ვლადიმირ პოზნერი საქართველოში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა – 1 აპრილს მას 87 წელი უსრულდება. მას თან ახლდა ორმოცდაათამდე მეგობარი და კოლეგა, რომელთა შორის რუსეთში ცნობილი პერსონებიც იყვნენ.
თუმცა რესტორან „ვინოტელის“ წინ, სადაც პოზნერი ვახშმობდა, სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ და ხმაურიანი ფორმით გააპროტესტეს ჟურნალისტის სტუმრობა მის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებების გამო აფხაზეთთან დაკავშირებით.
შედეგად ვახშამი ჩაიშალა. აქციის მონაწილეებმა შრომის ინსპექციას მიმართეს საჩივრით, რომ ოტელი-რესტორანი, ასევე პოზნერი და მისი მეგობრები კომენდანტის საათს არღვევდნენ.
პოლიციამ დამცავი კორდონი მოაწყო ვლადიმირ პოზნერისა და მისი თანმხლები პირების სასტუმრო „რუმსში“ უსაფრთხოდ გადასაყვანად. ამ დროისათვის მათ უკვე დატოვეს საქართველო.
სამოქალაქო აქტივისტებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა პირველი საპროტესტო აქცია რესტორან „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები ვახშმობდნენ
მაგრამ ვახშამი ჩაიშალა, ვინაიდან აქტივისტებმა შრომის ინსპექციას მიმართეს საჩივრით, რომ რესტორანი და მისი სტუმრები კომენდატის საათს არღვევდნენ
რუსი ჟურნალისტი და მისი თანმხლები პირები პოლიციის დაცვით ავტობუსით გადაიყვანეს სასტუმრო „სტამბაში“
მოვლენების ადგილზე პოლიციის ძალები იყო მობილიზებული წესრიგის უზრუნველსაყოფად
მოვლენები სასწრაფო ევაკუაციას ჰგავდა - ვითარება უკიდურესად იყო დაძაბული
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რესტორნიდან სასტუმროსთან გადაინაცვლეს
პროტესტანტებსა და პოლიციას შორის, რომელსაც შენობის გარშემო კორდონი ჰქონდა მოწყობილი, შეხლა-შემოხლაც ხდებოდა
ვლადიმირ პოზნერი და მისი სტუმრები აქციის მონაწილეებმა არც სასტუმროში მოასვენეს
პროტესტანტები რუსი ჟურნალისტისა და მისი თანმხლებლებისგან საქართველოს სასწრაფოდ დატოვებას მოითხოვდნენ
აქტივისტებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს
ისმოდა პოზნერის მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილებიც
სასტუმროს დაცვა და პოლიცია კვერცხების „ცეცხლში“ მოხვდა
ოპოზიციამ განაცხადა, რომ 1 აპრილს დიდ საპროტესტო აქციას გამართავდა თბილისის ცენტრში ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით
საბოლოოდ პოზნერი და მისი სტუმრები პოლიციის დაცვით გადაიყვანეს აეროპორტში, საიდანაც ისინი რუსეთში გაფრინდნენ
ქრისტეს ახალი ქანდაკების დადგმის სამუშაოები, რომელიც მსოფლიოში მესამე იქნება სიდიდით, უკვე ორი წელია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 350 ათასი დოლარია.
ქანდაკების სიმაღლე პედესტალიანად 43 მეტრია, ხელების ზომა - 36 მეტრი. ასევე იგეგმება ლიფტის დამონტაჟება, რომელიც ტურისტებს 40 მეტრის სიმაღლეზე მოწყობილ სპეციალურ ვერანდაზე აიყვანს.
იესო ქრისტეს 43 მეტრის სიმაღლის ახალი ქანდაკება სიდიდით მსოფლიოში მესამე იქნება
ის ზომებით ჩამორჩება მხოლოდ ინდონეზიის ქანდაკებას, რომელიც 52,55 მეტრის სიმაღლისაა და პოლონეთისას - 52,2 მეტრი
ტურისტებისთვის ქანდაკებაში მოეწყობა ლიფტი, რომლითაც ისინი სპეციალურ ვერანდაზე ავლენ
სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობს ყოფილი მერის - გილსონ კონზატის ვაჟი და ქრისტეს მეგობრების ასოციაცია
პროექტი ფინანსდება კერძო პირებისა და კომპანიების შემოწირულობებით
სამუშაოების დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება
ესპანელმა დიზაინერებმა Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე ტექსტურისა და ფერების უჩვეულო შეხამება უჩვენეს. ფურორი მოახდინა დიზაინერმა ანდრეს სარდმა, რომელმაც პოდიუმზე მოდელები თამამი ჩაცმულობით გამოუშვა.
შოუ გავდა 18+ თეატრალურ წარმოდგენას, რომელზეც მოდელები გამოდიოდნენ შიშველი მკერდით და გამჭვირვალე სამოსით.
ესპანელმა დიზაინერებმა Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე ტექსტურისა და ფერების უჩვეულო შეხამება უჩვენეს
შოუ თეატრალურ წარმოდგენას გავდა
ფურორი მოახდინა დიზაინერმა ანდრეს სარდმა, რომელმაც პოდიუმზე მოდელები თამამი ჩაცმულობით გამოუშვა
წარმოდგენაზე მოდელები გამოდიოდნენ მოშიშვლებული მკერდით და გამჭვირვალე სამოსით
ან უბრალოდ აჟურული თეთრეულით
დიზაინერმა აგატა რუის დე ლა პრადამ აქცენტი სამოსის სინაზესა და უბიწოებაზე გააკეთა
მისი შოუ გავდა ბავშვობაში მოგზაურობას - ფერები 50-იანების სტილში და გულის, ვარსკვლავების, მზისა და ღრუბლების ფორმის ელემენტები
მოდელი აგატა რუის დე ლა პრადას სამოსით პოდიუმზე
დიზაინერმა მაია ჰანსენმა ჩვენებაში სამედიცინო სათვალე გამოიყენა
მოდელი მაია ჰანსენის სამოსით
მოდელების დიდ ნაწილს ჩვენებაზე სახის დამცავი ფარი ეკეთა
ჰანსენმა მაყურებელი მოხიბლა - მან კოლექციაში BDSM ელემენტებიც კი გამოიყენა
თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტში გაზრდილი ინფიცირების შემთხვევის გამო, საჯარო და კერძო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, იუწყება პირველი არხი.
ფოთის რესურს–ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით, ფოთის მასშტაბით 11 საჯარო და ოთხი კერძო სკოლა ონლაინ–ფორმატში ორი კვირის ვადით გააგრძელებს ფუნქციონირებას.
„აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელდა. სასწავლო დაწესებულებებში კვლავაც გაგრძელდება პედაგოგთა ტესტირებები და სკოლის ადმინისტრაციები მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებენ“, – განაცხადა რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა ქორქიამ.
ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მატების გამო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებმა სემესტრის დასრულება ბუნებრივ გარემოში, სასკოლო სივრცეში შეძლონ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174 ცალკეული კლასი იმყოფება.