პრეზიდენტი სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

გამოწერა
პარასკევს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობის გასვლით სხდომას უხელმძღვანელებს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურში.

 

თბილისი, 3 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. პარასკევს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობის გასვლით სხდომას უხელმძღვანელებს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურში.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას პირდაპირ ეთერში ქართული ტელეარხები გადასცემენ.

დეპუტატები საშემოდგომო სესიის დაწყების წინ მუშაობის გეგმებს და კანონპროექტებს განიხილავენ, რომელთა განხილვაც პარლამენტში უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.

საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომით გაიხსნება.

ყველა ახალი ამბავი
0