პარლამენტის სამთავრობო საათზე ეკონომიკური ბლოკის მინისტრები არიან მიწვეულები

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოს პარლამენტმა 30 სექტემბერს სამთავრობო საათი დანიშნა, სადაც ეკონომიკური ბლოკის მინისტრები დეპუტატებთან ერთად ქვეყნის სოციალური ვითარების საკითხებზე იმსჯელებენ, განუცხადა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე ოთხშაბათს პარტია ”ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ.

 

Джонди Багатурия

თბილისი, 15 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. საქართველოს პარლამენტმა 30 სექტემბერს სამთავრობო საათი დანიშნა, სადაც ეკონომიკური ბლოკის მინისტრები დეპუტატებთან ერთად ქვეყნის სოციალური ვითარების საკითხებზე იმსჯელებენ, განუცხადა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე ოთხშაბათს პარტია ”ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ.

ბაღათურიას თქმით, სამთავრობო საათის დღის განრიგი უკვე განსაზღვრულია.

”განიხილება პენსიების გაზრდა საარსებო მინიმუმამდე, ასევე ქართულ ბაზარზე მონოპოლისტების პრობლემა, რომელთანაც არის დაკავშირებული ფასების მომატება პროდუქტებზე და მედიკამენტებზე”, - აღნიშნა ბაღათურიამ.

ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა სამთავრობო საათს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, მაგრამ დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის ხელმძღვანელი მსჯელობაში მიიღებს მონაწილეობას.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, სამთავრობო საათი მხოლოდ თვეში ერთხელ შეიძლება დაინიშნოს.

0