ქვეყნის ხელმძღვანელობამ მოქმედი შეზრუდვების 1 თებერვლამდე გახანგრძლივება გადაწყვიტა. ეპიდემიოლოგების თქმით, ეს ზომები ვირუსის შესაძლო მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად მიიღეს. ბოლო დროს რეგულაციები ბევრ განვითარებულ ქვეყანაში გამკაცრდა.
მოსახლეობამ შეზღუდვები სხვადასხვაგვარად მიიღო. მაღალი მობილობა პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობასთან. უმეტესობა სამსახურში საზოგადოებრივი თუ კერძო ტრანსპორტით დადის. პანდემიამდე ხანდახან თავს უფლებას ვაძლევდით წავსულიყავით თეატრში, კინოში, ან რესტორანში. ან თუნდაც მეგობრებთან მივდიოდით სტუმრად. თავისუფალ დროს კი ვმოგზაურობდით ქვეყანაში, ან მის ფარგლებს გარეთ.
უცებ კი ეს ყველაფერი აგვეკრძალა. საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ესმის, რომ რეგულაციები სავალდებულო ზომაა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჭეშმარიტება: ადამიანები რაღაცის დაფასებას მისი დაკარგვის შემდეგ იწყებენ. პანდემიამ კი ყველას შეგვახსენა, რამდენად დიდი მოთხოვნები აქვს ცივილიზებულ ადამიანს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, თბილისელები მაინც მიილტვიან სრულფასოვანი ცხოვრებისკენ. კრეატიული ადამიანები გამოსავალს ხომ ყველა სიტუაციაში პოულობენ.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, თბილისში მაინც უსასრულო საცობებია
ავტობუსები უკვე დიდი ხანია გაჩერებულია, მათ სამოძრაო ზოლში კი კერძო ტრანსპორტი გადაადგილდება
ქუჩაში ხშირად შევხედბით მოტოციკლებს, რომლებიც, სატრანსპორტო საშუალებაზე მეტად ჰობია
ტაქსი კი ყველასთვის ხელმისაწვდომი ტრანსპორტია. მათზე გაზრდილი მოთხოვნა ტარიფების ზრდის მიზეზი გახდა, თუმცა თბილისის ტაქსი მაინც ერთ-ერთი ყველაზე იაფია მსოფლიოში
თანამედროვე სკუტერი კარგად ითავსებს ქვეითისა და ძრავიანი აგრეგატის ყველა უპირატესობას
სკუტერი საკმაოდ მოსახერხებელია, მისით ყველა კატეგორიის ადამიანი სარგებლობს
ელექტროსკუტერებზე კი ნამდვილი ბუმია. მისი ქირაობა არც ისე იაფია, თუმცა თბილისში ეს ახლა მოდაშია
ზოგიც ველოსიპედით სარგებლობს, რითაც არ ბინძურდება გარემო, თავად ველოსიპედისტები კი სხეულს ფორმაში ამყოფებენ, თან დანიშნულების ადგილზეც მიდიან
პატარები სპორტზე წასასვლელად პატარა სკუტერებს იყენებენ
სკეიტბორდით გადაადგილება შედარებით რთულია. მასზე დგომას შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ჭირდება
გიროსკუტერით სიარულიც საკმაოდ რთულია, თუმცა ეფექტური
დაღლილ პატარას აღმართში სიარულშ დედა ეხმარება
ამ პატარას კი თავად გადაადგილება ჯერ არშეუძლია, თუმცა დრო ძალიან სწრაფად გადის
სკუტერები ქალაქში საკმაო პოპულარობით სარგებლობენ
უფროსი თაობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ყველაზე სასარგებლო, მარტივი და სანდო ფეხით სიარულია
დასვენება, როგორც ჩანს, პერმანენტულად იქცა – საახალწლო ორკვირიანი „არდადეგები“ უსასრულოდ გრძელდება. მკაცრი შეზღუდვების დაწყებიდან ქვეყანაში შეჩერებულია ბაზრობების, მაღაზიების, რესტორნების, კაფეების, სპორტდარბაზებისა და სხვა ობიექტების მუშაობა. ასევე დაკეტილია სკოლები და საბავშვო ბაღები, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოქმედებს კომენდანტის საათი. უამრავი ბიზნესი და მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანი კარგავს შემოსავლებს. ისინი, ვინც უკმაყოფილო არიან სიტუაციით, კვირას პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოვიდნენ.
კვირას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ასობით ადამიანმა გააპროტესტა
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა
მასში მონაწილეობდნენ სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის და სხვადასხვა სახის ბიზნესის წარომადგენლები
მათ დიდ ნაწილს ეკეთა პირბადე
აქციაზე წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფდა
აქციის მონაწილეთა ნაწილი თავიდან პარლამენტთან გამოხატავდა პროტესტს
ზამთრის სპორტის მოყვარულებმა აქციაზე შვილებიც მიიყვანეს
მომიტინგეები რუპორებით და პრესის საშუალებით ცდილობდნენ მთავრობისათვის გაეგონებინათ საკუთარი მოთხოვნები
აქციაზე უამრავი ჟურნალისტი და ბლოგერი იმყოფებოდა
აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა
თუმცა აქტივისტების ნაწილმა გადაწყვიტა მიტინგი კომენდანტის საათის დროს გაეგრძელებინა
ცხრა საათის შემდეგ მათ ჟურნალისტების თანხლებით მსვლელობა გამართეს ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც მოითხოვდნენ კომენდანტის საათის გაუქმებას და აქტივისტი ირაკლი ფანგანის გათავისუფლებას, რომელიც ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის ურნის სროლისთვის დააკავეს
ჯერ კიდევ ანტიკური სამყაროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყველაფერი ლამაზი სამყაროში ოქროს კვეთის პრინციპით შეიქმნა და სილამაზე გარკვეულ პროპორციებს შეესაბამება, მათ შორისაა ქალის სახეც.
ბრიტანელმა პლასტიკურმა ქირურგმა ჯულიან დე სილვამ შეადგინა ცნობილი ქალების სია, რომელთა სახეებიც მაქსიმალურად პროპორციულია.
ჟურნალმა "The Sun" გამოაქვეყნა იდეალური სახის მქონე ცნობილი ადამიანების სია. სანიმუშო პროპორციულობის მხრივ პირველი ადგილი მსახიობმა მიშელ კიგანმა დაიკავა
სიაში მოხვდა პრინცი ჰარის მეუღლე მეგან მარკლი
და, რაღა თქმა უნდა, კიმ კარდაშიანი
სიაში ადგილი ერგო ბრიტანელ მსახიობ და ტელეწამყვან ამანდა ჰოლდენსაც
იდეალური პროპორციები აქვს ბრიტანელ მსახიობ და მომღერალ რიტა ორას
და კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინ მიდლტონსაც
იდეალური სახის ნაკვთების მქონთა შორის მოხვდა მსახიობი სუზანა რეიდი
ასევე ბრიტანელი ვარსკვლავი ბილი ფაიერსი
და ბრიტანელი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელი ჰოლი უილობი
დღეს 2021 წლის 26 იანვარია, სამშაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
დღევანდელი დღე ადამიანებისგან მეტ კონკრეტულობას მოითხოვს. ნებისმიერი გაურკვევლობა გაღიზიანებას გამოიწვევს. გამძაფრდება რეაქციები მიმდინარე მოვლენებზე, რაც, შესაძლოა, კონფლიქტების საფუძველი გახდეს. ამავე დროს დღეს ძალიან იოლი იქნება ღრმად მიმალულ გრძნობებზე საუბარი, ადამიანისთვის პირდაპირ თქმა, თუ რას ფიქრობთ მასზე. თუმცა, ამ შემთხვევაში სჯობს, ფარგლებს არ გასცდეთ და უკმეხად არაფერი წამოგცდეთ – ამას ურთიერთობებში ბზარის შეტანა შეუძლია.
2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>
ვერძი: დღეს თქვენთვის საქმეების მოწესრიგების დღეა. თუნდაც ეს გაწერილი არ გქონდეთ, დიდი ალბათობით, ამის აუცილებლობას შექმნილი ვითარება მოითხოვს. მოწესრიგება შეიძლება დასჭირდეს თქვენს სამუშაო ადგილს, ან საქმეებსა და გეგმებს. არ არის გამორიცხული, რომ მოწესრიგების პროცესში დავიწყებული რამ აღმოაჩინოთ, რომელიც დღემდე აქტუალური და თან – საკმაოდ ფასეული.
კურო: დღეს გარშემომყოფებთან და მათ შორის, ახლობელ ადამიანებთან დისონანსში იქნებით. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ თქვენ ირგვლივ ადამიანები ძალიან სერიოზული განწყობით დაიარებიან, ისინი კი, თავის მხრივ, უკმაყოფილო იქნებიან თქვენი უზრუნველობით. სერიოზულ კამათს ეს, დიდი ალბათობით, არ გამოიწვევს, თუმცა იმისთვის, რომ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობებში ბზარი არ გაჩნდეს, ხშირად მოირგეთ „სერიოზული და ჭკვიანი“ ადამიანის სახე, თუნდაც ეს ძალზე სასაცილოდ გეჩვენებოდეთ.
ტყუპი: დღეს მზად ხართ, რომ მტკიცე და შეიძლება რადიკალური ზომებიც გადადგათ და ეს განსაკუთრებით ფინანსების სფეროს ეხება. იმის ნაცვლად, რომ ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ, ასჯერ გაჭრის განწყობაზე იქნებით. ერთი მხრივ, არის საფრთხე, რომ ფული ქარს გაატანოთ; მეორე მხრივ კი ეს საბრძოლო განწყობა ბიძგს მოგცემთ, გადადგათ ის ფინანსური ნაბიჯები, რომლებიც უკვე მომწიფებულია და დიდი ხანია, გადაწყვეტას მოითხოვს.
კირჩხიბი: დღეს კირჩხიბები კრიტიკოსების სახით მოგვევლინებით. ამასთან, თქვენი კრიტიკა ყველა ნაკლებად იქნება მიმართული საკუთარი თავისადმი, კრიტიკის ობიექტები დიდწილად გარშემომყოფები იქნებიან. თქვენი შენიშვნები ადამიანებს შეცდომების გამსოწორებას აიძულებს, თუმცა ყველაფერი მარტივადაც არ იქნება. თქვენი ბრძნული რჩევები, შესაძლოა, ყურს მიღმა გატარდეს, ხოლო კრიტიკა კი წყენის წყარო გახდეს. თქვენი გადასაწყვეტია – ღირს თუ არა კრიტიკაზე დროისა და ძალების დახარჯვა, თან, როდესაც შედეგის იმედი ნაკლებადაა.
ლომი: დღეს დიდი ალბათობაა, რომ ირგვლივ მყოფი ადამიანები შეეცადონ, თავიანთი წილი პასუხისმგებლობა თქვენ მხრებზე გადმოიტანონ. ისინი იგრძნობენ, რომ დამყოლ ხასიათზე ხართ და ამის გამოყენებას ურცხვად შეეცდებიან. ამის გამოსწორება შეგიძლიათ, თუ მკაცრად დაიცავთ თქვენს პოზიციებს და აღკვეთ ამგვარ მცდელობებს. სხვაგვარად მოგიწევთ სხვისი საქმეების გაკეთება და საკუთარის გადადება.
ქალწული: მთელი დღე გარედან აკვიატებული ზეწოლა შეიძლება იგრძნოთ. შესაძლოა, ეს დროის დეფიციტი იყოს, ან ვითარება მოითხოვდეს თქვენგან სწრაფ მოქმედებებს, ასევე გარშემომყოფები გამუდმებით მოგმართავდნენ თხოვნით. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ზეწოლისგან გათავისუფლება გაგიჭირდებათ, ამიტომ, სჯობს, შეეგუოთ ასეთ მდგომარეობას. ყველაფერს აჯობებს, განმარტოვდეთ, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ და სიმშვიდეში მიხედოთ თქვენს საქმეებს.
სასწორი: დღეს იშვიათი შანსი გაქვთ, რომ რომელიმე საქმეში დიდი ნაბიჯი გადადგათ წინ. მთავარია, საჭირო მომენტი დროულად დაინახოთ, ხელიდან არ გაუშვათ და მტკიცედ, მკაფიოდ იმოქმედოთ. აქტიური და შეუპოვარი მოქმედებების წყალობით გამარჯვების დიდი შესაძლებლობა გაქვთ. გამოიყენეთ ეს დღე ახალი სიმაღლეების დასაპყრობად და კონკურენტების უკან ჩამოსატოვებლად.
მორიელი: დღეს სამართლიანობის გრძნობა გამძაფრდება თქვენში. მზად ხართ, ვინმე ან რამე საკუთარი მკერდით დაიცვათ, თუ ჩათვლით, რომ მას ჩაგრავენ და ავიწროებენ. რას იზამთ, ხანდახან ცუდი არაა სამართლიანობისთვის ბრძოლა და მოძალადისთვის ადგილის მიჩენა. თუმცა დღეს უსამართლობა შეიძლება იქაც „დაინახოთ“, სადაც ამის ნატამალიც კი არაა. ასე რომ, მეტი დაკვირვება გმართებთ, რომ განგაშის ზარი ტყუილუბრალოდ არ შემოჰკრათ.
მშვილდოსანი: დღეს, შესაძლოა, მთელი დღე ჭეშმარიტების ფუჭ ძებნაში დაკარგოთ, თან დარწმუნებული იყოთ, რომ ის „სადღაც აქვეა“. ეს ძებნა ნებისმიერ საკითხს შეიძლება უკავშირდებოდეს – ურთიერთობებს, მუშაობას, პირად ცხოვრებას. თუმცა, რაც არ უნდა მოგეჩვენოთ, რომ სამართლიანობა „ჰა და ჰა, გაიმარჯვებს“, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ მოჩვენებაა. შეიძლება გაკვირვებულმა აღმოაჩინოთ, რომ „სუფთა სახის“ ჭეშმარიტება თითქმის უსარგებლო რამაა და თქვენ გარდა ის არავის სჭირდება.
თხის რქა: ასტროლოგები დღეს მხოლოდ პირდაპირი გზებით სიარულს გირჩევენ. საკუთარ თამაშის წამოწყების მცდელობას, ან, უფრო უარესი – რამის დამალვას ან დამახინჯებას, სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს. თუ საჭირო შედეგის მიღება გსურთ, ღიად, პირდაპირ და პატიოსნად უნდა იმოქმედოთ. გარშემომყოფებიც სწორედ ამ თვისებებს დააფასებენ თქვენში. მაგრამ ერთიცაა – გულწრფელობასაც თავის საზღვრები აქვს და დაიცავის ეს ფარგლები.
მერწყული: დღეს საჭირო შედეგების მისაღწევად იმის ლაპარაკი მოგიწევთ, რასაც თქვენგან ელოდებიან და არა იმის, რასაც სინამდვილეში ფიქრობთ. ხანდახან შეიძლება გაჩუმებაც უპრიანი იყოს. რას იზამთ, გულწრფელობა ზოგჯერ უადგილოა ხოლმე და მით უმეტეს – მნიშვნელოვან საუბრებში, მოლაპარაკებებში. დღეს თუ სათქმელს პირდაპირ იტყვით, შეიძლება ავნოთ საქმესაც და საკუთარ თავსაც. თუ გაჩუმდებით, მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდებით.
თევზები: დღეს საქმიანობაში მტკიცედ და საბრძოლოდ ხართ განწყობილი. რატომ უნდა იწვალოთ კვანძის გახსნაზე, როცა მისი ნაჯახით გადაჭრა შეიძლება? ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ზოგიერთ საკითხში რადიკალური ზომები სწორედაც რომ ყველაზე მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგრამ ისეთ საქმეებს, რომლებიც დროსა და დელიკატურ დამოკიდებულებას საჭიროებს, სჯობს, სათოფეზეც არ გაეკაროთ. ან წინასწარ შეეგუოთ, რომ ისინი, ასეთ შემთხვევაში, სრული კრახისთვისაა განწირული.