ვიდეოკამერების დერეფანი: ფოტოკადრები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას დაკრძალვიდან

გამოწერა
„TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ გზაზე მედიასაშუალებების, საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააცილეს.
ლექსო ლაშქარავა, რომლის სიკვდილმაც ქვეყანაში საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, თბილისში 13 ივლისს დაკრძალეს. ის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, 5 ივლისს სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა, როდესაც ის მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა.
ოპერატორის სიკვდილმა ქვეყანაში საპროტესტო ტალღა ააგორა. მისი გარდაცვალების შემდეგ ოპოზიციურმა ტელეარხებმა და საზოგადოების ნაწილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. მათი მტკიცებით, ლაშქარავა ცემისას მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა. ამაზე პასუხად პრემიერმა ოპოზიცია ლაშქარავას სიკვდილით სპეკულაციაში დაადანაშაულა და მოუწოდა, დალოდებოდნენ ექსპერტიზის შედეგებს. 
შსს-მ უკვე გამოთქვა წინასწარი ვერსია, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების გადაჭარბებულ დოზას ემსხვერპლა. დამოუკიდებელმა ექსპერტმა, რომელიც საქმეში ლაშქარავას ოჯახის მოთხოვნითაა ჩართული, განაცხადა, რომ ოპერატორი გარდაცვალებამდე გარკვეული დროის განმავლობაში მორფინს იღებდა ექიმის დანიშნულებით - ოპერაციისშემდგომი ტკივილების მოსახსნელად. შსს-ს ვარაუდით, სამედიცინო დანიშნულების ამოწურვის შემდეგ ლაშქარავამ ნარკოტიკები უკვე დამოუკიდებლად შეიძინა. შსს ამტკიცებს, რომ მათ შესაბამისი ვიდეოჩანაწერები გააჩნიათ. 
ამ დროისათვის ლაშქარავას ცემის ფაქტზე ხუთი ადამიანია დაკავებული. 
© Sputnik / Alex Shlamovლექსო ლაშქარავასთან გამოსამშვიდობებლად უამრავი ადამიანი მივიდა - კოლეგა ოპერატორები, ჟურნალისტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ჩვეულებრივი თბილისელები
ლექსო ლაშქარავასთან გამოსამშვიდობებლად უამრავი ადამიანი მივიდა - კოლეგა ოპერატორები, ჟურნალისტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ჩვეულებრივი თბილისელები   - Sputnik საქართველო
1/12
ლექსო ლაშქარავასთან გამოსამშვიდობებლად უამრავი ადამიანი მივიდა - კოლეგა ოპერატორები, ჟურნალისტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ჩვეულებრივი თბილისელები
© Sputnik / Alex Shlamovლექსო 36 წლის იყო. მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ტელევიზიაში გაატარა
ლექსო 36 წლის იყო. მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ტელევიზიაში გაატარა - Sputnik საქართველო
2/12
ლექსო 36 წლის იყო. მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ტელევიზიაში გაატარა
© Sputnik / STRINGERცხედრის გამოსვენებას შეკრებილები აპლოდისმენტებით შეხვდნენ - ლაშქარავას კოლეგებმა ვიდეოკამერების დერეფანი მოაწყეს და კამერების ობიექტივები სიმბოლურად დახარეს
ცხედრის გამოსვენებას შეკრებილები აპლოდისმენტებით შეხვდნენ - ლაშქარავას კოლეგებმა ვიდეოკამერების დერეფანი მოაწყეს და კამერების ობიექტივები სიმბოლურად დახარეს  - Sputnik საქართველო
3/12
ცხედრის გამოსვენებას შეკრებილები აპლოდისმენტებით შეხვდნენ - ლაშქარავას კოლეგებმა ვიდეოკამერების დერეფანი მოაწყეს და კამერების ობიექტივები სიმბოლურად დახარეს
© Sputnik / STRINGERსაქართველოს რეგიონული არხების ნაწილმა 15:00 საათზე მაუწყებლობა შეწყვიტა ლექსოს ხსოვნის პატივსაცემად. ტელეეკრანებზე 10 წუთის განმავლობაში ციმციმებდა წარწერა ჰეშთეგით „ლექSOSთვის“
საქართველოს რეგიონული არხების ნაწილმა 15:00 საათზე მაუწყებლობა შეწყვიტა ლექსოს ხსოვნის პატივსაცემად. ტელეეკრანებზე 10 წუთის განმავლობაში ციმციმებდა წარწერა ჰეშთეგით „ლექSOSთვის“  - Sputnik საქართველო
4/12
საქართველოს რეგიონული არხების ნაწილმა 15:00 საათზე მაუწყებლობა შეწყვიტა ლექსოს ხსოვნის პატივსაცემად. ტელეეკრანებზე 10 წუთის განმავლობაში ციმციმებდა წარწერა ჰეშთეგით „ლექSOSთვის“
© Sputnik / Alex Shlamovრამდენიმე ქართულმა ტელეარხმა პირდაპირ ეთერში გადასცა დაკრძალვის ცერემონია
რამდენიმე ქართულმა ტელეარხმა პირდაპირ ეთერში გადასცა დაკრძალვის ცერემონია  - Sputnik საქართველო
5/12
რამდენიმე ქართულმა ტელეარხმა პირდაპირ ეთერში გადასცა დაკრძალვის ცერემონია
© Sputnik / Alex Shlamovლაშქარავას კოლეგებს ეცვათ მაისურები, რომელზეც ნაცემი ლექსოს ფოტო იყო დატანილი
ლაშქარავას კოლეგებს ეცვათ მაისურები, რომელზეც ნაცემი ლექსოს ფოტო იყო დატანილი  - Sputnik საქართველო
6/12
ლაშქარავას კოლეგებს ეცვათ მაისურები, რომელზეც ნაცემი ლექსოს ფოტო იყო დატანილი
© Sputnik / Alex Shlamovლაშქარავა საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს, სადამდეც მსვლელობა გაიმართა
ლაშქარავა საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს, სადამდეც მსვლელობა გაიმართა   - Sputnik საქართველო
7/12
ლაშქარავა საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს, სადამდეც მსვლელობა გაიმართა
© Sputnik / Alex Shlamovლექსოს კოლეგები ცრემმლებს არ და ვერ მალავდნენ
ლექსოს კოლეგები ცრემმლებს არ და ვერ მალავდნენ - Sputnik საქართველო
8/12
ლექსოს კოლეგები ცრემმლებს არ და ვერ მალავდნენ
© Sputnik / STRINGERლექსო ლაშქარავა საკუთარ ბინაში იპოვეს გარდაცვლილი ცემიდან ექვსი დღის შემდეგ
ლექსო ლაშქარავა საკუთარ ბინაში იპოვეს გარდაცვლილი ცემიდან ექვსი დღის შემდეგ  - Sputnik საქართველო
9/12
ლექსო ლაშქარავა საკუთარ ბინაში იპოვეს გარდაცვლილი ცემიდან ექვსი დღის შემდეგ
© Sputnik / STRINGERმას სახის ძვლების მოტეხილობები და ტვინის შერყევა აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე საავადმყოფოში დაჰყო
მას სახის ძვლების მოტეხილობები და ტვინის შერყევა აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე საავადმყოფოში დაჰყო - Sputnik საქართველო
10/12
მას სახის ძვლების მოტეხილობები და ტვინის შერყევა აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე საავადმყოფოში დაჰყო
© Sputnik / Alex Shlamovგარდაცვლილი დედამ იპოვა 11 ივლისს
გარდაცვლილი დედამ იპოვა 11 ივლისს - Sputnik საქართველო
11/12
გარდაცვლილი დედამ იპოვა 11 ივლისს
© Sputnik / Alex Shlamovშსს-მ ნარკოტიკების ჭარბი დოზის ვერსია წამოაყენა, ხოლო ოპოზიცია ირწმუნება, რომ ლაშქარავა „სისტემის მსხვერპლია“
შსს-მ ნარკოტიკების ჭარბი დოზის ვერსია წამოაყენა, ხოლო ოპოზიცია ირწმუნება, რომ ლაშქარავა „სისტემის მსხვერპლია“ - Sputnik საქართველო
12/12
შსს-მ ნარკოტიკების ჭარბი დოზის ვერსია წამოაყენა, ხოლო ოპოზიცია ირწმუნება, რომ ლაშქარავა „სისტემის მსხვერპლია“
ყველა ახალი ამბავი
0