Российская военная колонна

რუსეთის ფედერაცია საქართველოში თავის სამხედრო ყოფნას არ გაზრდის

2
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავის დაჯგუფებებს არ გაზრდის, განუცხადა პარასკევს ჟურნალისტებს ვაშინგტონში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა.

 

თბილისი, 17 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავის დაჯგუფებებს არ გაზრდის, განუცხადა პარასკევს ჟურნალისტებს ვაშინგტონში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

”ორი რუსული სამხედრო ბაზა, რომლებიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში იმყოფება, და სამხედრო ძალები იქ - შეკავებისთვის საკმარისია. მათ გაძლიერებას არ ვგეგმავთ”, - განაცხადა სერდიუკოვმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეებით შეიარაღების გაძლიერების შესახებ კითხვაზე პასუხისას.

მინისტრის თქმით, რუსეთს აქვს გეგმები, რომლითაც გათვალისწინებულია ამ რეგიონში მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტები. სერდიუკოვის აზრით, იქ კრიზისული ვითარების გაჩენის შემთხვევაში, ეს კრიზისი ძალიან მცირე დროში გადაწყდება - არა ხუთ დღეში, როგორც ეს 2008 წელს იყო, არამედ უფრო ნაკლებ დროში.

მან ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ აშშ ქართული ჯარის შეიარაღებას განაგრძობს. ”ეს ჩვენ გვაშფოთებს და აშშ-თან და ისრაელთან თანამშრომლობაში გვიშლის ხელს”, - განაცხადა მინისტრმა.

მან დასძინა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების ანალიზს მუდმივად ატარებს.

 

2