საქართველო ტუვალუს გაეროში რეზოლუციის მხარდაჭერის გამო არ ეხმარება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოწერა
საქართველო ტუვალუს გაეროში რეზოლუციის მხარდაჭერის გამო არ ეხმარება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ საგარეოპოლიტიკურ უწყებაში გამართულ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე, როდესაც კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, ტუვალუსთვის ფინანსური დახმარების აღმო[ენის თაობაზე.

МИД Грузии

თბილისი, 13 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველო ტუვალუს გაეროში რეზოლუციის მხარდაჭერის გამო არ ეხმარება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ საგარეოპოლიტიკურ უწყებაში გამართულ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე, როდესაც კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, ტუვალუსთვის ფინანსური დახმარების აღმო[ენის თაობაზე.

ტუვალუ ერთ-ერთია იმ 50 ქვეყანას შორის, რომელმაც გასულ კვირაში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას დაუჭირა მხარი. გაერომ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა“. რეზოლუციას მხარი 50 სახელმწიფომ დაუჭირა, 17 წინააღმდეგი იყო, ხოლო 86–მა – თავი შეიკავა.

”ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც ტუვალუმ მიიღო, ჩვენთვის ახალი არ არის - საქართველოს მსგავსი პრაქტიკა გააჩნია”, - განაცხადა კაპანაძემ. მისი თქმით, საქართველო ბოლო თვეების მანძილზე დაეხმარა სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულ ჰაიტის და პაკისტანს.

”ეს სტანდარტული პრაქტიკაა, როდესაც ერთი სახელმწიფო მეორეს სტიქიური უბედურების დროს ეხმარება. შეიძლება დროში დამთხვევა იყო, მაგრამ საქართველოს ტუვალუს გაეროში რეზოლუციის მხარდაჭერის გამო არ ეხმარება”, - განაცხადა საგარეოპოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა.

კაპანაძის თქმით, საუბარია დაახლოებით 12 ათასი ლარის ოდენობის მედიკამენტურ დახმარებაზე.

ტუვალუ წყნარი ოკეანის სახელმწიფოა პოლინეზიაში. მისი მოსახლეობა დაახლოებით 12 ათას ადამიანს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0