოს კორესპონდენტს სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურში. 

სააკაშვილი აშშ-ში კვირის დასწყისში გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.

”მწამს, რომ ერთ დღეს ჩვენ შევძლებთ ვაწარმოოთ ნორმალური და პროდუქტული საუბარი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოს ”რუსეთის მტრულ გარემოცვაში” მოუწია არსებობა და დღეს ”რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული”.

”მათ მიერ ჩვენი ტერიტორიების დაპყრობა არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ფასები უფრო და უფრო არაპოპულარული ხდება მოსკოვში და, იმედი მაქვს, რუსეთის მოდერნიზება მოხდება, იგი შეიცვლება და გახდება დამოუკიდებელი და ევროპული საქართველოს მთავარი პარტნიორი”, - განაცხადა სააკაშვილმა. 

მისი თქმით, ”ხალხს შეეძლო ეფიქრა ჩვენს რეგიონში, რომ არსებობდა არჩევანი მხოლოდ ელცინის ტიპის ქაოსსა და პუტინის სტილის წესრიგს შორის. საქართველომ აჩვენა, რომ შესაძლებელია არსებობდეს სხვა გზა”.

პრეზიდენტმა ასევე მიუთითა, რომ ”რუსეთის ხელმძღვანელობამ უნდა შეიგნოს, რომ განვითარება მოითხოვს ძირითადი წესებისა და ღირებულებების პატივისცემას”.

 

”შენ ვერ გარდაქმნი შენს ეკონომიკას, თუ გულაგში გააგზავნი ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენებს, როგორიც არის მიხეილ ხოდორკოვსკი... შენ ვერ შექმნი დინამიკურ საზოგადოებრიობას, თუ მოკლავ ყველაზე ნიჭიერ ჟურნალისტებს, როგორიც იყო ანა პოლიტკოვსკაია და ადამიანთა უფლებების დამცველ ყველზე მამაც აქტივისტს, როგორიც იყო ნატალია ესტამიროვა... არა ნაკლებ მნიშვნელოვანი რამ - შენ ვერ განიხილები რაციონალურ საერთაშორისო მოთამაშედ, თუ დაიპყრობ და დაშლი შენს მეზობელს და შენი ჯარი აწარმოებს ეთნიკური წმენდის კამპანიას”, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

4