საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის შენიშვნების განსახილველად მზადაა

3
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საპარლამენტო უმრავლესობა ქვეყნის კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შენიშვნების განსახილველად მზადაა, განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა.

 

парламент

თბილისი, 16 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. საპარლამენტო უმრავლესობა ქვეყნის კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შენიშვნების განსახილველად მზადაა, განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა.

ხუთშაბათს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა და ქვეყნის კონსტიტუციის ახალ პროექტზე იმსჯელებს, რომელიც პარლამენტში განსახილველად მომზადდა.

”ვენეციის კომისიის მიერ ახალი კონსტიტუციის პროექტის დადებითი შეფასება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მზად ვართ შემდგომი განხილვისთვის როგორც ვენეციის კომისიასთან, ისე ქვეყნის შიგნით სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად”, - განაცხადა კუბლაშვილმა.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მუშაობის მსვლელობისას ვენეციის კომისიის შენიშვნების ნაწილი უკვე გათვალისწინებულია.

”დანარჩენი პარლამენტში იქნება განხილული და იმედი მაქვს, რომ შენიშვნები გათვალისწინებული იქნება”, - აღნიშნა დემეტრაშვილმა.

ვენეციის კომისიის შენიშვნებს შორის, კერძოდ, არის პარლამენტის უფლებამოსილების არასაკმარი გაზრდა.

საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელზე მუშაობაც ერთი წლის წინ დაიწყო, ”შერეული მმართველობის ფორმას” წარმოადგენს, სადაც ”საპარლამენტო რესპუბლიკის ელემენტები დომინირებს”. ახალი დოკუმენტი ასევე არსებითად აძლიერებს მთავრობის როლს, კერძოდ, პრეზიდენტის რიგი უფლებამოსილებები პრემიერ-მინისტრს გადაეცემა. ორი თვის მანძილზე სხვადასხვა დონეზე პროექტის განხილვის შედეგების მიხედვით გათვალისწინებულ იქნა ზოგიერთი შენიშვნა და შეტანილ იქნა შესწორებები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ინიციატივით, კონსტიტუციის პროექტის განხილვა პარლამენტში სექტემბრის ბოლოს, ვენევიის კომისიის წევრების თბილისში ვიზიტის შემდეგ დაიწყება.

”ევროპის კომისია დემოკრატიისთვის სამართლის საშუალებით”, რომელიც ცნობილია, როგორც ”ვენეციის კომისია”, 20 წლის წინ - 1990 წლის 10 მაისს სტრასბურგში ევროპის საბჭოს 18 წევრი სახელმწიფოს ინიციატივით შეიქმნა. ეს სახელმწიფოებია: ავსტრია, ბელგია, საბერძნეთი, დანია, ირლანდია, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, ლუქსემბურგი,მალტა, ნორვეგია, პორტუგალია, სან-მარინო, თურქეთი, ფინეთი, საფრანგეთი, შვეიცარია და შვედეთი.

მისი თავდაპირველი ამოცანაა, დაეხმაროს ტოტალიტარული რეჟიმებისგან განთავისუფლებულ ქვეყნებს, საკუთარი კონსტიტუციები და სხვა ძირითადი კანონები მოიყვანონ შესაბამისობაში ევროპის საბჭოს ქვეყნების ისეთ ნორმებთან, როგორებიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლება და სამართლის უზენაესობა.

3