კაფე როგორც პროტესტი: ჯაფარიძეს შეზღუდვის დარღვევისათვის პასუხისგება ელოდება ფოტო

80
(განახლებულია 16:51 15.02.2021)
  • ოპოზიციონერმა ზურაბ ჯაფარიძემ შეზღუდვები კვლავ უჩვეულო ფორმით გააპროტესტა
  • შაბათს აღმაშენებლის გამზირზე მან გახსნა ბარი „ჯაფარასთან“
  • გარდა იმისა, რომ ამით ჯაფარიძემ კაფეებისა და რესტორნების მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვია, ბარი მუშაობას 9 საათის შემდეგაც განაგრძობდა, რითაც გადაადგილების აკრძალვაც ირღვეოდა
  • ბარში მივიდნენ შრომის ინსპექციისა და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები. ბარის საქმიანობა აღიკვეთა
  • დარღვევისათვის ზურაბ ჯაფარიძე 2 ათასი ლარით დააჯარიმეს
  • მაგრამ, მიუხედავად ჯარიმისა, ჯაფარიძემ კვლავ დააანონსა დაწესებულების გახსნა
  • გარდა იმისა, ჯაფარიძე აპირებს აქ ერთ-ერთი მხარდამჭერის დაბადებისდღე საკუთარ ბარში აღნიშნოს
  • ადგილზე მყოფი ჟურნალისტები თავს ვერ იკავებდნენ, რომ არ განტვირთულიყვნენ
  • სტუმრების უმეტესობა პირბადეს არ იყენებდა
  • ბარში ათობით სტუმარი და უამრავი ჟურნალისტი იმყოფებოდა
  • როგორ განვითარდება მოვლენები ბარ „ჯაფარასთან“ დაკავშირებით, ამას მომავალში ვიხილავთ
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ზურაბ ჯაფარიძემ პროტესტის ახალი ფორმა მოიფიქრა – მან შეზღუდვების დროს გახსნა ბარი „ჯაფარასთან“. ამის გამო პოლიტიკოსს დიდი ჯარიმა დააკისრეს.

ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე არაკანონიერი ეკონომიკური საქმიანობისთვის დააჯარიმეს. 

შაბათს, 13 თებერვალს ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად აღმაშენებლის გამზირზე გახსნა ბარი „ჯაფარასთან“. ბარმა მუშაობა განაგრძო 9 საათის შემდეგაც, როდესაც ქალაქში გადაადგილებაზე შეზღუდვა ამოქმედდა.

დაწესებულებაში მივიდნენ შრომის ინსპექციისა და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები, რომლებმაც ბარის საქმიანობა შეაჩერეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის თანახმად, ჯაფარიძეს 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მიუხედავად ჯარიმისა და ბარის მუშაობის აკრძალვისა, ჯაფარიძე კვლავ აპირებს დაწესებულების გახსნას.

80
  • ოპოზიციონერმა ზურაბ ჯაფარიძემ შეზღუდვები კვლავ უჩვეულო ფორმით გააპროტესტა
    © Sputnik / Viktor Kaminsky

    ოპოზიციონერმა ზურაბ ჯაფარიძემ შეზღუდვები კვლავ უჩვეულო ფორმით გააპროტესტა

  • შაბათს აღმაშენებლის გამზირზე მან გახსნა ბარი „ჯაფარასთან“
    © Sputnik / Viktor Kaminsky

    შაბათს აღმაშენებლის გამზირზე მან გახსნა ბარი „ჯაფარასთან“

  • გარდა იმისა, რომ ამით ჯაფარიძემ კაფეებისა და რესტორნების მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვია, ბარი მუშაობას 9 საათის შემდეგაც განაგრძობდა, რითაც გადაადგილების აკრძალვაც ირღვეოდა
    © Sputnik / Viktor Kaminsky

    გარდა იმისა, რომ ამით ჯაფარიძემ კაფეებისა და რესტორნების მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვია, ბარი მუშაობას 9 საათის შემდეგაც განაგრძობდა, რითაც გადაადგილების აკრძალვაც ირღვეოდა

  • ბარში მივიდნენ შრომის ინსპექციისა და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები. ბარის საქმიანობა აღიკვეთა
    © Sputnik / Viktor Kaminsky

    ბარში მივიდნენ შრომის ინსპექციისა და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები. ბარის საქმიანობა აღიკვეთა

  • დარღვევისათვის ზურაბ ჯაფარიძე 2 ათასი ლარით დააჯარიმეს
    © Sputnik / Viktor Kaminsky

    დარღვევისათვის ზურაბ ჯაფარიძე 2 ათასი ლარით დააჯარიმეს

  • მაგრამ, მიუხედავად ჯარიმისა, ჯაფარიძემ კვლავ დააანონსა დაწესებულების გახსნა
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    მაგრამ, მიუხედავად ჯარიმისა, ჯაფარიძემ კვლავ დააანონსა დაწესებულების გახსნა

  • გარდა იმისა, ჯაფარიძე აპირებს აქ ერთ-ერთი მხარდამჭერის დაბადებისდღე საკუთარ ბარში აღნიშნოს
    © Sputnik / Viktor Kaminsky

    გარდა იმისა, ჯაფარიძე აპირებს აქ ერთ-ერთი მხარდამჭერის დაბადებისდღე საკუთარ ბარში აღნიშნოს

  • ადგილზე მყოფი ჟურნალისტები თავს ვერ იკავებდნენ, რომ არ განტვირთულიყვნენ
    © Sputnik / Viktor Kaminsky

    ადგილზე მყოფი ჟურნალისტები თავს ვერ იკავებდნენ, რომ არ განტვირთულიყვნენ

  • სტუმრების უმეტესობა პირბადეს არ იყენებდა
    © Sputnik / Viktor Kaminsky

    სტუმრების უმეტესობა პირბადეს არ იყენებდა

  • ბარში ათობით სტუმარი და უამრავი ჟურნალისტი იმყოფებოდა
    © Sputnik / Viktor Kaminsky

    ბარში ათობით სტუმარი და უამრავი ჟურნალისტი იმყოფებოდა

  • როგორ განვითარდება მოვლენები ბარ „ჯაფარასთან“ დაკავშირებით, ამას მომავალში ვიხილავთ
    © Sputnik / Viktor Kaminsky

    როგორ განვითარდება მოვლენები ბარ „ჯაფარასთან“ დაკავშირებით, ამას მომავალში ვიხილავთ

ჯონ ტრავოლტა და „სამი გრაცია“ COVID-19-ის წინააღმდეგ: პანდემიური გრაფიტი მთელი მსოფლიოდან

35
(განახლებულია 19:41 08.03.2021)
  • ჯონ ტრავოლტას და სემუელ ელ. ჯექსონის გამოსახულება თერმომეტრებით ხელში პისტოლეტების ნაცვლად, თელ-ავივი
  • იტალიელი მხატვარი TvBoy-ს „სამი ვაქცინა“ რაფაელოს „სამი გრაციას“ მსგავსად, ბარსელონა
  • ბიჭი გრაფიტის წინ, მუმბაი
  • მუსლიმი მამაკაცი პირბადიანი ადამიანების გამოსახულებასთან, ჯაკარტა
  • მამაკაცები პირბადეებით გრაფიტისთან, რომელზეც ქალს უკეთია პირბადე წარწერით „დაჟინებით მოითხოვეთ, შეჩერდით, შეეწინააღმდეგეთ, არასდროს შეწყვიტოთ“, კოლუმბია
  • გრაფიტი ქალაქ ღაზაში
  • მამაკაცი კორონავირუსის თემატიკაზე შექმნილ გრაფიტისთან, ინდოეთი
  • ვენესუელისა და რუსეთის დროშები წარწერით „ჩვენ ერთად დავამარცხებთ COVID-19-ს“, კარაკასი
  • გრაფიტი, რომელიც სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს. ინდოეთი
  • ბავშვი COVID-19-ის გამოსახულების ფონზე, სამხრეთ აფრიკა
  • მუსლიმი მამაკაცი ფრესკის ფონზე წარწერით „ჩვენ შეგვიძლია კორონასთან ბრძოლა“, ჯაკარტა
  • მედმუშაკი პირბადეში, კარაკასი
მხატვრები და შემოქმედებითი ადამიანები ასეთ „უფერულ დროშიც“ ახერხებენ ცხოვრების გაფერადებას. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ ასახავს სტრიტ-არტი დაუჯერებელ რეალობებს პანდემიის ეპოქიდან.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ გასული წლის 11 მარტს ახალი კორონავირუსული დაავადების – COVID-19-ის პანდემიის აფეთქების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, მთელ პლანეტაზე კორონავირუსით 115 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, დაიღუპა 2,5 მილიონზე მეტი.

სხვადასხვა ქვეყნებში გამოჩნდა ექსპრესიული გრაფიტი COVID-19-ის თემაზე, რამაც მყისიერად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ჟანრი ერთია, ხოლო კომპოზიციები მეტად მრავალფეროვანი: ფერთა გამაში გამოიხატება მოწოდებები, იმედი, შიში, ირონია. ავტორების ფანტაზიას საზღვრები არ აქვს, მათი გზავნილები კი პლანეტის თითოეული მოსახლისთვის გასაგებია.

35
  • ჯონ ტრავოლტას და სემუელ ელ. ჯექსონის გამოსახულება თერმომეტრებით ხელში პისტოლეტების ნაცვლად, თელ-ავივი
    © AFP / Emmanuel Dunand

    ჯონ ტრავოლტას და სემუელ ელ. ჯექსონის გამოსახულება თერმომეტრებით ხელში პისტოლეტების ნაცვლად, თელ-ავივი

  • იტალიელი მხატვარი TvBoy-ს „სამი ვაქცინა“ რაფაელოს „სამი გრაციას“ მსგავსად, ბარსელონა
    © AFP / Josep Lago

    იტალიელი მხატვარი TvBoy-ს „სამი ვაქცინა“ რაფაელოს „სამი გრაციას“ მსგავსად, ბარსელონა

  • ბიჭი გრაფიტის წინ, მუმბაი
    © REUTERS / Francis Mascarenhas

    ბიჭი გრაფიტის წინ, მუმბაი

  • მუსლიმი მამაკაცი პირბადიანი ადამიანების გამოსახულებასთან, ჯაკარტა
    © AFP / Adek Berry

    მუსლიმი მამაკაცი პირბადიანი ადამიანების გამოსახულებასთან, ჯაკარტა

  • მამაკაცები პირბადეებით გრაფიტისთან, რომელზეც ქალს უკეთია პირბადე წარწერით „დაჟინებით მოითხოვეთ, შეჩერდით, შეეწინააღმდეგეთ, არასდროს შეწყვიტოთ“, კოლუმბია
    © AFP / Raul Arboleda

    მამაკაცები პირბადეებით გრაფიტისთან, რომელზეც ქალს უკეთია პირბადე წარწერით „დაჟინებით მოითხოვეთ, შეჩერდით, შეეწინააღმდეგეთ, არასდროს შეწყვიტოთ“, კოლუმბია

  • გრაფიტი ქალაქ ღაზაში
    © AFP / Mohammed Abed

    გრაფიტი ქალაქ ღაზაში

  • მამაკაცი კორონავირუსის თემატიკაზე შექმნილ გრაფიტისთან, ინდოეთი
    © AFP / Sujit Jaiswal

    მამაკაცი კორონავირუსის თემატიკაზე შექმნილ გრაფიტისთან, ინდოეთი

  • ვენესუელისა და რუსეთის დროშები წარწერით „ჩვენ ერთად დავამარცხებთ COVID-19-ს“, კარაკასი
    © AFP / Yuri Cortez

    ვენესუელისა და რუსეთის დროშები წარწერით „ჩვენ ერთად დავამარცხებთ COVID-19-ს“, კარაკასი

  • გრაფიტი, რომელიც სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს. ინდოეთი
    © AFP / Punit Paranjpe

    გრაფიტი, რომელიც სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს. ინდოეთი

  • ბავშვი COVID-19-ის გამოსახულების ფონზე, სამხრეთ აფრიკა
    © AP Photo / Jerome Delay

    ბავშვი COVID-19-ის გამოსახულების ფონზე, სამხრეთ აფრიკა

  • მუსლიმი მამაკაცი ფრესკის ფონზე წარწერით „ჩვენ შეგვიძლია კორონასთან ბრძოლა“, ჯაკარტა
    © AFP / Adek Berry

    მუსლიმი მამაკაცი ფრესკის ფონზე წარწერით „ჩვენ შეგვიძლია კორონასთან ბრძოლა“, ჯაკარტა

  • მედმუშაკი პირბადეში, კარაკასი
    © AFP / Yuri Cortez

    მედმუშაკი პირბადეში, კარაკასი

ახალგაზრდებმა თბილისში კომენდანტის საათის გაუქმება მოითხოვეს ფოტო

43
(განახლებულია 17:45 08.03.2021)
  • აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა
  • აქციაში, ძირითადად, ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. აქციის ორგანიზება სოციალური ქსელების საშუალებით მოხდა
  • აქციის მონაწილეებს უამრავი პლაკატი ქონდათ თან
  • თავდაპირველად მათ თავი თბილისის საკრებულოს შენობასთან მოიყარეს
  • ერთი საათის შემდეგ მათი რაოდენობა გაიზარდა
  • მომიტინგეებს შორის ბევრი გოგონა იყო
  • გარკვეული დროის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს
  • აქციას უამრავი ბლოგერი და ფოტოგრაფი აშუქებდა
  • ახალგაზრდები საპროტესტო აქციაზე
  • დემონსტრანტებმა მოედნის ცენტრში წმინდა გიორგის ქანდაკებასთან გადაინაცვლეს
  • აქციის დასრულება 16:30 საათზე იგეგმებოდა, თუმცა უფრო დიდხანს გაგრძელდა
  • მოედანზე დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა
  • ყველა მათგანი პროტესტს გამოთქვამდა
  • მეპროტესტეები ქანდაკებასთან ისხდნენ
  • ზოგი კი ყავას მიირთმევდა
  • მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კომენდანტის საათის გაუქმება იყო
  • პანდემიის გამო საქართველოში ჯერ კიდევ ძალაში რჩება საღამოს 9 საათის შემდეგ თავისუფლად გადაადგილების აკრძალვა
  • იმოქმედებს თუ არა ეს აქცია ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე - ჯერ-ჯერობით უცნობია
  • მაგრამ ახალგაზრდა აქტივისტებმა პოზიცია მაინც დააფიქსირეს
თბილისში კოვიდ-შეზღუდვების გაპროტესტება გრძელდება, კერძოდ, კომენდანტის საათის რეჟიმის, რომელიც საღამოს ცხრა საათის შემდეგ თავისუფლად გადაადგილებას კრძალავს.

დაახლოებით 200 ადამიანი მონაწილეობდა აქციაში, რომელსაც უამრავი ჟურნალისტი და ბლოგერი აშუქებდა. პროტესტს ძირითადად გამოთქვამდნენ ახალგაზრდები, თუმცა აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსებიც – „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები. 

აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა და შემთხვევების გარეშე ჩაიარა. ადგილზე წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფდა.

დასაწყისში დემონსტრანები თბილისის საკრებულოს შენობის წინ შეიკრიბნენ, შემდეგ დიდი ტრანსფარანტითა და პლაკატებით მოედნის ცენტრში გადაინაცვლეს წმინდა გიორგის ქანდაკებასთან.

მიტინგის დროს ავტომობილების მოძრაობა მოედანზე ნაწილობრივ შეიზღუდა.

43
  • აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა

  • აქციაში, ძირითადად, ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. აქციის ორგანიზება სოციალური ქსელების საშუალებით მოხდა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    აქციაში, ძირითადად, ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. აქციის ორგანიზება სოციალური ქსელების საშუალებით მოხდა

  • აქციის მონაწილეებს უამრავი პლაკატი ქონდათ თან
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    აქციის მონაწილეებს უამრავი პლაკატი ქონდათ თან

  • თავდაპირველად მათ თავი თბილისის საკრებულოს შენობასთან მოიყარეს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    თავდაპირველად მათ თავი თბილისის საკრებულოს შენობასთან მოიყარეს

  • ერთი საათის შემდეგ მათი რაოდენობა გაიზარდა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ერთი საათის შემდეგ მათი რაოდენობა გაიზარდა

  • მომიტინგეებს შორის ბევრი გოგონა იყო
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მომიტინგეებს შორის ბევრი გოგონა იყო

  • გარკვეული დროის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    გარკვეული დროის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს

  • აქციას უამრავი ბლოგერი და ფოტოგრაფი აშუქებდა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    აქციას უამრავი ბლოგერი და ფოტოგრაფი აშუქებდა

  • ახალგაზრდები საპროტესტო აქციაზე
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ახალგაზრდები საპროტესტო აქციაზე

  • დემონსტრანტებმა მოედნის ცენტრში წმინდა გიორგის ქანდაკებასთან გადაინაცვლეს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    დემონსტრანტებმა მოედნის ცენტრში წმინდა გიორგის ქანდაკებასთან გადაინაცვლეს

  • აქციის დასრულება 16:30 საათზე იგეგმებოდა, თუმცა უფრო დიდხანს გაგრძელდა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    აქციის დასრულება 16:30 საათზე იგეგმებოდა, თუმცა უფრო დიდხანს გაგრძელდა

  • მოედანზე დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მოედანზე დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა

  • ყველა მათგანი პროტესტს გამოთქვამდა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ყველა მათგანი პროტესტს გამოთქვამდა

  • მეპროტესტეები ქანდაკებასთან ისხდნენ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მეპროტესტეები ქანდაკებასთან ისხდნენ

  • ზოგი კი ყავას მიირთმევდა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ზოგი კი ყავას მიირთმევდა

  • მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კომენდანტის საათის გაუქმება იყო
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კომენდანტის საათის გაუქმება იყო

  • პანდემიის გამო საქართველოში ჯერ კიდევ ძალაში რჩება საღამოს 9 საათის შემდეგ თავისუფლად გადაადგილების აკრძალვა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    პანდემიის გამო საქართველოში ჯერ კიდევ ძალაში რჩება საღამოს 9 საათის შემდეგ თავისუფლად გადაადგილების აკრძალვა

  • იმოქმედებს თუ არა ეს აქცია ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე - ჯერ-ჯერობით უცნობია
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    იმოქმედებს თუ არა ეს აქცია ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე - ჯერ-ჯერობით უცნობია

  • მაგრამ ახალგაზრდა აქტივისტებმა პოზიცია მაინც დააფიქსირეს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მაგრამ ახალგაზრდა აქტივისტებმა პოზიცია მაინც დააფიქსირეს

ადამიანის ფსიქოლოგია

ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“

0
(განახლებულია 13:07 08.03.2021)
თითოეულ ადამიანს აქვს ხასიათის ბნელი მხარეები, რომლებსაც „შინაგანი დემონები“ ეწოდება. ასტროლოგებმა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის დამახასიათებელი ბნელი მხარეები გამოყვეს

ძლიერ ადამიანებს შესწევთ უნარი, რომ ამ „შინაგან დემონებს“ ებრძოლონ და ბრძნული რჩევები გაითვალისწინონ. რას ამბობენ ექსპერტები ზოდიაქოს ნიშნების შინაგან ბნელ მხარეებზე და რას ურჩევენ მათ ამის დასაძლევად – შეიტყვეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან.

ზოდიაქოს ნიშნები და მათი მავნე ჩვევები>>

ვერძი

ვერძების მთავარი დემონი – ეს ზედმეტობა და გადაჭარბების სიყვარულია. თქვენ არ იცით საზღვარი არც მუშაობაში, არც დასვენებაში, ცხოვრებით ტკბობასა და გართობაში, ოღონდ არა ერთდროულად, არამედ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. უბრალოდ, არ შეგიძლიათ შეჩერება, როცა ეს აუცილებელია. მეორე მხრივ, სწრაფვა, რომ ყველაფერი ერთად და ერთდროულად ჩაიგდოთ ხელში, თქვენთვის საოცარი მოტივაციის როლს ასრულებს.

კურო

კუროებს ძალიან გეშინიათ მარტო დარჩენის. გეშინიათ, რომ ერთ დღეს ყველა ზურგს გაქცევთ. ამის გამო ხშირად მეგობრობთ პირველ შემხვედრთან იმის ნაცვლად, რომ საუკეთესო ადამიანები იპოვოთ. ადამიანების ასეთი განურჩევლობა ხანდახან განგაშის გრძნობასთან ბრძოლაში გეხმარებათ, მაგრამ ეს არცთუ ხშირად ხდება.

ტყუპი

ტყუპის მთავარი დემონი – ეს თავისუფლებისმოყვარეობაა. ვერ იტანთ, როდესაც რაღაცაზე მიგითითებენ, გმართავენ ან გზღუდავენ. ეს დემონი თქვენგან მტკიცე მოქმედებებს მოითხოვს. ხშირად უარყოფთ იმ ადამიანებს, ვინც თქვენზე ზრუნავენ.

ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები>>

კირჩხიბი

გიყვართ ჭორაობა და ხმების გავრცელება და ამაში საკუთარ თავსაც კი არასდროს გამოუტყდებით. თქვენთან ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები. მეორე მხრივ, თუ ვინმე ძვირფასია თქვენთვის, მათ შესახებ არასდროს არავის არაფერს არ მოუყვებით.

ლომი

ლომები „ჩაციკლული“ ხართ იმაზე, რომ ყოველთვის ყველაზე უკეთესი იყოთ. ეს სასარგებლო სწრაფვაა, მაგრამ ხშირად ძალიან შორს „შეტოპავთ“ ხოკმე. ასეთ შემთხვევაბში ყველაფერი გავიწყდებათ და მხოლოდ სამუშაოზე, ბიზნესზე, წარმატებასა და ფულზე ხართ გადართული.

ქალწული

თქვენი მთავარი დემონი პერფექციონიზმია, რომელიც გაკეთებულ სამუშაოში, ადამიანებში, ნივთებბში მუდამ რაღაც ნაკლს ეძებს. გიყვართ, როდესაც ყველაფერი წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით ხდება. ამ შინაგანი „მეს“ გამო ხშირად გიცრუვდებათ იმედები.

ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული>>

სასწორი

ერთი განსაკუთრებულად აქტიური დემონი გყავთ, რომელსაც ჰქვია „არაუშავს, კარგი“. ამას ხშირად ეუბნებით საკუთარ თავს, როცა რაღაც ცუდი ხდება, ირგვლივ ბევრი სირთულე და პრობლემაა. აზროვნებთ ოპტიმისტურად, რაც კარგია, მაგრამ ხშირად აგებთ იმის გამო, რომ არ აღიარებთ პრობლემის არსებობას, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს.

მორიელი

თქვენი მთავარი დემონი შურისმაძიებლობაა. ბევრი ამბობს, რომ ეჭვიანები ხართ, მაგრამ ეჭვიანობა ხშირად ნორმის ფარგლებს არ სცდება, რასაც ვერ ვიტყვით თქვენს გულღძოობასა და ბოღმის გულში ჩადებაზე. ხანდახან საკუთარ თავსაც აშინებთ, იმდენად კარგად გახსოვთ ადრინდელი წყენა.

მშვილდოსანი

თქვენი შინაგანი დემონი მანიპულაციებისადმი მიდრეკილებაა. შეგიძლიათ და გიყვართ ურთიერთობების სხვადასხვა დონეზე ადამიანებით მანიპულირება და ამას ისეთი უდიდესი ოსტატობით აკეთებთ, რომ ვერავინ ხვდება.

ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში>>

თხის რქა

თქენი დემონი უნდობლობაა. ამის გამო სწრაფად ვერ პოულობთ სიყვარულს, მეგობრებს. გეშინიათ, რომ მოგატყუებენ ან გიღალატებენ. აფასებთ საკუთარ დროსა და ძალებს, მაგრამ ხშირად ამის გამო მარტოობით ზღვევთ.

მერწყული

თქვენში ეჭვიანი დემონი ზის, რომელიც თავისუფლებას არ აძლევს იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვარხართ. „შეშლილი“ ხართ კონტროლზე. გჭირდებათ, რომ ყოველდღე და ყოველ წუთს დარწმუნებული იყოთ, რომ ვინც თქვენ გარშემოა, სხვა არავინ ჰყავთ ისეთი, რომლებსაც თქვენნაირად ეპყრობიან. თქვენ გამონაკლისი შემთხვევა უნდა იყოთ.

თევზები

თქვენი მთავარი მტერი და შინაგანი დემონი – ეს სიზარმაცეა. შეგიძლიათ მასთან გამკლავება, მაგრამ ამას ყოველთვის არ აკეთებთ. სიზარმაცე ხშირად გძლევთ და ამის გამო არღვევთ დანაპირებს. შედეგად, ირგვლივ მყოფების თვალში არასაიმედონი მოსჩანხართ.

ზოდიაქოს ნიშნების კრიმინალური „ქრონიკა">>

0