ბრიტანეთის გადამდგარი გენერალი სერ ჰარი ჯონსონი საქართველოში ღირსების ორდენით დააჯილდოვეს

5
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბრიტანელ გადამდგარ გენერალს სერ ჰარი ჯონსონს ღირსების ორდენი გადასცა.

 

თბილისი, 8 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბრიტანელ გადამდგარ გენერალს სერ ჰარი ჯონსონს ღირსების ორდენი გადასცა.

ჯონსონი საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ 1999 წლიდან, საკონსულტაციო ორგანოს შექმნის დღიდან იყო და უსაფრთხოების სფეროში რეფორმებზე მუშაობდა.

”მაშინ არავის სჯეროდა, რომ საქართველო ასეთ წარმატებას მიაღწევდა და რომ საქართველოში ასეთი ძლიერი ჯარი და თანამედროვე პოლიცია იქნებოდა... ამ რეფორმებში სერ ჯონსონი მთელს თავის ცოდნას დებდა, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მას საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის”, - განაცხადა ბაქრაძემ ჯილდოს გადაცემისას.

ჯონსონმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის წარმატების სჯერა. ”იმ საშინელმა მოვლენებმა, რომელიც საქართველომ 2008 წელს გადაიტანა, საქართველოს კურსზე არ იმოქმედა და თქვენ პირდაპირი გზით მიდიხართ”, - განაცხადა მან.

5