სიხარული და ნაღვლიანი ღიმილი: თბილისელები და ძველით ახალი წელი - ფოტო

338
  • თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ კიდევ არ მუშაობს, თუმცა შეზღუდვები ახალი წლის წინაშე უძლური აღმოჩნდა
  • სანტა-კლაუსი, რომელიც 20%-იანი ფასდაკლებით იყიდება, გამვლელებს განწყობას უმაღლებს
  • თუმცა მთავარ ნაძვის ხესთან ნამდვილ სანტა-კლასუსსაც იხილავთ, რომლის დანახვისასაც ყველა იღიმის
  • სანტა ბავშვებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებს იღებს
  • თუმცა მოზარდები და ახალგაზრდები სანტას გარეშე პოზირებენ
  • ზოგი მსურველი ფოტოს შორიდან იღებს, რათა რაც შეიძლება მეტი გამოჩნდეს მასზე
  • პატარები იმდენად გახარებულები არიან, სანტას მოსვლა არც ელოდებიან, მშობლებს კი მომენტის გაშვება არ სურთ და შვილების ბედნიერ სახეებს ფოტოებზე აღბეჭდავენ
  • „აქედან არსად წავალ! აქ ყველაფერი ძალიან ლამაზია!“, - თითქოს გოგონას ამის თქმა სურს
  • თუ გასული წლების ტვირთის მოხსნა გსურთ, საახალწლო ზეიმი ამისათვის საუკეთესო საშუალებაა
  • დღესასწაულზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებიც ბედნიერები არიან, ისინი მუდამ ყურადღების ცენტრში ექცევიან და მათ ყველა ეფერება
  • ყველა ვერ ახერხებს დღესასწაული თავისუფლად გაატაროს, სხვადასხვა საზრუნავის გამო
  • თუმცა ასეთი ფერების დანახვა ყველას ღიმილს მოჰგვრის და განწყობას აუმაღლებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის დღესასწაულსა და ახალ 2021 წესლს!
მართლმადიდებლურ შობასა და ახალ წელს შორის ერთი კვირა საქართველოში წლის მაგიურ მონაკვეთად იქცა. Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში იხილავთ საშობაო თბილისის განწყობას, რომელიც ჩვენმა კოლუმნისტმა სურათებზე აღბეჭდა

ძველით ახალი წელი ერთგვარი ტრადიციაა, იდეალებისადმი ერთგულება, რომელიც ილია ჭავჭავაძემ ფორმულის სახით დატოვა: მამული, ენა, სარწმუნოება.

მართალია ახლა ცივა და დღე ხანმოკლეა, თუმცა ეს ყველაზე ნათელი პერიოდია, რადგან, სწორედ ამ დროს ვიწყებთ ყველა ახალი გეგმების დაწყობას, ვიფიქრებთ სურვილებს სამომავლოდ.

რა თქმა უნდა, ცხოვრება ბევრ რამეს გვასწავლის. გამოცდილებასთან ერთად ვაცნობიერებთ, რომ ყოველი დღე პირობითია. გასულმა 2020-მა წელმა კაცობრიობას მძიმე თავსატეხი მოუვლინა. კორონავირუსის პანდემიამ წლის ბოლოს კატასტროფულ პიკს მიაღწია. შესაძლოა სწორედ ამიტომ ვხედავთ თბილისელების თვალებში სევდის ნაპერწკალს.

თუმცა გონება გულის წინაშე უძლურია. ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის, დღესასწაულების გარეშე ვერ შეძლებს ცხოვრებას. ყველა ცდილობს წარუმატებლობა დაივიწყოს და და ახალ წელს მიიღოს ის, რაც მისთვის ძვირფასია. ახალი წლის დასაწყისი ხომ ფერადი დღესასწაულების, ოჯახური სიმყუდროვისა და ბედნიერების დღეებია. მითუმეტეს, რომ 2021 წლის პირველი 2 კვირა დასვენების დღეებად გამოცხადდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ, როგორც ბავშვები, განვაგრძობთ საუკეთესოზე ოცნებაზე, თავად ბავშვები კი ძალიან ბედნიერები არიან, ხოლო მათი ღიმილი და სიხარული - ჩვენი მთავარი იმედი და მომავალია!

338
  • თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ კიდევ არ მუშაობს, თუმცა შეზღუდვები ახალი წლის წინაშე უძლური აღმოჩნდა
    © Sputnik / Goga Vardzieli

    თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ კიდევ არ მუშაობს, თუმცა შეზღუდვები ახალი წლის წინაშე უძლური აღმოჩნდა

  • სანტა-კლაუსი, რომელიც 20%-იანი ფასდაკლებით იყიდება, გამვლელებს განწყობას უმაღლებს
    © Sputnik / Goga Vardzieli

    სანტა-კლაუსი, რომელიც 20%-იანი ფასდაკლებით იყიდება, გამვლელებს განწყობას უმაღლებს

  • თუმცა მთავარ ნაძვის ხესთან ნამდვილ სანტა-კლასუსსაც იხილავთ, რომლის დანახვისასაც ყველა იღიმის
    © Sputnik / Goga Vardzieli

    თუმცა მთავარ ნაძვის ხესთან ნამდვილ სანტა-კლასუსსაც იხილავთ, რომლის დანახვისასაც ყველა იღიმის

  • სანტა ბავშვებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებს იღებს
    © Sputnik / Goga Vardzieli

    სანტა ბავშვებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებს იღებს

  • თუმცა მოზარდები და ახალგაზრდები სანტას გარეშე პოზირებენ
    © Sputnik / Goga Vardzieli

    თუმცა მოზარდები და ახალგაზრდები სანტას გარეშე პოზირებენ

  • ზოგი მსურველი ფოტოს შორიდან იღებს, რათა რაც შეიძლება მეტი გამოჩნდეს მასზე
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ზოგი მსურველი ფოტოს შორიდან იღებს, რათა რაც შეიძლება მეტი გამოჩნდეს მასზე

  • პატარები იმდენად გახარებულები არიან, სანტას მოსვლა არც ელოდებიან, მშობლებს კი მომენტის გაშვება არ სურთ და შვილების ბედნიერ სახეებს ფოტოებზე აღბეჭდავენ
    © Sputnik / Goga Vardzieli

    პატარები იმდენად გახარებულები არიან, სანტას მოსვლა არც ელოდებიან, მშობლებს კი მომენტის გაშვება არ სურთ და შვილების ბედნიერ სახეებს ფოტოებზე აღბეჭდავენ

  • „აქედან არსად წავალ! აქ ყველაფერი ძალიან ლამაზია!“, - თითქოს გოგონას ამის თქმა სურს
    © Sputnik / Goga Vardzieli

    „აქედან არსად წავალ! აქ ყველაფერი ძალიან ლამაზია!“, - თითქოს გოგონას ამის თქმა სურს

  • თუ გასული წლების ტვირთის მოხსნა გსურთ, საახალწლო ზეიმი ამისათვის საუკეთესო საშუალებაა
    © Sputnik / Goga Vardzieli

    თუ გასული წლების ტვირთის მოხსნა გსურთ, საახალწლო ზეიმი ამისათვის საუკეთესო საშუალებაა

  • დღესასწაულზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებიც ბედნიერები არიან, ისინი მუდამ ყურადღების ცენტრში ექცევიან და მათ ყველა ეფერება
    © Sputnik / Goga Vardzieli

    დღესასწაულზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებიც ბედნიერები არიან, ისინი მუდამ ყურადღების ცენტრში ექცევიან და მათ ყველა ეფერება

  • ყველა ვერ ახერხებს დღესასწაული თავისუფლად გაატაროს, სხვადასხვა საზრუნავის გამო
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ყველა ვერ ახერხებს დღესასწაული თავისუფლად გაატაროს, სხვადასხვა საზრუნავის გამო

  • თუმცა ასეთი ფერების დანახვა ყველას ღიმილს მოჰგვრის და განწყობას აუმაღლებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის დღესასწაულსა და ახალ 2021 წესლს!
    © Sputnik / Goga Vardzieli

    თუმცა ასეთი ფერების დანახვა ყველას ღიმილს მოჰგვრის და განწყობას აუმაღლებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის დღესასწაულსა და ახალ 2021 წესლს!

ძლიერი მიწისძვრის შედეგები ინდონეზიაში - ფოტო

102
  • ხუთშაბათს ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა
  • სტიქიის შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი
  • სხვადასხვა კატეგორიის დაზიანება მიიღო ასობით ადამიანმა
  • პროვინცია დასავლეთ სულავესიში დაახლოებით 2 ათასი ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა საცხოვრებელი
  • დანგრეულია 60 შენობა
  • მათ შორის მამუჯუს საავადმყოფოც, რომლის ნანგრევებშიც კვლავ იმყოფებიან ადამიანები
  • ევროპის ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პარე-პარედან ჩრდილო დასავლეთით 139 კილომეტრში იყო
  • კერა რვა კილომეტრის სიღრმეზე იყო
  • ინდონეზიის მეტეოროლოგიისა და გეოფიზიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა დვიკორიტ კარნავატიმ განაცხადა, რომ დაფიქსირდა 26-ზე მეტი აფთერშორკი
  • მიწისქვეშა ბიძგებმა რამდენიმე მეწყერის ჩამოწოლაც გამოიწვია
ინდონეზიის კუნძულ ახალ გვინეიზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში დამანგრეველი სტიქიის შედეგები

გუშინ ქვეყანაში 5,7 და 6,2 მაგნიტუდის ორი მიწისძვრა მოხდა. მეორე მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძული სულავესის ქალაქ მამუჯუს მახლობლად იყო. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ასეული დაშავდა. 

102
  • ხუთშაბათს ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა
    © AP Photo / Rudy Akdyaksyah

    ხუთშაბათს ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

  • სტიქიის შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი
    © AFP / Firdaus

    სტიქიის შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი

  • სხვადასხვა კატეგორიის დაზიანება მიიღო ასობით ადამიანმა
    © REUTERS / Basarnas Sulbar

    სხვადასხვა კატეგორიის დაზიანება მიიღო ასობით ადამიანმა

  • პროვინცია დასავლეთ სულავესიში დაახლოებით 2 ათასი ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა საცხოვრებელი
    © REUTERS / Antara Foto/Akbar Tado

    პროვინცია დასავლეთ სულავესიში დაახლოებით 2 ათასი ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა საცხოვრებელი

  • დანგრეულია 60 შენობა
    © AP Photo / Sadly Ashari Said

    დანგრეულია 60 შენობა

  • მათ შორის მამუჯუს საავადმყოფოც, რომლის ნანგრევებშიც კვლავ იმყოფებიან ადამიანები
    © REUTERS / Basarnas Sulbar

    მათ შორის მამუჯუს საავადმყოფოც, რომლის ნანგრევებშიც კვლავ იმყოფებიან ადამიანები

  • ევროპის ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პარე-პარედან ჩრდილო დასავლეთით 139 კილომეტრში იყო
    © AFP / Firdaus

    ევროპის ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პარე-პარედან ჩრდილო დასავლეთით 139 კილომეტრში იყო

  • კერა რვა კილომეტრის სიღრმეზე იყო
    © AP Photo / Rudy Akdyaksyah

    კერა რვა კილომეტრის სიღრმეზე იყო

  • ინდონეზიის მეტეოროლოგიისა და გეოფიზიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა დვიკორიტ კარნავატიმ განაცხადა, რომ დაფიქსირდა 26-ზე მეტი აფთერშორკი
    © REUTERS / Antara Foto/Akbar Tado

    ინდონეზიის მეტეოროლოგიისა და გეოფიზიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა დვიკორიტ კარნავატიმ განაცხადა, რომ დაფიქსირდა 26-ზე მეტი აფთერშორკი

  • მიწისქვეშა ბიძგებმა რამდენიმე მეწყერის ჩამოწოლაც გამოიწვია
    © REUTERS / Antara Foto/Akbar Tado

    მიწისქვეშა ბიძგებმა რამდენიმე მეწყერის ჩამოწოლაც გამოიწვია

აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციები: რეიგანიდან ტრამპამდე ფოტო

82
(განახლებულია 17:23 15.01.2021)
  • რონალდ რეიგანი და მისი მეუღლე ნენსი Capital Center-ში, 1985 წ
  • რონალს რეიგანი და ნენსი რეიგანი ვაშინგტონში მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის დროს
  • ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე ბარბარა ვაშინგტონში
  • ჯორჯ ბუში და პირველი ლედი ბარბარა ბუში ესალმებიან ხალხს, ვაშინგტონი
  • პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მომღერალი ჩაკ ბერი Capital Center-ში გალა-საღამოზე
  • პრეზიდენტი ბილ კლინტონი და პირველი ლედი ჰილარი კლინტონი ვაშინგტონში საინაუგურაციო აღლუმზე
  • ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე ლორა ბუში საინაუგურაციო ბალზე Marriott Wardman-ში, ვაშინგტონი
  • არჩეული პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ცეკვავს მომღერალ რიკი მარტინთან ერთად ინაუგურაციის დროს, ვაშინგტონი 2001
  • ბარაკ ობამა მომღერალ ბიონსესთან საუბრობს ცერემონიის დროს, ვაშინგტონი
  • პირველი ლედი მიშელ ობამა ესალმება ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ინაუგურაციის დროს
  • პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციის ცერემონიაზე
  • დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და მის მეუღლესთან ერთად
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია – ფიცის დადებისა და პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე დანიშვნის საზეიმო ცერემონია, ვაშინგტონში კაპიტოლიუმის წინ იმართება. იხილეთ ეპიზოდების კრებული ბოლო 40 წლის განმავლობაში აშშ-ში გამართული ინაუგურაციებიდან.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისა და ფიცის დადების შემდეგ იმართება საზეიმო აღლუმი და მეჯლისი. 1933 წლამდე ინაუგურაცია 4 მარტს იმართებოდა, ხოლო კონსტიტუციის მე-20 შესწორების შემდეგ თარიღი 20 იანვარს გადაიტანეს.

ინაუგურაციის ცერემონია ამერიკის სახელმწიფოს თითოეული ლიდერისთვის თავისებური იყო. თითქმის 200 წლის განმავლობაში ცერემონიაში ყველაფერი შეიცვალა, გარდა ფიცის სიტყვებისა.

ზოგი პრეზიდენტის სიტყვა მოკლე იყო, ზოგის გრძელი, მაგრამ არაფერი ისე არ დამახსოვრებია ხალხს, როგორც ჯონ კენედის სიტყვები: „არ იკითხოთ, რა შეუძლია გააკეთოს თქვენთვის თქვენმა ქვეყანამ. იკითხეთ, რა შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ მისთვის“.

82
  • რონალდ რეიგანი და მისი მეუღლე ნენსი Capital Center-ში, 1985 წ
    © AP Photo / Scott Stewart

    რონალდ რეიგანი და მისი მეუღლე ნენსი Capital Center-ში, 1985 წ

  • რონალს რეიგანი და ნენსი რეიგანი ვაშინგტონში მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის დროს
    © AFP / Mike Sargent

    რონალს რეიგანი და ნენსი რეიგანი ვაშინგტონში მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის დროს

  • ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე ბარბარა ვაშინგტონში
    © AP Photo / J. Scott Applewhite

    ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე ბარბარა ვაშინგტონში

  • ჯორჯ ბუში და პირველი ლედი ბარბარა ბუში ესალმებიან ხალხს, ვაშინგტონი
    © AP Photo / Dennis Cook

    ჯორჯ ბუში და პირველი ლედი ბარბარა ბუში ესალმებიან ხალხს, ვაშინგტონი

  • პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მომღერალი ჩაკ ბერი Capital Center-ში გალა-საღამოზე
    © AP Photo / Amy Sancetta

    პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მომღერალი ჩაკ ბერი Capital Center-ში გალა-საღამოზე

  • პრეზიდენტი ბილ კლინტონი და პირველი ლედი ჰილარი კლინტონი ვაშინგტონში საინაუგურაციო აღლუმზე
    © AP Photo / Dennis Cook

    პრეზიდენტი ბილ კლინტონი და პირველი ლედი ჰილარი კლინტონი ვაშინგტონში საინაუგურაციო აღლუმზე

  • ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე ლორა ბუში საინაუგურაციო ბალზე Marriott Wardman-ში, ვაშინგტონი
    © AFP / Mike Nelson

    ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე ლორა ბუში საინაუგურაციო ბალზე Marriott Wardman-ში, ვაშინგტონი

  • არჩეული პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ცეკვავს მომღერალ რიკი მარტინთან ერთად ინაუგურაციის დროს, ვაშინგტონი 2001
    © AP Photo / Rick Bowmer

    არჩეული პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ცეკვავს მომღერალ რიკი მარტინთან ერთად ინაუგურაციის დროს, ვაშინგტონი 2001

  • ბარაკ ობამა მომღერალ ბიონსესთან საუბრობს ცერემონიის დროს, ვაშინგტონი
    © AP Photo / Evan Vucci

    ბარაკ ობამა მომღერალ ბიონსესთან საუბრობს ცერემონიის დროს, ვაშინგტონი

  • პირველი ლედი მიშელ ობამა ესალმება ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ინაუგურაციის დროს
    © AFP / Mark Wilson/Getty Images

    პირველი ლედი მიშელ ობამა ესალმება ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ინაუგურაციის დროს

  • პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციის ცერემონიაზე
    © photo: Sputnik / Stringer

    პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციის ცერემონიაზე

  • დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და მის მეუღლესთან ერთად
    © AFP / Rob Carr

    დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და მის მეუღლესთან ერთად

ყვავილები ზღვის სანაპიროზე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 იანვარი

0
(განახლებულია 13:33 17.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 18 იანვარია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

დღეს განსაკუთრებით აქტუალური იქნება სიახლეებისადმი მისწრაფება. ჩვეული საქმიანობა და მოვალეობები მოსაწყენი გახდება და მათი სამომავლოდ გადადების სურვილი გაჩნდება. გამძაფრდება ემოციურობა, ცნობისმოყვარეობა და თუ ზოგიერთი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შეეცდებით, დღე, შესაძლოა, საკმაოდ მრავალფეროვანი და კაშკაშა გამოვიდეს. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, ეს კამათია, რომელიც სულ უსაფუძვლოდ შეიძლება დაიწყოს და შემდეგ მისი შეჩერება ძალიან გართულდება.

სიყვარული თეთრი ხარის ეგიდით – რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს სასიყვარულო ასპარეზზე>>

ვერძი: დღეს დიდი ალბათობაა, რომ თქვენი ურთიერთობების გამოცდა მოეწყოს. ეს შეიძლება იყოს სამუშაო კონტაქტების ან ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობების შემოწმება. დღე კონფლიქტური სიტუაციების წარმოშობას შეუწყობს ხელს და თუ გამწვავებას მოერიდებით, მთელი დიპლომატიური უნარების გამოჩენა მოგიწევთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ როგორც არ უნდა მოგინდეთ გარშემომყოფების გაკრიტიკება, თავი შეიკავეთ და ეს არ გააკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალზე სავალალო შედეგები შეიძლება დადგეს.

კურო: ყურადღება გმართებთ იმის მიმართ, რასაც ირვლივ მყოფნი ლაპარაკობენ: შესაძლოა, რაღაც საინტერესო გაიგოთ, მაგალითად, ინფორმაცია, კარგი იდეა. დღეს ასევე არ ღირს გარშემომყოფების რჩევების იგნორირება, შემოთავაზებულ დახმარებაზე უარის თქმა, რადგან თქვენი წარმატების გასაღები არა მხოლოდ პირადი ძალისხმევა, არამედ გვერდით მდგომი ადამიანების ხელშეწყობაც იქნება.

ტყუპი: დღეს თქვენი ცნობისწადილი ძალზე გაზრდილი იქნება, ასევე თქვენი ემოციებით დამუხტავთ გარშემომყოფებს. შესაძლოა, სწორედ დღეს ახალი ჰობი გაგიჩნდეთ, ან ვინმე საინტერესო ადამიანი გაიცნოთ რომანტიკული ურთიერთობებისთვის. თქვენი ცნობისმოყვარეობა იმდენად მაღალ დონეზეა, რომ ინტერესის დასაკმაყოფილებლად მთების გადადგმა შეგიძლიათ. ამასთან ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენი დღევანდელი გატაცება, დიდი ალბათობით, მყარი არ აღმოჩნდება და გაჩენილი ნაპერწკალი მალე მინავლდება.

კირჩხიბი: ვარსკვლავები დღეს კარგ შესაძლებლობებს მოგცემენ ისეთ საქმეებში, რომლებიც დაკავშირებულია გონებრივ მუშაობასთან და მოფიქრება–დაგეგმვასთან. არცთუ წარმატენული დღეა იმისთვის, რომ იდეებს ცხოვრებაში შეასხათ ხორცი, მაგრამ მათი გენერირებისთვის იდეალური დროა. დღეს მოფიქრებულ გეგმებს წარმატების დიდი შანსები აქვს. ასე რომ, ძილშიც კი მზად იყავით, რომ თუ გენიალური იდეა გეწვიათ, მაშინვე ჩაინიშნოთ და შემდეგ ცხოვრებაში განახორციელოთ.

ლომი: დღეს თქვენთვის ერთ ადგილზე ჯდომა უკუნაჩვენებია. ცხოვრება ახალ მოვლენებს, ემოციებს, შთაბეჭდილებებსა და სისხლში მეტ ადრენალინს მოითხოვს. დღეს ორ რამეში არ უნდა შეაკავოთ თავი: მოძრაობასა და ურთიერთობებში. ფიტნესი, შოპინგი, დილის გარბენა, ახალი ნაცნობობა – ეს ყველაფერი თქვენთვის, უბრალოდ, სასიცოცხლოდ აუცილებელია. შესაძლოა, სპორტის ექსტრემალური სახეობებით ნერვების „შეტოკება“ მოგინდეთ, ან უცნობთან ფლირტი. და რატომაც არა? მთავარია, სიტუაციაზე და საკუთარ თავზე კონტროლი არ დაკარგოთ.

ქალწული: დღეს გარშემომყოფებთან უთანხმოებებია მოსალოდნელი. საერთო ენის გამონახვა მეგობრებთან და ახლობლებთანაც კი შეიძლება გაგიჭირდეთ. ამის მიზეზი თქვენი კატეგორიულობა და კომპრომისზე წასვლის სურვილის არქონა გახდება. თუნდაც ასე არ იყოს, დღეს უსაზღვრო მოთმინებისა და დიპლომატიურობის გამოჩენა მოგიწევთ. ბოლოს და ბოლოს, თუ კამათი პრინციპუყლ საკითხებს არ შეეხება, რატომ არ უნდა დათმოთ? ეს ჯობია, ვიდრე მთელი დღე იმის გამორკვევაში გაატაროთ, ვინაა დამნაშავე და რა გააკეთოთ ამის შემდგომ.

სასწორი: დღეს ვითარებამ, შესაძლოა, არჩევნის წინაშე დაგაყენოთ და ტანჯვად გექცეთ საკითხი, თუ რა გააკეთოთ და როგორ მოიქცეთ. არჩევანი შეიძლება შეეხებოდეს სამუშაო პროექტებს, საყიდლებს ან პირად ცხოვრებას, შეიძლება სიყვარულის საკითხებს და თქვენს მომავალ ცხოვრებასაც. მთავარი ისაა, რომ როდესაც არჩევანს გააკეთებთ, სხვა ვარიანტები უნდა დაივიწყოთ, ამიტომ ვარსკვლავები მოგიწოდებენ, ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ. და საუკეთესო არჩევნისთვის წესი ასეთი იქნება: გული გიკარნახებთ, რა გააკეთოთ და გონება – რა არ გააკეთოთ.

მორიელი: დღეს თქვენი გული და გონება ერთმანეთს დაუპირისპირდება: სურვილი ერთ მხარეს გიბიძგებთ, ხოლო ლოგიკა და ფაქტები – მეორე მხარეს. თუ ასეთი რამ მოხდა, ექსპერტები გირჩევენ, არ აჩქარდეთ, რადგან, დიდი ალბათობით, რა გზაც არ უნდა აირჩიოთ, არასწორი იქნება. ნამდვილი გადაწყვეტილება გულითა და გონების ერთად უნდა მიიღოთ. თუ თავდაჯერებული არ ხართ, მაშინ აჯობებს, სხვა ვარიანტები მოძებნოთ.

მშვილდოსანი: დღეს კარგი შესაძლებლობები მოგეცემათ იქ, სადაც სიცოცხლე ჩქეფს და ახალი ნაცნობობის გაბმის საშუალება გაქვთ. ხართ უმაღლეს დონეზე კომუნიკაბელური, ადვილად აბამთ ურთიერთობებს. თუ ძველი პრობლემის გადაჭრისთვის ახლებურ დამოკიდებულებას გადაწყვეტთ, წარმოსახვა გამოიყენეთ. თქვენი ფანტაზია იდეალურად მიესადაგება არა მხოლოდ პრობლემის გადაჭრას, არამედ ეს უნარი შეგიძლიათ გამოიყენოთ მუშაობაშიცა და ოჯახურ ცხოვრებაშიც.

თხის რქა: დღეს რუტინული სამუშაოს შესრულების განწყობა არ გექნებათ, რადგან მოგზაურობის სურვილის „ქარი დაუბერავს“. ვარსკვლავები გირჩევენ, სასიამოვნო სასარგებლოს შეუხამოთ და შვებულება დაგეგმოთ, თუნდაც მანამდე დიდი დრო იყოს დარჩენილი. ეს სამომავლო მიზანს დაგისახავთ, მოგცემთ მძლავრ პოზიტივს და ყოველდღიურ ყოფასთან შეგუებაში დაგეხმარებათ.

მერწყული: თავს სახლიდან მოშორებით იგრძნობთ. ოფისში ან სახლში მუშაობის განწყობა არ გექნებათ. გაჩნდება სურვილი, რომ ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვნება შეიტანოთ, გამდიდრდეთ ახალ–ახალი შთაბეჭდილებებით. გაისეირნეთ, შესაძლოა, რომანტიკულ ნაცნობობასაც გამოჰკრათ ხელი, შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს. ეს ყველაფერი თქვენს გრძნობებს გაამდიდრებს.

თევზები: დღეს განწყობა გექნებათ იმგვარი, რომ დროის სახლში გატარება არ მოგინდებათ. თუ ინერტულობას გადალახავთ და სახლიდან გახვალთ, არ ინანებთ – გაქვთ შანსი, რომ დრო საინტერესოდ გაატაროთ, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები. დროა, გაალამაზოთ ყოველდღიურობა და გახსოვდეთ, რომ კარგი დღე ისაა, რომელშიც ჩვეულ წესებს არ იცავენ და დღე არ იწყება მაღვიძარითა და არ მთავრდება ტელევიზორით.

0