ნატოს ექსპერტები საქართველოს ოთხდღიანი ვიზიტით ეწვივნენ

გამოწერა
7 სექტემბერს ნატოს ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში ჩამოვიდა. ისინი შეაფასებენ, რამდენად სრულდება ქვეყნის ვალდებულებები, რომლებიც ყოველწლიური ეროვნული პროგრამით (ANP) და დაგეგმვის და მიმოხილვის პროცესით (PARP) არის გათვალისწინებული, აღნიშნული საქართველოს თავდაცვის სამინისტრის განცხადებაში.

 

თბილისი, 8 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. 7 სექტემბერს ნატოს ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში ჩამოვიდა. ისინი შეაფასებენ, რამდენად სრულდება ქვეყნის ვალდებულებები, რომლებიც ყოველწლიური ეროვნული პროგრამით (ANP) და დაგეგმვის და მიმოხილვის პროცესით (PARP) არის გათვალისწინებული, აღნიშნული საქართველოს თავდაცვის სამინისტრის განცხადებაში.

სამშაბათს ექსპერტთა ჯგუფი უკვე ეწვია თავდაცვის სამინისტროს, სადაც გაიმართა შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან ნოდარ ხარშილაძესთან, ასევე სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის სამოქალაქო ოფისის ხელმძღვანელობასთან.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 10 სექტემბრამდე გაგრძელდება, დაგეგმილია შეხვედრები ფინანსთა სამინისტროს, შსს-ს და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლებთან, ასევე ნატოს სამხედრო ატაშესთან და ნატოს წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებთან.

გარდა ამისა, ოთხშაბათს საქართველოში ჩამოდის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატოს თავდაცვის პოლიტიკის და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებული ძალების დაგეგმვის დირექტორატის უფროსი ფრენკ ბოლანდი. ვიზიტის ფარგლებში ბოლანდი შეხვდება მაღალი რანგის თანამდებობიდ პირებს, ასევე სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებისათვის ლექციებს წაიკითხავს.

ყველა ახალი ამბავი
0