დეპუტატი საქართველოს საპატიმროებში თავისუფალ დაშვებას მოითხოვს

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, რომლის თანახმადაც დეპუტატები საპატიმროებში თავისუფლად შესვლას შეძლებენ.

 

парламент

თბილისი, 10 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, რომლის თანახმადაც დეპუტატები საპატიმროებში თავისუფლად შესვლას შეძლებენ.

არსებული რეგლამენტის თანახმად, საპატიმროში შესვლის მსურველმა დეპუტატმა თხოვნით უნდა მიმართოს ადამიანის უფლებების დამცველ კომიტეტს და დეტალურად ახსნას მიზეზები, შემდეგ სარეკომენდაციო წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს გაეგზავნება, რომელმაც თავისი თანხმობა უნდა განაცხადოს.

როგორც ლორთქიფანიძემ განაცხადა, ასეთი პროცედურა ძალიან რთული და დამღლელია.

”ხშირად ხდება, როდესაც ციხეში სასწრაფოდ უნდა შეხვიდე და არც ერთი წუთის დაკარგვა არ შეიძლება, ხოლო ხანგრძლივი პროცედურის შემდეგ პატიმრის მონახულებას უკვე აზრი აღარ აქვს. აქედან გამომდინარე, პარლამენტი მხოლოდ სახალხო დამცველის ინფორმაციაზეა დამოკიდებული”, - განაცხადა მან.

პარლამენტის უახლოეს სხდომაზე, 17 სექტემბერს დიმიტრი ლორთქიფანიძე საკანონმდებლო ინიციატივით გამოსვლას აპირებს.

0