ანტალია მზის გარეშე: ტყის ხანძრების კვამლმა ცა დაფარა – ფოტო

გამოწერა
თურქეთის ქალაქი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში, ბოლო დღეებში საერთოდ აღარ ჰგავს კურორტს. რეგიონში ტურისტული ექსკურსიები შეჩერებულია მანამ, სანამ მდგომარეობა არ დასტაბილურდება.
თურქეთის სამხრეთში, ანტალიის მახლობლად ანომალიურმა სიცხეებმა ტყის ხანძრები გამოიწვია.
ოთხშაბათს გუბერნატორის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება მანავგათის ტყის ხანძრის შესახებ. ხანძრის ქრობაში მონაწილეობს ორი თვითმფრინავი, 19 ვერტმფრენი და 192 სახანძრო მანქანა.
ძლიერი ქარისა და ცხელი ამინდის გამო ხანძარი სწრაფად გავრცელდა დიდ ტერიტორიაზე. ხუთშაბათს მანავგათაში ხანძარზე კონტროლის დამყარება მოხერხდა.
შემთხვევის შედეგად დაღუპულია სამი და დაშავდა 122 ადამიანი.
© REUTERS / Kaan Soyturkმიუხედავად თურქეთის ცხელი კლიმატისა, +40 გრადუსი ნორმად არ მიიჩნევა. ამის გამო ანტალიის სხვადასხვა რაიონებში გაჩნდა ხანძრის კერები. ამის მიზეზი, სიცხის გარდა, ნაგავსაყრელზე გაჩენილი ცეცხლიც იყო
მიუხედავად თურქეთის ცხელი კლიმატისა, +40 გრადუსი ნორმად არ მიიჩნევა. ამის გამო ანტალიის სხვადასხვა რაიონებში გაჩნდა ხანძრის კერები. ამის მიზეზი, სიცხის გარდა, ნაგავსაყრელზე გაჩენილი ცეცხლიც იყო - Sputnik საქართველო
1/8
მიუხედავად თურქეთის ცხელი კლიმატისა, +40 გრადუსი ნორმად არ მიიჩნევა. ამის გამო ანტალიის სხვადასხვა რაიონებში გაჩნდა ხანძრის კერები. ამის მიზეზი, სიცხის გარდა, ნაგავსაყრელზე გაჩენილი ცეცხლიც იყო
© REUTERS / Twitter/@Onurburakcelikხანძრის გამო, რეგიონში გაუქმდა ყველა ტურისტული ექსკურსია
ხანძრის გამო, რეგიონში გაუქმდა ყველა ტურისტული ექსკურსია - Sputnik საქართველო
2/8
ხანძრის გამო, რეგიონში გაუქმდა ყველა ტურისტული ექსკურსია
© REUTERS / Kaan Soyturkხანძრის ჩასაქრობად გამოიყენებოდა ორი თვითმფრინავი, 19 ვერტმფრენი და 192 სახანძრო მანქანა. ოპერაციაში მონაწილეობდა 400-ზე მეტი მეხანძრე
ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენებოდა ორი თვითმფრინავი, 19 ვერტმფრენი და 192 სახანძრო მანქანა. ოპერაციაში მონაწილეობდა 400-ზე მეტი მეხანძრე - Sputnik საქართველო
3/8
ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენებოდა ორი თვითმფრინავი, 19 ვერტმფრენი და 192 სახანძრო მანქანა. ოპერაციაში მონაწილეობდა 400-ზე მეტი მეხანძრე
© REUTERS / Kaan Soyturkწინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 650 ჰექტარი ტყე გაანადგურა
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 650 ჰექტარი ტყე გაანადგურა - Sputnik საქართველო
4/8
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 650 ჰექტარი ტყე გაანადგურა
© REUTERS / Kaan Soyturkსაკურორტო ქალაქის ცა ბოლმა დაფარა, რომლის ფენაც ჰაერში 50 კილომეტრზე გავრცელდა
საკურორტო ქალაქის ცა ბოლმა დაფარა, რომლის ფენაც ჰაერში 50 კილომეტრზე გავრცელდა - Sputnik საქართველო
5/8
საკურორტო ქალაქის ცა ბოლმა დაფარა, რომლის ფენაც ჰაერში 50 კილომეტრზე გავრცელდა
© REUTERS / Kaan Soyturkქალაქ მანავგათში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი
ქალაქ მანავგათში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი - Sputnik საქართველო
6/8
ქალაქ მანავგათში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი
© REUTERS / Twitter / @onurburakcelikმეხანძრეებს მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან ხანძრის სხვა დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არსებობდა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა სოფლები ევრენსექი, ენიქეი და ქალემლერი
მეხანძრეებს მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან ხანძრის სხვა დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არსებობდა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა სოფლები ევრენსექი, ენიქეი და ქალემლერი - Sputnik საქართველო
7/8
მეხანძრეებს მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან ხანძრის სხვა დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არსებობდა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა სოფლები ევრენსექი, ენიქეი და ქალემლერი
© REUTERS / Kaan Soyturkთურქეთის ხელისუფლება ტყის ხანძრის გაჩენის მიზეზებს იძიებს. ცეცხლის გაჩენაში დამნაშავეები დაისჯებიან, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფახრეთინ ალთუნმა
თურქეთის ხელისუფლება ტყის ხანძრის გაჩენის მიზეზებს იძიებს. ცეცხლის გაჩენაში დამნაშავეები დაისჯებიან, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფახრეთინ ალთუნმა - Sputnik საქართველო
8/8
თურქეთის ხელისუფლება ტყის ხანძრის გაჩენის მიზეზებს იძიებს. ცეცხლის გაჩენაში დამნაშავეები დაისჯებიან, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფახრეთინ ალთუნმა
ყველა ახალი ამბავი
0