სააკაშვილმა ავღანეთში დაღუპული ქართველი ოფიცრის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა

გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში დაღუპული ქართველი მშვიდობისმყოფელის, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტის, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანის გარდაცვალების გამო მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურში.

 

Михаил Саакашвили

თბილისი, 6 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში დაღუპული ქართველი მშვიდობისმყოფელის, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტის, 31- ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანის გარდაცვალების გამო მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურში.

”პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაღუპული ოფიცრის ოჯახს, მის თანამებრძოლებს და მთელს ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

მუხრან შუკვანი გასულ კვირაში დაიღუპა. ეს ქართველი სამხედროს დაღუპვის პირველი შემთხვევაა ქართული კონტინგენტის ავღანეთში გაგზავნის შემდეგ. კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე –  კაპრალი ალიკა გითოლენდია მძიმედ დაიჭრა.

ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) ფარგლებში სამსახურს 900–ზე მეტი ქართველი სამხედრო მოსამსახურე გადის. ერთი ასეული (175 სამხედრო მოსამსახურე) ქალაქ ქაბულში, საფრანგეთის პასუხისმგებლობის ზონაშია განლაგებული, ხოლო ბატალიონი – გილმენდის პროვინციაშია დისლოცირებული.

6 სექტემბრისთვის 2010 წელს ავღანეთში მოკლული უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების რიცხვმა ზუსტად 500-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0