მშვიდობით, კახი! აპლოდისმენტები დიდი მსახიობის დაკრძალვაზე - ფოტო

79
  • ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე უკანასკნელ გზაზე ათასობით ადამიანმა გააცილა
  • პანაშვიდი ჯერ შოთა რუსთაველის სახელობის ტეატრში გაიმართა, შემდეგ კი - ქაშვეთში
  • დაკრძალვაზე მისული ადამიანები მსახიობს უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტებით აცილებდნენ
  • კახი კავსაძე საბურთალოს სასაფლაოზე მისი მეუღლის - ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს
  • კავსაძე ათწლეულების განმავლობაში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. არტისტთან გამოსამშვიდობებლად ადამიანები სწორედ აქ მივიდნენ
  • რამდენიმე დღის განმავლობაში მასთან გამოსამშვიდობებლად მისული ადამიანების რაოდენობა არ წყდებოდა
  • დაკრძალვაზე მივიდა ბიძინა ივანიშვილიც
  • და მთავრობის წარმომადგენლებიც. ფოტოზე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
  • პანაშვიდზე იმყოფებოდნენ სხვა პოლიტიკოსებიც და საზოგადო მოღვაწეები
  • გამოსამშვიდობებლად მისულმა ადამიანებმა უამრავი ყვავილი მიიტანეს
  • კახი კავსაძე წავიდა, თუმცა მან მარადიული ადგილი დაიმკვიდრა ქართულ კინოსა და თეატრში. მის ანგარიშზე უამრავი თეატრალური და კინო როლია
  • ფილმები „ვერის უბნის მელოდიები“, „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „უდაბნოს თეთრი მზე“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“... კავსაძემ საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა დატოვა
ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარული მსახიობი - კახი კავსაძე უკანასკნელ გზაზე ათასობით ადამიანმა გააცილა. როგორ მიმდინარეობდა გამოსამშვიდობებელი ცერემონია - Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში იხილავთ
79
  • ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე უკანასკნელ გზაზე ათასობით ადამიანმა გააცილა
    © Sputnik / Alex Shlamov

    ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე უკანასკნელ გზაზე ათასობით ადამიანმა გააცილა

  • პანაშვიდი ჯერ შოთა რუსთაველის სახელობის ტეატრში გაიმართა, შემდეგ კი - ქაშვეთში
    © Sputnik / Alex Shlamov

    პანაშვიდი ჯერ შოთა რუსთაველის სახელობის ტეატრში გაიმართა, შემდეგ კი - ქაშვეთში

  • დაკრძალვაზე მისული ადამიანები მსახიობს უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტებით აცილებდნენ
    © Sputnik / Alex Shlamov

    დაკრძალვაზე მისული ადამიანები მსახიობს უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტებით აცილებდნენ

  • კახი კავსაძე საბურთალოს სასაფლაოზე მისი მეუღლის - ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს
    © Sputnik / Alex Shlamov

    კახი კავსაძე საბურთალოს სასაფლაოზე მისი მეუღლის - ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს

  • კავსაძე ათწლეულების განმავლობაში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. არტისტთან გამოსამშვიდობებლად ადამიანები სწორედ აქ მივიდნენ
    © Sputnik / Alex Shlamov

    კავსაძე ათწლეულების განმავლობაში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. არტისტთან გამოსამშვიდობებლად ადამიანები სწორედ აქ მივიდნენ

  • რამდენიმე დღის განმავლობაში მასთან გამოსამშვიდობებლად მისული ადამიანების რაოდენობა არ წყდებოდა
    © Sputnik / Alex Shlamov

    რამდენიმე დღის განმავლობაში მასთან გამოსამშვიდობებლად მისული ადამიანების რაოდენობა არ წყდებოდა

  • დაკრძალვაზე მივიდა ბიძინა ივანიშვილიც
    © Sputnik / Alex Shlamov

    დაკრძალვაზე მივიდა ბიძინა ივანიშვილიც

  • და მთავრობის წარმომადგენლებიც. ფოტოზე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
    © Sputnik / STRINGER

    და მთავრობის წარმომადგენლებიც. ფოტოზე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

  • პანაშვიდზე იმყოფებოდნენ სხვა პოლიტიკოსებიც და საზოგადო მოღვაწეები
    © Sputnik / Alex Shlamov

    პანაშვიდზე იმყოფებოდნენ სხვა პოლიტიკოსებიც და საზოგადო მოღვაწეები

  • გამოსამშვიდობებლად მისულმა ადამიანებმა უამრავი ყვავილი მიიტანეს
    © Sputnik / STRINGER

    გამოსამშვიდობებლად მისულმა ადამიანებმა უამრავი ყვავილი მიიტანეს

  • კახი კავსაძე წავიდა, თუმცა მან მარადიული ადგილი დაიმკვიდრა ქართულ კინოსა და თეატრში. მის ანგარიშზე უამრავი თეატრალური და კინო როლია
    © Sputnik / Alex Shlamov

    კახი კავსაძე წავიდა, თუმცა მან მარადიული ადგილი დაიმკვიდრა ქართულ კინოსა და თეატრში. მის ანგარიშზე უამრავი თეატრალური და კინო როლია

  • ფილმები „ვერის უბნის მელოდიები“, „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „უდაბნოს თეთრი მზე“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“... კავსაძემ საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა დატოვა
    © Sputnik / Alex Shlamov

    ფილმები „ვერის უბნის მელოდიები“, „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „უდაბნოს თეთრი მზე“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“... კავსაძემ საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა დატოვა

კომენდანტის საათი თბილისში: უკაცრიელი ქუჩები კორონავირუსის წინააღმდეგ - ფოტო

56
(განახლებულია 14:58 08.05.2021)
  • დღისით და საღამოს საათებში სიცოცხლით სავსე სააკაძის მოედანი 9 საათის შემდეგ თითქოს კვდება
  • კომენდანტის საათის დადგომისთანავე თბილისის ქუჩები ავტომობილებისგან ცარიელდება
  • სულ რამდენიმე საათში ხიდი ისევ მანქანებით გადაივსება და საცობიც კი წამოიქმნება
  • ჯერ ათი საათიც არ არის და უკვე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს შუაღამე იყოს
  • ქუჩებში საოცარი სიჩუმე სუფევს, მხოლოდ იშვიათად ისმის აქა-იქ ხმაური
  • ახლა მაღაზიებიც ადრე იკეტება - მათი უმრავლესობა მუშაობას საღამოს შვიდისთვის ამთავრებს
  • კაფეები და რესტორნები მხოლოდ გატანა-მიწოდებაზე მუშაობენ - ზოგი მათგანი 24 საათიან რეჟიმშიც კი
  • ამიტომ ღამის ქუჩებში იშვითად, მაგრამ მაინც გადააწყდებით მიწოდების სერვისის კურიერებს
  • კომენდანტის საათის დადგომამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი და მძღოლები სახლებისკენ მიიჩქარიან
  • ქუჩები თითქოს ხელის ერთი მოსმით ცარიელდება ცხრა საათის შემდეგ - უკვე ათის ნახევრისთვის თბილისი თითქოს უკაცრიელდება
  • პოლიციის შენობებში კი მუშაობა გრძელდება - სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში აკონტროლებენ შეზღუდვების დაცვას
  • თუ ღამით მაინც ვინმე დალანდეთ ქუჩაში, ესე იგი მას გადაუდებელი საქმე აქვს
  • სიცარიელეა სააკაძის მოედანზე და თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზეც
  • საგზაო-სარემონტო სამუშაოების უმეტესობაც კი წყდება ღამღამობით
  • თუ ამ ავტომობილისტებს სპეციალური ნებართვა არ აღმოაჩნდებათ, ჯარიმა ემუქრებათ
მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა არაერთხელ მოითხოვეს აქციებზე კომენდანტის საათის გაუქმება, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ეს ეფექტური ზომაა კორონავირუსის შესაჩერებლად. იხილეთ Sputnik საქართველოს ფოტოლენტა ცარიელი ქალაქიდან

ღამის განმავლობაში მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა აკრძალული. „კომენდანტის საათი“ 21:00 საათზე იწყება და დილის 5 საათამდე გრძელდება.

ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ეს კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი გავრცელების შეჩერების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. 

მიუხედვად ამისა, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 564 კაცით გაიზარდა. 

56
  • დღისით და საღამოს საათებში სიცოცხლით სავსე სააკაძის მოედანი 9 საათის შემდეგ თითქოს კვდება
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    დღისით და საღამოს საათებში სიცოცხლით სავსე სააკაძის მოედანი 9 საათის შემდეგ თითქოს კვდება

  • კომენდანტის საათის დადგომისთანავე თბილისის ქუჩები ავტომობილებისგან ცარიელდება
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    კომენდანტის საათის დადგომისთანავე თბილისის ქუჩები ავტომობილებისგან ცარიელდება

  • სულ რამდენიმე საათში ხიდი ისევ მანქანებით გადაივსება და საცობიც კი წამოიქმნება
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    სულ რამდენიმე საათში ხიდი ისევ მანქანებით გადაივსება და საცობიც კი წამოიქმნება

  • ჯერ ათი საათიც არ არის და უკვე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს შუაღამე იყოს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ჯერ ათი საათიც არ არის და უკვე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს შუაღამე იყოს

  • ქუჩებში საოცარი სიჩუმე სუფევს, მხოლოდ იშვიათად ისმის აქა-იქ ხმაური
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ქუჩებში საოცარი სიჩუმე სუფევს, მხოლოდ იშვიათად ისმის აქა-იქ ხმაური

  • ახლა მაღაზიებიც ადრე იკეტება - მათი უმრავლესობა მუშაობას საღამოს შვიდისთვის ამთავრებს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ახლა მაღაზიებიც ადრე იკეტება - მათი უმრავლესობა მუშაობას საღამოს შვიდისთვის ამთავრებს

  • კაფეები და რესტორნები მხოლოდ გატანა-მიწოდებაზე მუშაობენ - ზოგი მათგანი 24 საათიან რეჟიმშიც კი
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    კაფეები და რესტორნები მხოლოდ გატანა-მიწოდებაზე მუშაობენ - ზოგი მათგანი 24 საათიან რეჟიმშიც კი

  • ამიტომ ღამის ქუჩებში იშვითად, მაგრამ მაინც გადააწყდებით მიწოდების სერვისის კურიერებს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ამიტომ ღამის ქუჩებში იშვითად, მაგრამ მაინც გადააწყდებით მიწოდების სერვისის კურიერებს

  • კომენდანტის საათის დადგომამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი და მძღოლები სახლებისკენ მიიჩქარიან
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    კომენდანტის საათის დადგომამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი და მძღოლები სახლებისკენ მიიჩქარიან

  • ქუჩები თითქოს ხელის ერთი მოსმით ცარიელდება ცხრა საათის შემდეგ - უკვე ათის ნახევრისთვის თბილისი თითქოს უკაცრიელდება
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ქუჩები თითქოს ხელის ერთი მოსმით ცარიელდება ცხრა საათის შემდეგ - უკვე ათის ნახევრისთვის თბილისი თითქოს უკაცრიელდება

  • პოლიციის შენობებში კი მუშაობა გრძელდება - სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში აკონტროლებენ შეზღუდვების დაცვას
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    პოლიციის შენობებში კი მუშაობა გრძელდება - სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში აკონტროლებენ შეზღუდვების დაცვას

  • თუ ღამით მაინც ვინმე დალანდეთ ქუჩაში, ესე იგი მას გადაუდებელი საქმე აქვს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    თუ ღამით მაინც ვინმე დალანდეთ ქუჩაში, ესე იგი მას გადაუდებელი საქმე აქვს

  • სიცარიელეა სააკაძის მოედანზე და თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზეც
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    სიცარიელეა სააკაძის მოედანზე და თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზეც

  • საგზაო-სარემონტო სამუშაოების უმეტესობაც კი წყდება ღამღამობით
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    საგზაო-სარემონტო სამუშაოების უმეტესობაც კი წყდება ღამღამობით

  • თუ ამ ავტომობილისტებს სპეციალური ნებართვა არ აღმოაჩნდებათ, ჯარიმა ემუქრებათ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    თუ ამ ავტომობილისტებს სპეციალური ნებართვა არ აღმოაჩნდებათ, ჯარიმა ემუქრებათ

COVID-19-ის კატასტროფა: ინდოეთი კორონავირუსმა მოიცვა ფოტო

95
(განახლებულია 17:47 06.05.2021)
  • ასე ხდება კორონავირუსისგან დაღუპულების კრემაცია ინდოეთში
  • კოვიდ-ინფექციის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება
  • კლინიკები გადავსებულია, ექიმები დაავადებულთა ნაკადს ვერ უმკლავდებიან. დაღუპულთა ნათესავები ექიმებთან ერთად გლოვობენ
  • ექიმები გადაღლილობისგან მუშაობის პროცესში გონდ კარგავენ. ბევრი მათგანი დღეების განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობს. ეს ფოტო ნიუ-დელის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრშია გადაღებული
  • ჰაიდარაბადში საყოველთაო იზოლაციის დროს ადგილობრივებს მოხალისეები საკვებს ქუჩაში ურიგებენ. წესრიგს პოლიცია იცავს
  • მუმბაიში ჰოლის ფესტივალზე დაამზადეს დიდი ბრაზიანი კორონავირუსის ფიგურა, რომელიც ტრადიციული რიტუალების შესრულებისას დაწვეს
  • ინდოეთში ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეაჩერონ კორონავირუსის აქტიური გავრცელება
  • კოვიდ-ინფიცირებული მიყავთ საავადმყოფოში
  • ქვეყანაში საყოველთაო ტესტირება მიმდინარეობს. „პისიარ“ ტესტირება ღია ცის ქვეშ ტარდება
  • დღეისათვის ინდოეთში ინფიცირების 360 ათასი შემთხვევა ფიქსირდება ყოველ დღე
  • სულ ცოტა ხნის წინ, მარტში, ინდოეთში ჰოლის ფესტივალი გამართეს
  • ექიმებს, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან, ყველანაირად მხარს უჭერენ. ფოტოზე: ექიმებს ყვავილებს უყრიან ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენიდან ქალაქ მუმბაიში
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ინდოეთში მძიმე მდგომარეობაა – ქვეყანაში ყოველდღიურად 360 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ ებრძვიან ქვეყანაში კოვიდ-ინფექციის გავრცელებას.

ინფექციის გავრცელების მკვეთრი ზრდისთვის ინდოეთის ჯანდაცვის სისტემა მზად არ აღმოჩნდა. საავადმყოფოებში ადგილები არ არის მძიმე პაციენტებისათვისაც კი, ქვეყანაში სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტია. ბოლო დღეებში ინფიცირების ყოველდღიურმა რაოდენობამ 400 ათასამდე მიაღწია.

პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში 20 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ამ მაჩვენებლით ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს (აშშ-ის შემდეგ). დღეისათვის დაღუპულთა რაოდენობამ 222 ათასს გადააჭარბა – ამ მონაცემებში შედის გარდაცვალება იმ დაავადებების გამო, რომლებიც კორონავირუსმა გამოიწვია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ რეალური რიცხვები კიდევ უფრო მაღალია, რადგან პატარა ქალაქებსა და სოფლებში ინფიცირებულებისა და დაღუპულების შესახებ მონაცემები საერთო სტატისტიკაში არ შედის.

95
  • ასე ხდება კორონავირუსისგან დაღუპულების კრემაცია ინდოეთში
    © AFP / MONEY SHARMA

    ასე ხდება კორონავირუსისგან დაღუპულების კრემაცია ინდოეთში

  • კოვიდ-ინფექციის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება
    © AFP / DIPTENDU DUTTA

    კოვიდ-ინფექციის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება

  • კლინიკები გადავსებულია, ექიმები დაავადებულთა ნაკადს ვერ უმკლავდებიან. დაღუპულთა ნათესავები ექიმებთან ერთად გლოვობენ
    © AP Photo / Altaf Qadri

    კლინიკები გადავსებულია, ექიმები დაავადებულთა ნაკადს ვერ უმკლავდებიან. დაღუპულთა ნათესავები ექიმებთან ერთად გლოვობენ

  • ექიმები გადაღლილობისგან მუშაობის პროცესში გონდ კარგავენ. ბევრი მათგანი დღეების განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობს. ეს ფოტო ნიუ-დელის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრშია გადაღებული
    © AP Photo / Manish Swarup

    ექიმები გადაღლილობისგან მუშაობის პროცესში გონდ კარგავენ. ბევრი მათგანი დღეების განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობს. ეს ფოტო ნიუ-დელის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრშია გადაღებული

  • ჰაიდარაბადში საყოველთაო იზოლაციის დროს ადგილობრივებს მოხალისეები საკვებს ქუჩაში ურიგებენ. წესრიგს პოლიცია იცავს
    © AP Photo / Mahesh Kumar A

    ჰაიდარაბადში საყოველთაო იზოლაციის დროს ადგილობრივებს მოხალისეები საკვებს ქუჩაში ურიგებენ. წესრიგს პოლიცია იცავს

  • მუმბაიში ჰოლის ფესტივალზე დაამზადეს დიდი ბრაზიანი კორონავირუსის ფიგურა, რომელიც ტრადიციული რიტუალების შესრულებისას დაწვეს
    © AP Photo / Rajanish Kakade

    მუმბაიში ჰოლის ფესტივალზე დაამზადეს დიდი ბრაზიანი კორონავირუსის ფიგურა, რომელიც ტრადიციული რიტუალების შესრულებისას დაწვეს

  • ინდოეთში ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეაჩერონ კორონავირუსის აქტიური გავრცელება
    © AP Photo / Channi Anand

    ინდოეთში ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეაჩერონ კორონავირუსის აქტიური გავრცელება

  • კოვიდ-ინფიცირებული მიყავთ საავადმყოფოში
    © AP Photo / Altaf Qadri

    კოვიდ-ინფიცირებული მიყავთ საავადმყოფოში

  • ქვეყანაში საყოველთაო ტესტირება მიმდინარეობს. „პისიარ“ ტესტირება ღია ცის ქვეშ ტარდება
    © AP Photo / Channi Anand

    ქვეყანაში საყოველთაო ტესტირება მიმდინარეობს. „პისიარ“ ტესტირება ღია ცის ქვეშ ტარდება

  • დღეისათვის ინდოეთში ინფიცირების 360 ათასი შემთხვევა ფიქსირდება ყოველ დღე
    © AP Photo / Rafiq Maqbool

    დღეისათვის ინდოეთში ინფიცირების 360 ათასი შემთხვევა ფიქსირდება ყოველ დღე

  • სულ ცოტა ხნის წინ, მარტში, ინდოეთში ჰოლის ფესტივალი გამართეს
    © AP Photo / Rajesh Kumar Singh

    სულ ცოტა ხნის წინ, მარტში, ინდოეთში ჰოლის ფესტივალი გამართეს

  • ექიმებს, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან, ყველანაირად მხარს უჭერენ. ფოტოზე: ექიმებს ყვავილებს უყრიან ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენიდან ქალაქ მუმბაიში
    © AP Photo / Rajanish Kakade

    ექიმებს, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან, ყველანაირად მხარს უჭერენ. ფოტოზე: ექიმებს ყვავილებს უყრიან ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენიდან ქალაქ მუმბაიში

გიგა წულეისკირი

გიგა წულეისკირი: მევახშეებისგან დაზარალებული სულ უფრო მეტი ადამიანი მოგვმართავს

0
(განახლებულია 20:02 08.05.2021)
„იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება“  რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს იმ მოქალაქეებს, რომელთა ქონებაც უკანონოდ მიითვისეს

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის შედეგად ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო იპოთეკით დაზარალებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, განაცხადა „იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანების“ თავმჯდომარე გიგა წულეისკირმა Sputnik-საქართველოსთან საუბრისას.

არასამთავრობო ორგანიზაცია უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მევახშეებისგან ფული უძრავი ქონების გარანტიით ისესხეს, შემგეგ ვალი ვერ დააბრუნეს და საცხოვრებელი ბინების დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

გიგა წულეისკირის თქმით, ბოლო დროს მათ  სულ უფრო მეტი დაზარალებული მიმართავს და ეს იმ თაღლითური სქემების ბრალია, რომელსაც მევახშეები ბოლო დროს იყენებენ.

„მევახშეებმა მიმართეს თაღლითურ სქემას, რაც იმაში გამოიხატება, რომ რეალურად ხდება ფული გასესხება, ხოლო იურიდიულად ფორმდება ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულება“, - აღნიშნა გიგა წულეისკირმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვალელის განმარტებით, რადგან თანხის გასესხება დაბეგვრას ექვმედებარება, ამიტომ მევახშეები ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებას თითქოსდა გადასახადისთვის თავის არიდების მიზნით აფორმებენ, შედეგად მსესხებელები, რომლებიც დადგენილ ვადაში ჩადებული ქონების უკან გამოსყიდვას ვერ ახერხებენ, ნასესხებზე ორჯერ და სამჯერ მეტი ღირებულების სახლებს კარგავენ.

მოქალაქეებს აღარ რჩებათ რეალური ბერკეტი მევახშეებთან საბრძოლველად. კრედიტორები კი  ისაკუთრებენ მათ ქონებას და ამით სჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს, რადგან შეთანხმება ხდება ერთზე, ხოლო ფორმდება სულ სხვა დოკუმენტი, აღნიშნა წულეისკირმა.

„დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოხდება ამ საკითხების გამოძიება, რადგან სამწუხაროდ, პოლიცია მოსახლეობას სასამართლოში ამისამართებს, სასამართლო კი, პირიქით, პოლიციაში და ასე ინსტანციიდან ინსტანციაში სიარულში ადამიანები უძრავ ქონებას კარგავენ“, - აღნიშნა გიგა წულეისკირმა.

არასამთავრობო ორგანზიაციის ხელმძღვანელმა  მოუწოდა სამართალდამცველ უწყებებს, არ დატოვონ მევახშეებისგან დაზარალებული ადამიანების საჩივრები უყურადღებოდ, ხელისუფლების წარმომადგენლებს კი –  მოახდინონ ამ საკითხის დარეგულირება საკანონმდებლო დონეზე.

„იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება“ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს იმ მოქალაქეებს, რომელთა ქონებაც უკანონოდ მიითვისეს.

0