საქართველო სვანეთის განვითარებისთვის ინვესტიციებს იზიდავს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველომ მესტიის რეკონსტრუქციის პროექტისთვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით აქტიური მუშაობა დაიწყო, ამის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ხუთშაბათს საქართველოში უცხოური დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

озеро на горе Мезери, Сванетия

თბილისი, 16 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველომ მესტიის რეკონსტრუქციის პროექტისთვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით აქტიური მუშაობა დაიწყო, ამის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ხუთშაბათს საქართველოში უცხოური დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ელჩებთან შეხვედრაში მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ქართული მხრიდან ასევე მონაწილეობდა საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა.

ვაშაძის განცხადებით, გასულ კვირაში, რურუას ინიციატივით, უცხოელი ელჩები, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან, ეწვივნენ სვანეთს და იქ მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნენ.

”ამას საელჩოები დიდი ხანია, ითხოვდნენ. ელჩები სვანეთიდან ნანახით აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ”, - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

რურუამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მესტიაში ვიზიტის დროს ელჩებმა დაათვალიერეს სვანეთის ეროვნული საგანძური და ისტორიული ძეგლები.

”მესტიის გაცნობის შემდეგ ელჩებმა რეგიონის განვითარებაში და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს როგორც ფინანსებით, ისე ახალი ტექნოლოგიების დახმარებით, სპეციალისტების მომზადებით და კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით”, - აღნიშნა რურუამ.

0