თბილისში არ წყდება საპროტესტო აქციები საკომენდანტო საათის წინააღმდეგ, რაც საღამოს 9 საათიდან დილის 5-მდე თავისუფლად გადაადგილებას ზღუდავს.
ჯარიმა 2000 ლარს შეადგენს - და უკვე დაჯარიმებულია უამრავი ადამიანი.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ ახალგაზრდები, ასევე პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადო მოღვაწეები.
თუმცა საქართველოს მთავრობა არ აპირებს შეზღუდვის გაუქმებას, ასევე ძალაში რჩება პირბადის ტარების აუცილებლობა და სხვა შეზღუდვები. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო უფრო მკაცრი შეზღუდვებიც წესდება.
რუსთაველი კვლავინდებურად პროტესტის გამოხატვის ტრადიციულ ადგილად რჩება
ამჯერად მსვლელობა „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით გაიმართა
ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედებს საღამოს 9 საათიდან დილის 5-მდე თავისუფლად გადაადგილებაზე შეზღუდვა
კომენდანტის საათის მოწინააღმდეგეები რეგულარულად მართავენ საპროტესტო აქციებს
ამჯერად დემონსტრანტები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს პარლამენტის მიმართულებით
აქციის მონაწილეებს შორის უამრავი ახალგაზრდა იყო
დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ არ ჯერათ ამ შეზღუდვის ეფექტურობისა კორონავირუსთან ბრძოლაში
მსვლელობაში დაახლოებით სამი ათასი ადამიანი მონაწილეობდა
აქცია მცირერიცხოვანი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა არც მასობრივი ხასიათი მიუღია
მსვლელობაში მონაწილეობას ღებულობდა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მომიტინგე ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდა, ზოგიც მოტოროლერითა და ავტომობილით
მსვლელობისას მისი მონაწილეები დოლებზე უკრავდნენ, რათა ყურადღება მიეპყროთ
ასე მივიდნენ ისინი პარლამენტის შენობასთან
თუ მთავრობა არ გააუქმებს კომენდანტის საათის, დემონსტრანტები აქციებს განაგრძობენ
თუმცა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ შეზღუდვას მთავრობა არ გააუქმებს
2019 წელს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ძლიერ დაზიანდა ხანძრის შედეგად. საფრანგეთის ხელისუფლებამ მაშინ თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ნოტრ-დამის აღსადგენად.
შენობის რეკონსტრუქციისათვის 830 მილიონი ევროს ოდენობის შემოწირულობა შეგროვდა.
ნოტრ-დამში გაჩენილი ხანძრიდან ორი წლის შემდეგ სარეკონსტრუქციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
ტაძრის ისტორიული სიზუსტით აღდგენისათვის მუხის მასალა არის საჭირო
შეთანხმების მიხედვით, რეკონსტრუქციისათვის საჭირო ხეების აუცილებელი რაოდენობის ნახევარს სახელმწიფოს კუთვნილი სატყეო მეურნეობა გამოყოფს
მეორე ნახევარს კი - კერძო სატყეო მეურნეობების მფლობელები
მოჭრის შემდეგ ხის ღერძი 12-18 თვის განმავლობაში უნდა გაშრეს - მანამ, სანამ ხის სინოტივე მინიმუმ 30%-ით არ შემცირდება
ქვეყნის ხელისუფლება კულტურული ძეგლის გახსნას 2024 წლისათვის გეგმავს
ნოტრ-დამის წინამძღვარი პატრიკ შოვე მიიჩნევს, რომ მესის ჩასატარებლად და ვიზიტორებისათვის ტაძარი ნაწილობრივ გაიხსნება სამი წლის შემდეგ
ამავდროულად ის არ გამორიცხავს, რომ სარესტავრაციო სამუშაოები კიდევ დიდხანს გაგრძელდება
სავსებით შესაძლებელია, ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას 15-20 წელიც კი დაჭირდეს
მორბენალი გოგონა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფონზე
საერთაშორისო ჟიურიმ პრესტიჟული პროფესიონალური ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დაასახელა. წლის საუკეთესო ფოტოგრაფ-დოკუმენტალისტად დასახელდა კრეიგ ისტონი დიდი ბრიტანეთიდან.
ასევე დასახელდნენ ფინალისტები და ღია, სტუდენტური და ახალგაზრდული კონკურსების გამარჯვებულები.
ესპანელი ლუის ტატოს ფოტო სერიიდან Locust Invasion in East Africa, რომელმაც გაიმარჯვა კატეგორიაშიProfessional Wildlife & Nature
იტალიელი სიმონე ტრამონტეს ფოტო სერიიდან „ნულოვანი ზღვარი“, რომელმაც გაიმარჯვა კატეგორიაში „პროფესიონალური გარემო“
ჩეხი ტომაშ ვოსელკის ფოტო სერიიდან „სამუდამო განსასვენებელი“, რომელმაც გაიმარჯვა კატეგორიაში „პროფესიონალური არქიტექტურა და დიზაინი“
ბრიტანელი მარკ ჰამილტონის ფოტო სერიიდან „მთვარეზე დაბრუნება“
სირიელი ანას ალჰაბრუტლის ფოტო სერიიდან „სირია: სპორტი და გართობა ომისა და შიშის ნაცვლად“, რომელმაც გაიმარჯვა კატეგორიაში „პროფესიონალური სპორტი“
რუსი ფიოდორ სავინცევის „ვულკანი“ კატეგორიიდან „პროფესიონალური პეიზაჟი“
ჩინელი გუანხუი გუს „მშენებლობის ჰიმნი“, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა კატეგორიაში „პროფესიონალური არქიტექტურა და დიზაინი“
ნიდერლანდელი პიტერ ელევილდის ფოტო, რომელმაც გაიმარჯვა კატეგორიაში „პროფესიონალური ნატურმორტი“
იტალიელი ვიტო ფუსკოს „მომაკვდინებელი ზიზილა“, რომელმაც გაიმარჯვა კატეგორიაში „პროფესიონალური დოკუმენტული პროექტები“
ირანელი მაჯიდ ხოჯათის ფოტო სერიიდან „ჩუმი გარემო“, რომელმაც გაიმარჯვა კატეგორიაში „პროფესიონალური პეიზაჟი“
ბრიტანელი კრეიგ ისტონის სურათი, რომელამც გაიმარჯვა კატეგორიაში „პროფესიონალური პორტრეტი“
ბრიტანელი ლაურა პანაკის ფოტო სერიიდან „პორტფოლიო“, რომელმაც გაიმარჯვა კატეგორიაში „პროფესიონალური პორტფოლიო“
თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. იტალიამ COVID-19 -ის პერიოდში ქვეყანაში შესვლის წესები შეცვალა, იუწყება საქართველოს საელჩო იტალიაში.
უცხოელებმა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებმა, იტალიის ტერიტორიაზე შესასვლელად 48 საათის განმავლობაში ჩატარებულ PCR ან ანტიგენურ სავალდებულო ტესტირების შედეგები უნდა იქონიონ თან.
ტესტირების პასუხები მათ თვითმფრინავში ჩასხდომის მომენტში უნდა წარუდგინონ გადამზიდავს ან შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს, აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარადა ამისა, პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე საქართველოდან შედიან, ექვემდებარებიან 10–დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას აქამდე არსებული 14–დღიანი თვითზიოლაციის ნაცვლად, ხოლო ამ პერიოდის დასრულების შემდეგ კი PCR ან ანტიგენური ტესტირება უნდა ჩაიტარონ.
საელჩოს ცნობით, საქართველოდან ჩასული ვიზიტორები ასევე ვალდებულნი არიან შეავსონ ელექტრონული ანკეტა.
წესების სრული ტექსტის გაცნობა შესაძლებელია ამ ბმულზე.
ეს ცვლილებები ეხება იმ ქვეყნებს, რომლებსაც იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო მიაკუთვნებს C, D, E კატეგორიებს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შესაბამისად.
თვითონ იტალიაში კოვიდ–საფრთხის მიხედვით რეგიონებს „ფერების" მიხედვით ყოფენ კატეგორიებად: თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი. ქვეყანაში ასევე მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი.
იტალიაში დღე–ღამეში კორონავირუსის საშუალოდ 12 ათასი შემთხვევა ვლინდება.
შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა ქვეყანაში 26 აპრილიდან უნდა დაიწყოს.