საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა, დეტალები არ ხმაურდება

2
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
2 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯონ ბასს შორის, აცნობეს ”ახალი ამბები - საქართველოს” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

 

თბილისი, 2 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. 2 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯონ ბასს შორის, აცნობეს ”ახალი ამბები - საქართველოს” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

როგორც საგარეოპოლიტიკური უწყება აღნიშნავს, შეხვედრა ამერიკული მხარის თხოვნით გაიმართა.

”შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხები”, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეხვედრის სხვა დეტალები არ ხმაურდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოში აშშ-ის ელჩს შორის წინა შეხვედრა ორი კვირის წინ, 19 აგვისტოს გაიმართა.

2