ООН

სააკაშვილი გაეროში საქართველოს ოკუპაციის შესახებ მოხსენებას წარადგენს - ბარამიძე

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე ქართული ტერიტორიების ოკუპაციის და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხთან დაკავშირებით ვრცელი მოხსენებით გამოვა.

თბილისი, 21 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. 23 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, ზოგადი დებატების მსვლელობისას, ქართული ტერიტორიების ოკუპაციის და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხთან დაკავშირებით ვრცელი მოხსენებით გამოვა, განუცხადა ჟურნალისტებს სამშაბათს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ.

ამასთან, ბარამიძემ ქართული სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლა ორშაბათს საღამოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე შეაფასა, როგორც ძალზედ მნიშვნელოვანი. სააკაშვილმა თავის სიტყვაში ოკუპირებულ რეგიონებში პრობლემებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა, მათ შორის მან აფხაზეთში ეკოლოგიის პრობლემები დაასახელა და საერთაშორისო თანამეგობრობას რეგიონში ვითარებაზე ზეგავლენისკენ მოუწოდა. ამას გარდა, პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ჯანდაცვის, განათლების სფეროებში, კორუფციასთან და სიღარიბესთან ბრძოლის საკითხებზე.

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს საშუალება, ყველაზე მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან ისაუბროს პრობლემების და რა თქმა უნდა, პერსპექტივების შესახებ”, - აღნიშნა ბარამიძემ.

0