МИД Грузии, символика

საქართველო და ირანი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ - საგარეო საქმეთა სამინისტრო

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველო და ირანი ეკონომიკური თანამშრომლობის და ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

თბილისი, 17 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველო და ირანი ეკონომიკური თანამშრომლობის და ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიასა და საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მაჯიდ სამადზადე საბერის შეხვედრის შედეგების მიხედვით.

”შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივების, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტურიზმის განვითარების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ამ კვირის დასაწყისში საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას საქართველოსა და ირანს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე”.

0