კოსმონავტები საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ხშირად უღებენ ფოტოებს დედამიწის ლამაზ და უჩვეულო ადგილებს. სადგურის ორბიტა დაახლოებით 417 კილომეტრის სიმაღლეზეა.
კოსმონავტები ყვებიან, რომ კოსმოსიდან კარგად ჩანს ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა, განსაკუთრებით თუ ეს ეკოლოგიას და ნავთობის მოპოვებას ეხება.
დათოვლილი ფუძიამა, რომელიც იაპონელმა სოიტი ნოგუტიმ გადაიღო
ღამის პეკინი, რომელიც გადაიღო რუსმა კოსმონავტმა სერგეი კუდ-სვერჩკოვმა. ფოტოზე ჩანს ქვეყნის ყველაზე დიდი სარკინიგზო და საავტომობილო კვანძი
არაბეთის უდაბნოს ქვიშები, რომელიც გადაიღო რუსმა კოსმონავტმა სერგეი კუდ-სვერჩკოვმა
გულის ფორმის ტუპაი, რომელიც რუსმა კოსმონავტმა სერგეი კუდ-სვერჩკოვმა გადაიღო
ქვიშის ქარიშხალი საჰარაზე, რომელიც რუსმა კოსმონავტმა სერგეი კუდ-სვერჩკოვმა გადაიღო. ეს ყველაზე ცხელი და სიდიდით მეორე უდაბნოა პლანეტაზე
ხედი სევანის ტბაზე, რომელიც იაპონელმა კოსმონავტმა სოიტი ნოგუტუმ გადაიღო
ხედი კაბო-ვერდეზე, რომელიც რუსმა კოსმონავტმა სერგეი კუდ-სვერჩკოვმა გადაიღო. სახელმწიფო ვულკანურ არქიპელაგზე, რომელიც ცნობილია კრეოლური კულტურით
ვულკანი ეტნა სიცილიაზე, რომელიც რუსმა კოსმონავტმა სერგეი კუდ-სვერჩკოვმა გადაიღო. ეს ევროპის ყველაზე დიდი მოქმედი ვულკანია. ის რეგულარულად იფრქვევა. სტატისტიკის თანახმად, დაახლოებით 150 წელიწადში ერთხელ ლავა ერთ-ერთ ახლოს მდებარე დასახლებას სრულად ანადგურებს
ხედი ყარაყორუმის მთიან მასივზე, რომელიც გადაიღო რუსმა კოსმონავტმა სერგეი კუდ-სვერჩკოვმა
ავსტრალიის ერთ-ერთი უმთავრესი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა - ურულუს კლდე. ეს მასიური მოყავისფრო კლდე დაახლოებით 680 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა
ირანის დეშთე-ლუთის უდაბნო, რომელსაც ადგილობრივები გენდომ ბერიანს უწოდებენ. უდაბნოში გიგანტური კლდოვანი წარმონაქმნებია, ამიტომ ის შესანიშნავად ჩანს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან
ტბა ჩადი აფრიკაში - უნიკალური ბუნებრივი ობიექტი. მისი წარმოშობა დედამიწის ღერძის გადახრას უკავშირდება
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის გუნდი ევრო-2022-ის შესარჩევ მატჩში 5:0 დაამარხა. კორონავირუსის პანდემიის გამო თამაში მაყურებლის გარეშე ჩატარდა, მატჩზე ჟურნალისტების შეზღუდული რაოდენობა დაუშვეს.
მატჩის გმირები გახდნენ ბრაზილიელი ელისანდრო, რომელმაც ჰეთ-თრიკი გაიფორმა, და არჩილ სებისკვერაძე, რომლის ანგარიშზეც დუბლი ჩაიწერა.
ამ გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. მოგვიანებით ამავე ჯგუფიდან ერთმანეთს დაუპირისპირდებიან რუსეთისა და საფრანგეთის გუნდები. რუსეთის ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში საქართველო ოთხეულში პოზიციას შეინარჩუნებს.
ევრო-2022-ის მომდევნო შესარჩევ მატჩში საქართველო კვლავ დაუპირისპირდება სომხეთს. თამაში 10 მარტს ერევანში გაიმართება.
მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა ბრაზილიელი ელისანდრო
მატჩში ელისანდრომ ჰეთ-ტრიკი გაიფორმა
ქართველი სპორტსმენების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სამწუხაროა, რომ პანდემიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა
ქართულმა ნაკრებმა თამაში წარმატებულად დაიწყო
მესამე გოლი ელისანდრომ მეორე ტაიმში გაიტანა
სომეხი სპორტსმენები საკმაოდ აქტიურად ცდილობდნენ შეტევას, თუმცა წარუმატებლად
საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზი საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა, თუმცა იყო სახიფათო მომენტებიც
მიუხედავად მცდელობებისა, სომხურმა გუნდმა გოლის გატანა ვერ შეძლო
ქართული ნაკრების მეკარეს ბურთი სახეში ძლიერად მოხვდა, თუმცა თავი მალევე უკეთ იგრძნო
თამაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა
ბოლო ორი გოლი სებისკვერაძემ გაიტანა. ბოლო გოლი მან ცარიელ კარში გაიტანა, რადგან სომეხი მეკარე შეტევაში ჩაერთო და მოედნის შუაში აღმოჩნდა
შემდეგ შესარჩევ მატჩში საქართველო კვლავ სომხეთს დაუპირისპირდება. თამაში ერევანში 10 მარტს გაიმართება. საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება
პრეტენდენტები 29 ავტოჟურნალისტმა შეაფასა, რომლებიც ევროპის 23 ქვეყანას წარმოადგენდნენ.
კონკურსი Car of the Year 1964 წლიდან იმართება. გასულ წელს მასში კომპაქტურმა ჰეჩბეკმა Peugeot 208-მ გაიმარჯვა.
პირველ ადგილზე კომპაქტური ჰეჩბეკი Toyota Yaris გავიდა
Yaris-მა აქამდეც გაიმარჯვა პრესტიჟულ კონკურსში – 2000 წელს ის პირველი თაობის საუკეთესო ჰეჩბეკად დასახელდა
მეორე ადგილი იტალიურ ელექტრომობილ Fiat 500-ს ერგო
მესამე ადგილი დაიკავა კროსოვერმა Cupra Formentor. ბრენდი Cupra ახალგაზრდებისთვის შექმნეს Seat-ის მარკეტლოგებმა. ერთი ქულის სხვაობით მეოთხე ადგილზე გავიდა ელექტრომობილი VW ID.3. რეიტინგში მომდევნოები არიან Skoda Octavia და Land Rover Defender, ხოლო ტოპ პრიზიორების ბოლოში აღმოჩნდა ელექტრომობილი Citroen C4
ეს კი Cupra-ს მონათესავე VW ID.3 ელექტროჰეჩბეკია
კონკურსის ჟიურიმ Škoda Octavia ლიფტბეკს მეხუთე ადგილი მიანიჭა
ახალი Land Rover Defender ბოლო წინა ადგილს დასჯერდა – ევროპაში დიდი ყველგანმავლები უკვე ნაკლებად პოპულარულია
ხოლო ბოლო ადგილზე ელექტრომობილი Citroen e-C4 მოხვდა
მამონტის ნაშთები აღმოაჩინეს იანვარში, ურალის სამთო მეტალურგიული კომპანიის საკუთრებაში არსებულ მაღაროში, რომელიც არის რუსეთის წამყვანი ქვანახშირის მწარმოებელი. ურალის სამთო მეტალურგიული კომპანიის შვილობილი კომპანიის "კუზბასრაზრეზუგოლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ლარისა ბერესტნევამ აღნიშნა, რომ ექსკავატორები მას თიხის ფენაში მუშაობისას წააწყდნენ.
"სავარაუდოდ, ეს ოთხი ეშვი ოთხ სხვადასხვა მამონტს ეკუთვნის. ერთი შეხედვით, ძვლების დიამეტრი განსხვავებულია, რაც მაფიქრებინებს, რომ ისინი სხვადასხვა მამონტებს ეკუთვნით, თუმცა დარწმუნებული არ ვარ", - განაცხადა სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსმა დიმიტრი სლობოდინმა.
"თარიღის დადგენა? ჯერ რთული სათქმელია. აუცილებელია შეისწავლოთ ადგილმდებარეობა, სადაც ისინი აღმოაჩინეს. მაგრამ, სავარაუდოდ, ეს იქნება ათიდან ორმოც ათას წლამდე”, - აღნიშნა მან.
აღმოჩენები მალე გამოიფინება მუზეუმში, მაგრამ მანამდე მისი კარგად შესწავლა და მომზადებაა საჭირო.