თბილისი ცხინვალში ”რესპუბლიკის დღის” აღნიშვნას არალეგიტიმურს უწოდებს

Въезд в город Цхинвали. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოფიციალური თბილისი სამხრეთ ოსეთში ”რესპუბლიკის დღის” აღნიშვნას კანონსაწინააღმდეგოს და არალეგიტიმურს უწოდებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.

თბილისი, 20 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ოფიციალური თბილისი სამხრეთ ოსეთში ეგრეთ წოდებული ”რესპუბლიკის დღის” აღნიშვნას კანონსაწინააღმდეგოს და არალეგიტიმურს უწოდებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათს სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

”ეს ღონისძიება ყველა კანონს და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება”, - განაცხადა კალანდაძემ. ამასთან, მინისტრის მოადგილემ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებასთან დაკავშირებით რუსეთის ”წარუმატებელ პოლიტიკაზე” მიუთითა.

”რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებლად გამოაცხადა. შესაბამისად, რუსეთი, აღიარების წარუმატებელი პოლიტიკის ფონზე, ყველა გზით ცდილობს საკუთარი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციას”, - განაცხადა კალანდაძემ.

რუსული მასმედიის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სეპარატისტული ხელისუფლება ორშაბათს რესპუბლიკად გამოცხადების ოც წლისთავს ზეიმობს. საზეიმო ღონისძიებებზე ჩადიან დელეგაციები რუსეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, დსთ-ის ქვეყნებიდან და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან. რუსეთიდან ცხინვალში ჩავა დელეგაცია ფედერაციის საბჭოს სპიკერის სერგეი მირონოვის ხელმძღვანელობით.

ყველა ახალი ამბავი
0