საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში შეხვედრებს მართავს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპის და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონთან.

თბილისი, 21 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპის და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონთან, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში სამშაბათს.

გრიგოლ ვაშაძე ნიუ-იორკში საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება, რომელსაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.

”შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ჟენევის მოლაპარაკებების საკითხი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. კიდევ ერთხელ აღნიშნეს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულების აუცილებლობა; შეაჯერეს პოზიციები მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში, ქ. ვაშინგტონში დაგეგმილი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში წლიური შემაჯამებელი შეხვედრის მოსამზადებელი დეტალების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ასევე განიხილეს ეუთოს მომავალ სამიტთან დაკავშირებული საკითხები და ზოგადად, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივები. 

ყველა ახალი ამბავი
0