დაიანას ახალი ძეგლი - პრინცესა 60 წლის გახდებოდა

124
  • ხუთშაბათს ლონდონში პრინცმა უილიამმა და პრინცმა ჰარიმ უელსის პრინცესა დაიანას ძეგლი გახსნეს
  • ცერემონია დაიანას 60 წლის იუბილეს მიეძღვნა
  • მიუხედავად საოჯახო უთანხმოებისა, ცერემონიაში ორივე პრინცი მონაწილეობდა
  • დაიანას ძეგლი კენსინგტონის სასახლის მის საყვარელ ბაღში დაიდგა, სადაც პრინცესა პრინც ჩარლზთან განშორების შემდეგ ცხოვროდა შვილებთან ერთად
  • ღონისძიებას ესწრებოდნენ დაიანას დები, მისი ძმა და ძეგლის შემქმნელები
  • ძეგლი პრინცებმა 2017 წელს შეუკვეთეს. მონუმენტის ავტორია იან რენკ-ბროდლი
  • სკულპტურაზე გამოსახულია პრინცესა და მისი ორი შვილი - ბიჭი და გოგონა, რომლებიც მას ორივე მხრიდან უდგანან
  • დაიანა აქტიური ქველმოქმედი იყო, ეხმარებოდა ავადმყოფებსა და უპოვრებს მთელ მსოფლიოში, ხშირად სტუმრობდა საავადმყოფოებს
  • ბრიტანული მედიის მრავალი გამოკითხვის შედეგად, დაიანა სპენსერი ყველა დროის ყველაზე დიდ ბრიტანელების ათეულშია
  • უელსის პრინცესა 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში ავტოკატასტროფაში დაიღუპა
  • ლედი დი საყვარელ მამაკაცთან - დოდი ალ-ფაიედთან ერთად მგზავრობდა ავტომობილით. ხიდის ქვეშ შესვლისას მძღოლმა მართვა დაკარგა, მანქანა დიდი სიჩქარით შეეჯახა ბოძს. დაიანა მხოლოდ 36 წლის იყო
  • 2007 წელს სკოტლანდ-იარდმა პრინცესას გარდაცვალების გამოძიება საბოლოოდ შეაჯამა. მოკვლევამ დაადგინა, რომ მძღოლი ნასვამი იყო და სიჩქარის გადაჭარბებით მიდიოდა, ხოლო დაიანას უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა
კენსინგტონის ბაღებში პრინცესა დაიანას ვაჟებმა, პრინცმა უილიამმა და პრინცმა ჰარიმ დედის ახალი ძეგლი გახსნეს. იხილეთ Sputnik-ის ფოტოლენტაში ღონისძიების სურათები

პრინცესა დაიანას დაბადებიდან 60 წლის თავზე მოკრძალებული ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ პრინცები, დაიანას ოჯახის წევრები, სკულპტორი იან რანკ-ბროდლი, ლანდშაფტის დიზაინერი პიპ მორისონი და ძეგლის შემქმნელები.

პრინცი ჩარლზი ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა. კორონავირუსული შეზღუდვების გამო, ცერემონიას ცოტა დამსწრე ყავდა.

124
  • ხუთშაბათს ლონდონში პრინცმა უილიამმა და პრინცმა ჰარიმ უელსის პრინცესა დაიანას ძეგლი გახსნეს
    © AP Photo / Dominic Lipinski

    ხუთშაბათს ლონდონში პრინცმა უილიამმა და პრინცმა ჰარიმ უელსის პრინცესა დაიანას ძეგლი გახსნეს

  • ცერემონია დაიანას 60 წლის იუბილეს მიეძღვნა
    © AP Photo / Frank Augstein

    ცერემონია დაიანას 60 წლის იუბილეს მიეძღვნა

  • მიუხედავად საოჯახო უთანხმოებისა, ცერემონიაში ორივე პრინცი მონაწილეობდა
    © AP Photo / Yui Muk

    მიუხედავად საოჯახო უთანხმოებისა, ცერემონიაში ორივე პრინცი მონაწილეობდა

  • დაიანას ძეგლი კენსინგტონის სასახლის მის საყვარელ ბაღში დაიდგა, სადაც პრინცესა პრინც ჩარლზთან განშორების შემდეგ ცხოვროდა შვილებთან ერთად
    © AP Photo / Frank Augstein

    დაიანას ძეგლი კენსინგტონის სასახლის მის საყვარელ ბაღში დაიდგა, სადაც პრინცესა პრინც ჩარლზთან განშორების შემდეგ ცხოვროდა შვილებთან ერთად

  • ღონისძიებას ესწრებოდნენ დაიანას დები, მისი ძმა და ძეგლის შემქმნელები
    © AP Photo / Pool / Dominic Lipinski

    ღონისძიებას ესწრებოდნენ დაიანას დები, მისი ძმა და ძეგლის შემქმნელები

  • ძეგლი პრინცებმა 2017 წელს შეუკვეთეს. მონუმენტის ავტორია იან რენკ-ბროდლი
    © AFP / Daniel Leal-Olivas

    ძეგლი პრინცებმა 2017 წელს შეუკვეთეს. მონუმენტის ავტორია იან რენკ-ბროდლი

  • სკულპტურაზე გამოსახულია პრინცესა და მისი ორი შვილი - ბიჭი და გოგონა, რომლებიც მას ორივე მხრიდან უდგანან
    © AP Photo / Pool / Dominic Lipinski

    სკულპტურაზე გამოსახულია პრინცესა და მისი ორი შვილი - ბიჭი და გოგონა, რომლებიც მას ორივე მხრიდან უდგანან

  • დაიანა აქტიური ქველმოქმედი იყო, ეხმარებოდა ავადმყოფებსა და უპოვრებს მთელ მსოფლიოში, ხშირად სტუმრობდა საავადმყოფოებს
    © AFP / Daniel Leal-Olivas

    დაიანა აქტიური ქველმოქმედი იყო, ეხმარებოდა ავადმყოფებსა და უპოვრებს მთელ მსოფლიოში, ხშირად სტუმრობდა საავადმყოფოებს

  • ბრიტანული მედიის მრავალი გამოკითხვის შედეგად, დაიანა სპენსერი ყველა დროის ყველაზე დიდ ბრიტანელების ათეულშია
    © REUTERS / Henry Nicholls

    ბრიტანული მედიის მრავალი გამოკითხვის შედეგად, დაიანა სპენსერი ყველა დროის ყველაზე დიდ ბრიტანელების ათეულშია

  • უელსის პრინცესა 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში ავტოკატასტროფაში დაიღუპა
    © REUTERS / Henry Nicholls

    უელსის პრინცესა 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში ავტოკატასტროფაში დაიღუპა

  • ლედი დი საყვარელ მამაკაცთან - დოდი ალ-ფაიედთან ერთად მგზავრობდა ავტომობილით. ხიდის ქვეშ შესვლისას მძღოლმა მართვა დაკარგა, მანქანა დიდი სიჩქარით შეეჯახა ბოძს. დაიანა მხოლოდ 36 წლის იყო
    © REUTERS / Henry Nicholls

    ლედი დი საყვარელ მამაკაცთან - დოდი ალ-ფაიედთან ერთად მგზავრობდა ავტომობილით. ხიდის ქვეშ შესვლისას მძღოლმა მართვა დაკარგა, მანქანა დიდი სიჩქარით შეეჯახა ბოძს. დაიანა მხოლოდ 36 წლის იყო

  • 2007 წელს სკოტლანდ-იარდმა პრინცესას გარდაცვალების გამოძიება საბოლოოდ შეაჯამა. მოკვლევამ დაადგინა, რომ მძღოლი ნასვამი იყო და სიჩქარის გადაჭარბებით მიდიოდა, ხოლო დაიანას უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა
    © AP Photo / Matt Dunham

    2007 წელს სკოტლანდ-იარდმა პრინცესას გარდაცვალების გამოძიება საბოლოოდ შეაჯამა. მოკვლევამ დაადგინა, რომ მძღოლი ნასვამი იყო და სიჩქარის გადაჭარბებით მიდიოდა, ხოლო დაიანას უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა

ანტალია მზის გარეშე: ტყის ხანძრების კვამლმა ცა დაფარა ფოტო

44
(განახლებულია 22:17 29.07.2021)
  • მიუხედავად თურქეთის ცხელი კლიმატისა, +40 გრადუსი ნორმად არ მიიჩნევა. ამის გამო ანტალიის სხვადასხვა რაიონებში გაჩნდა ხანძრის კერები. ამის მიზეზი, სიცხის გარდა, ნაგავსაყრელზე გაჩენილი ცეცხლიც იყო
  • ხანძრის გამო, რეგიონში გაუქმდა ყველა ტურისტული ექსკურსია
  • ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენებოდა ორი თვითმფრინავი, 19 ვერტმფრენი და 192 სახანძრო მანქანა. ოპერაციაში მონაწილეობდა 400-ზე მეტი მეხანძრე
  • წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 650 ჰექტარი ტყე გაანადგურა
  • საკურორტო ქალაქის ცა ბოლმა დაფარა, რომლის ფენაც ჰაერში 50 კილომეტრზე გავრცელდა
  • ქალაქ მანავგათში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი
  • მეხანძრეებს მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან ხანძრის სხვა დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არსებობდა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა სოფლები ევრენსექი, ენიქეი და ქალემლერი
  • თურქეთის ხელისუფლება ტყის ხანძრის გაჩენის მიზეზებს იძიებს. ცეცხლის გაჩენაში დამნაშავეები დაისჯებიან, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფახრეთინ ალთუნმა
თურქეთის ქალაქი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში, ბოლო დღეებში საერთოდ აღარ ჰგავს კურორტს. რეგიონში ტურისტული ექსკურსიები შეჩერებულია მანამ, სანამ მდგომარეობა არ დასტაბილურდება.

თურქეთის სამხრეთში, ანტალიის მახლობლად ანომალიურმა სიცხეებმა ტყის ხანძრები გამოიწვია.

ოთხშაბათს გუბერნატორის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება მანავგათის ტყის ხანძრის შესახებ. ხანძრის ქრობაში მონაწილეობს ორი თვითმფრინავი, 19 ვერტმფრენი და 192 სახანძრო მანქანა.

ძლიერი ქარისა და ცხელი ამინდის გამო ხანძარი სწრაფად გავრცელდა დიდ ტერიტორიაზე. ხუთშაბათს მანავგათაში ხანძარზე კონტროლის დამყარება მოხერხდა.

შემთხვევის შედეგად დაღუპულია სამი და დაშავდა 122 ადამიანი.

44
  • მიუხედავად თურქეთის ცხელი კლიმატისა, +40 გრადუსი ნორმად არ მიიჩნევა. ამის გამო ანტალიის სხვადასხვა რაიონებში გაჩნდა ხანძრის კერები. ამის მიზეზი, სიცხის გარდა, ნაგავსაყრელზე გაჩენილი ცეცხლიც იყო
    © REUTERS / Kaan Soyturk

    მიუხედავად თურქეთის ცხელი კლიმატისა, +40 გრადუსი ნორმად არ მიიჩნევა. ამის გამო ანტალიის სხვადასხვა რაიონებში გაჩნდა ხანძრის კერები. ამის მიზეზი, სიცხის გარდა, ნაგავსაყრელზე გაჩენილი ცეცხლიც იყო

  • ხანძრის გამო, რეგიონში გაუქმდა ყველა ტურისტული ექსკურსია
    © REUTERS / Twitter/@Onurburakcelik

    ხანძრის გამო, რეგიონში გაუქმდა ყველა ტურისტული ექსკურსია

  • ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენებოდა ორი თვითმფრინავი, 19 ვერტმფრენი და 192 სახანძრო მანქანა. ოპერაციაში მონაწილეობდა 400-ზე მეტი მეხანძრე
    © REUTERS / Kaan Soyturk

    ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენებოდა ორი თვითმფრინავი, 19 ვერტმფრენი და 192 სახანძრო მანქანა. ოპერაციაში მონაწილეობდა 400-ზე მეტი მეხანძრე

  • წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 650 ჰექტარი ტყე გაანადგურა
    © REUTERS / Kaan Soyturk

    წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 650 ჰექტარი ტყე გაანადგურა

  • საკურორტო ქალაქის ცა ბოლმა დაფარა, რომლის ფენაც ჰაერში 50 კილომეტრზე გავრცელდა
    © REUTERS / Kaan Soyturk

    საკურორტო ქალაქის ცა ბოლმა დაფარა, რომლის ფენაც ჰაერში 50 კილომეტრზე გავრცელდა

  • ქალაქ მანავგათში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი
    © REUTERS / Kaan Soyturk

    ქალაქ მანავგათში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი

  • მეხანძრეებს მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან ხანძრის სხვა დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არსებობდა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა სოფლები ევრენსექი, ენიქეი და ქალემლერი
    © REUTERS / Twitter / @onurburakcelik

    მეხანძრეებს მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან ხანძრის სხვა დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არსებობდა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა სოფლები ევრენსექი, ენიქეი და ქალემლერი

  • თურქეთის ხელისუფლება ტყის ხანძრის გაჩენის მიზეზებს იძიებს. ცეცხლის გაჩენაში დამნაშავეები დაისჯებიან, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფახრეთინ ალთუნმა
    © REUTERS / Kaan Soyturk

    თურქეთის ხელისუფლება ტყის ხანძრის გაჩენის მიზეზებს იძიებს. ცეცხლის გაჩენაში დამნაშავეები დაისჯებიან, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფახრეთინ ალთუნმა

ოლიმპიადის ყველაზე უმცროსი და ასაკოვანი მონაწილეები - ფოტო

57
  • ოლიმპიადის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე - 12 წლის სირიელი ჰენდ ზაზა
  • 12 წლის იაპონელი სკეიტბორდისტი კოკონა ჰირაკი
  • კანადელი მოცურავე სამერ მაკიტოში, რომელიც 14 წლისაა
  • ეს კი 16 წლის რუსი ტანმოვარჯიშე ვიკტორია ლისტუნოვა გახლავთ
  • 46 წლის ტანმოვარჯიშე ოკსანა ჩუსოვიტინა. კარიერის განმავლობაში ის წარმოადგენდა სსრკ-ს, გერმანიას და უზბეკეთს. ოკსანა ტანვარჯიშის ისტორიაში ერთადერთი ადამიანია, რომელმაც მონაწილეობა მიიღ რვა საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებში, 1992 წელს კი ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა. ის ასევე შესულია გინესის რეკორდების წიგნში
  • ავსტრალიელი ცხენოსანი მერი ჰანა, რომელიც 66 წლისაა - ის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი სპორტსმენია ოლიმპიადაზე
  • 15 წლის იაპონელი სკეიტბორდისტი მისუგუ ოკამოტო
  • 13 წლის ბრაზილიელი სკეიტბორდისტი რაისა ლეალი
  • ჩინელი სპორტსმენი ნი სიალიანი 58 წლისაა. ის ოლიმპიადაზე ლუქსემბურგის სახელით გამოდის
  • 13 წლის ბრიტანელი სკეიტბორდისტი სკაი ბრაუნი
  • 15 წლის ამერიკელი მოცურავე კეტი გრაიმსი
  • რუსი მოჯირითე ინესა მერკულოვა, რომელიც 56 წლისაა
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ სპორტს არ გააჩნია ასაკობრივი ზღვარი. სპორტსმენებს ნებისმიერ ასაკში შეუძლიათ წარმატების მიღწევა და საკუთარი ოსტატობის ჩვენება

ოლიმპიური თამაშების ისტორიაში უამრავი მტკიცებულებაა იმის შესახებ, რომ მასში ნებისმიერი ასაკის სპორტსმენს შეუძლია მონაწილეობა. თუმცა, ტოკიოს ოლიმპიადა დანარჩენებისაგან გამოირჩევა იმით, რომ ამ რაოდენობის ახალგაზრდა სპორტსმენს ერთად მასში მონაწილეობა არ მიუღია.

შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ სკეიტბორდინგი სულ ცოტა ხნის წინ გახდა სპორტის ოლიმპიური სახეობა, ხოლო ახალგაზრდა სპორტსმენების დიდი ნაწილი სწორედ ამ დისციპლინას წარმოადგენს.

ახალგაზრდა სპორტსმენები ასევე მრავლად არიან წარმოდგენილი ჩოგბურთში, ტანვარჯიშში, ცურვასა და წყალში ხტომაში.

ოლიმპიადის ერთ-ერთ ფენომენად იქცა 12 წლის სირიელი სპორტსმენი ჰენდ ზაზა, რომელსაც ტოკიოს ოლიმპიადაზე უკვე ბევრი მიღწევა აქვს.

პირველ რიგში, ის პირველი სირიელია, რომელიც საკუთარ ქვეყანას წარმოადგენს მაგიდის ჩოგბურთში. გარდა ამისა, ის ტურნირზე კვალიფიკაციას 11 წლის ასაკში გადიოდა, როდესაც უკვე ქვეყნის ჩემპიონი გახდა. რთული პოლიტიკური სიტუაციის გამო, ის წელიწადში 2-3 ტურნირში ახერხებდა მონაწილეობას. ტოკიოში წასვლის უფლების მოსაპოვებელ ფინალურ მატჩში ჰენდ ზაზამ დაამარცხა მოწინააღდეგე, რომელიც მასზე თითქმის ოთხჯერ დიდია.

ასაკოვანი სპორტსმენები უფრო ნაკლებ დისციპლინაშ მონაწილეობენ: ცხენოსნობაში, ტყვიის სროლაში, აფროსნობასა და ტანვარჯიშში.

ამ ოლიმპიადის ყველაზე ასაკოვანი მონაწილე 66 წლის ავსტრალიელი მერი ჰანა არის. ის ოლიმპიადის ისტორიაში ყველაზე ასაკოვან სპორტსმენთა შორის მეორეა. მასზე უფრო მონაწილე 1972 წლის თამაშებში მონაწილეობდა - ცხენოსანი ცხენოსანი ლორნა ჯონსტონი ბრიტანეთიდან, რომელიც მაშინ 70 წლის იყო.

57
  • ოლიმპიადის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე - 12 წლის სირიელი ჰენდ ზაზა
    © REUTERS / Luisa Gonzalez

    ოლიმპიადის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე - 12 წლის სირიელი ჰენდ ზაზა

  • 12 წლის იაპონელი სკეიტბორდისტი კოკონა ჰირაკი
    © AFP / Sean M. Haffey / Getty Images

    12 წლის იაპონელი სკეიტბორდისტი კოკონა ჰირაკი

  • კანადელი მოცურავე სამერ მაკიტოში, რომელიც 14 წლისაა
    © REUTERS / Aleksandra Szmigiel

    კანადელი მოცურავე სამერ მაკიტოში, რომელიც 14 წლისაა

  • ეს კი 16 წლის რუსი ტანმოვარჯიშე ვიკტორია ლისტუნოვა გახლავთ
    © photo: Sputnik / Alexey Filippov

    ეს კი 16 წლის რუსი ტანმოვარჯიშე ვიკტორია ლისტუნოვა გახლავთ

  • 46 წლის ტანმოვარჯიშე ოკსანა ჩუსოვიტინა. კარიერის განმავლობაში ის წარმოადგენდა სსრკ-ს, გერმანიას და უზბეკეთს. ოკსანა ტანვარჯიშის ისტორიაში ერთადერთი ადამიანია, რომელმაც მონაწილეობა მიიღ რვა საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებში, 1992 წელს კი ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა. ის ასევე შესულია გინესის რეკორდების წიგნში
    © REUTERS / Dylan Martinez

    46 წლის ტანმოვარჯიშე ოკსანა ჩუსოვიტინა. კარიერის განმავლობაში ის წარმოადგენდა სსრკ-ს, გერმანიას და უზბეკეთს. ოკსანა ტანვარჯიშის ისტორიაში ერთადერთი ადამიანია, რომელმაც მონაწილეობა მიიღ რვა საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებში, 1992 წელს კი ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა. ის ასევე შესულია გინესის რეკორდების წიგნში

  • ავსტრალიელი ცხენოსანი მერი ჰანა, რომელიც 66 წლისაა - ის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი სპორტსმენია ოლიმპიადაზე
    © REUTERS / Alkis Konstantinidis

    ავსტრალიელი ცხენოსანი მერი ჰანა, რომელიც 66 წლისაა - ის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი სპორტსმენია ოლიმპიადაზე

  • 15 წლის იაპონელი სკეიტბორდისტი მისუგუ ოკამოტო
    © AFP / Sean M. Haffey / Getty Images

    15 წლის იაპონელი სკეიტბორდისტი მისუგუ ოკამოტო

  • 13 წლის ბრაზილიელი სკეიტბორდისტი რაისა ლეალი
    © REUTERS / Lucy Nicholson

    13 წლის ბრაზილიელი სკეიტბორდისტი რაისა ლეალი

  • ჩინელი სპორტსმენი ნი სიალიანი 58 წლისაა. ის ოლიმპიადაზე ლუქსემბურგის სახელით გამოდის
    © REUTERS / Thomas Peter

    ჩინელი სპორტსმენი ნი სიალიანი 58 წლისაა. ის ოლიმპიადაზე ლუქსემბურგის სახელით გამოდის

  • 13 წლის ბრიტანელი სკეიტბორდისტი სკაი ბრაუნი
    © REUTERS / Rachel Mummey

    13 წლის ბრიტანელი სკეიტბორდისტი სკაი ბრაუნი

  • 15 წლის ამერიკელი მოცურავე კეტი გრაიმსი
    © AFP / Tom Pennington / Getty Images

    15 წლის ამერიკელი მოცურავე კეტი გრაიმსი

  • რუსი მოჯირითე ინესა მერკულოვა, რომელიც 56 წლისაა
    © photo: Sputnik / Elena Sobol

    რუსი მოჯირითე ინესა მერკულოვა, რომელიც 56 წლისაა

დავით ზალკალიანი

როგორ პასუხს გასცემს ქართული ხელისუფლება დასავლეთის კრიტიკაზე: ზალკალიანის ხედვა

0
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ამას ადასტურებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. დასავლეთისთვის ცნობილია საქართველოს მმართველი პარტიის არგუმენტები შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით და ახლა ჩვენ ვაწარმოებთ დამატებით კონსულტაციებს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

გუშინ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ანულირებულად  გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია მკვეთრი კრიტიკა დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომლებმაც ხელისუფლების პროდასავლურ კურსში ეჭვი შეიტანეს.

„მინდა, გითხრათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში როგორც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები „ქართული ოცნებიდან“, ისე პირადად მე ვარ მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, იგივე შარლ მიშელის კაბინეტთან, რათა მათ ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა, თუ რასთან გვაქვს საქმე და რატომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი არგუმენტები მათთვის ამ დღეების განმავლობაში უკვე ცნობილია და დამატებითი კომუნიკაციაც იქნება, რომ კიდევ უფრო საფუძვლიანად გავაანალიზოთ, თუ რა სიტუაციაში ვართ“, - განაცხადა ზალკალიანმა „პირველი არხის“ ეთერში.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის კურსი რჩება პროდასავლური და ამ არჩევანს განსაზღვრავს ქართველი ხალხი და მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი.

ამავე დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ამას ადასტურებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი, რომლის საფუძველზე 2 ოქტომბერს ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები.

„ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას უკვე აქვს ოფიციალური მოწვევა ადგილობრივ არჩევნებზე და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, იქნება ეს OSCE/ODIHR (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - რედ.), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგიონალური ბიურო, თუ სხვა დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია. ასევე ორმხრივად ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს ამ არჩევნებს. უფრო მეტიც, არჩევნები რომ დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდება, ამის გარანტია არის ის ახალი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო“, – განაცხადა ზალკალიანმა.

სიტუაციის შეფასების მიზნით საქართველოში უკვე იმყოფება ევროპარლამენტარების ჯგუფი. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ემზადება კონსულტაციების მორიგი რაუნდისთვის საქართველოს პოლიტიკურ სუბიექტებთან.

 

0