მამაკაცი ნავით ნისლიან მდინარეზე ინდოეთში
აბორტის ლეგალიზაციის მომხრეების საპროტესტო აქცია არგენტინაში
გოგონა ფანჯარაზე ხატავს, იტალია
მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობები ხორვატიაში
ადამიანები შობას აღნიშნავენ სანაპიროზე, ავსტრალია
გრაფიტი ბერლინში, ავტორი Eme Freethinker
მეწყერი ნორვეგიაში
მამაკაცი მიათრევს თვითმფრინავს Ан-2, სტავრიპოლი
მომიტინგეები პარლამენტთან, მონტენეგრო
გოგონა ურიკით ასეირნებს მეგობარს, პეკინი
ავტომობილი თოვლიან გზაზე, დიდი ბრიტანეთი
აფეთქების შედეგი ნეშვილში, აშშ
ცხენზე ამხედრებული პოლიციელი საპროტესტო აქციაზე ისრაელში
ახალი წლის აღნიშვნა, ავსტრალია
მამაკაცი თოვლის კაცთან, პაკისტანი
აბორტის ლეგალიზაციის მომხრეების მიტინგი, არგენტინა
თოვლი მილანში
აღმოსავლეთევროპული ნაგაზი -30 გრადუს ყინვაში ენისეის სანაპიროზე ტყეში, კრასნოიარსკი
გოგონები კიმონოებით, ტოკიო
ცხვარი მდინარეს ახტება მონ-სენ-მიშელში, საფრანგეთი
დიდი ტალღები შტორმის დროს ინგლისში
საახალწლო დეკორაციები მოსკოვში
შეჯიბრისათვის მზადება, გერმანია
მთვარის ამოსვლა პოსეიდონის სკულპტურის ფონზე, საბერძნეთი
გამვლელი სანაგვესთან მარსელში
ფოიერვერკი ახალი წლის დროს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში
ბერძენმა ფილოსოფოსმა პითაგორამ ყველაფერი ლამაზი სამყაროში ოქროს შუალედის ფორმულით შეიქმნა და გარკვეულ პროპორციებს შეესაბამება, მათ შორისაა ქალის სახეც.
ბრიტანელმა პლასტიკურმა ქირურგმა ჯულიან დე სილვამ შეადგინა ცნობილი ქალების სია, რომლებიც სახეებიც მაქსიმალურად პროპორციულია.
ჟურნალმა "The Sun" გამოაქვეყნა იდეალური სახის მქონე ცნობილი ადამიანების სია. სანიმუშო პროპორციულობის მხრივ პირველი ადგილი მსახიობმა მიშელ კიგანმა დაიკავა
სიაში მოხვდა პრინცი ჰარის მეუღლე მეგან მარკლი
და, რაღა თქმა უნდა, კიმ კარდაშიანი
სიაში ადგილი ერგო ბრიტანელ მსახიობ და ტელეწამყვან ამანდა ჰოლდენსაც
იდეალური პროპორციები აქვს ბრიტანელ მსახიობ და მომღერალ რიტა ორას
და კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინ მიდლტონსაც
იდეალური სახის ნაკვთების მქონთა შორის მოხვდა მსახიობი სუზანა რეიდი
ასევე ბრიტანელი ვარსკვლავი ბილი ფაიერსი
და ბრიტანელი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელი ჰოლი უილობი
ჰონდურასელი მიგრანტებისა და გვატემალას უსაფრთხოების ძალების დაპირისპირება
ინდოეთის არმიის ჯარისკაცი დელიში გამართულ აღლუმზე
ორკესტრი Howard University Showtime აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ვაშინგტონში
დონალდ და მელანია ტრამპები ტოვებენ თეთრ სახლს
გოგონა იღებს სელფის დინოზავრთან ერთად
ქვედა კიდურების პარალიზების მქონე ალპინისტი Lai Chi-wai ადის ცათამბჯენ Nina-ზე ჰონკონგში
ამერიკელი ფიგურისტები მოლი ჩესანეკი და ეგორ ეგოროვი ჩემპიონატზე ლას-ვეგასში
მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე მადრიდში, სადაც საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა
ათობით ნიანგი მდინარე იორდანესთან
აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და მისი მეუღლე ჯილ ბაიდენი ფიცის დადების დროს
ვულკანი ეტნას ამოფრქვევა, იტალია
უგანდის ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის მხარდამჭერები იოვერი მუსევენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას აღნიშნავენ
მთავრობის სახლი მამუჯუში, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზიანდა, ინდონეზია
შოუ „სიკვდილის კედელი“ ალაჰაბადში გამართულ ფესტივალზე
ბავშვები უმ-ჯურნის ბანაკში, სირიის პროვინცია იდლიბი
დღეს 2021 წლის 25 იანვარია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
დღეს ადამიანების უმრავლესობას ისეთი განწყობა შეექმნება, რომ სულ უბრალო ცხოვრებისეული მოვლენებისგან უსაზღვრო სიხარულს მიიღებს და პოზიტიური ენერგიით დაიმუხტება. გასეირნება ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, ფინჯანი ყავა ან ჩაი მეგობრებთან ერთად, გემრიელი საჭმელი – ეს ყოველივე იმდენ პოზიტიურ ემოციას მოგიტანთ, რამდენსაც რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში მოგზაურობა მოგანიჭებდათ. ამ დღეს არ ღირს სერიოზულ გეგმებზე ფიქრი, რადგან დიდია ალბათობა, სასურველი რეალობად აღიქვათ. სამაგიეროდ, იდეალური დღეა რომანტიკისა და სიყვარულისთვის.
სიყვარული თეთრი ხარის ეგიდით – რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს სასიყვარულო ასპარეზზე>>
ვერძი: განწყობის ნატამალიც კი არ გაქვთ იმისა, რომ რამე გააანალიზოთ ან დეტალებს ჩაუღმავდეთ. მზად ხართ, გადაწყვეტილებები დაუფიქრებლად მიღოთ და გულისძახილს მიჰყვეთ. თუმცა, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ინტუიციაზე დაყრდნობა დღეს არ ივარგებს. წინათგრძნობა მცდარი აღმოჩნდება და მათზე დაფიძნებული გადაწყვეტილება – არასწორი. შესაძლო გართულებებისა და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, სჯობს, გადაწყვეტილებები ცხელ გულზე არ მიიღოთ.
კურო: დღეს ძალიან უნდა იფრთხილოთ, განსაკუთრებით სარისკო და ავანტიურულ პროექტებთან დაკავშირებით. იღბალზე მინდობა არ შეიძლება, არის დამანგრეველი კრახის საფრთხე. ასე რომ, თუ ფიქრობთ, რომ იღბალი თვითონ ჩაგივარდათ ხელში, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ მოჩვენებითია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გარისკოთ. გონივრული იქნება დროის მოგება და პროექტის სამომავლოდ გადადება: მალე სიტუაცია ცხადი გახდება და მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ.
ტყუპი: ისეთი ენთუზიაზმით ხართ სავსე, რომ უკუშედეგი შეიძლება მიიღოთ. იმის ნაცვლად, რომ წინ წახვიდეთ, გულმოდგინე „სწრაფვით, მგნებარებითა და გარღვევებით“ გარშემომყოფები შეიძლება გააღიზიანოთ და ეს ყველა წამოწყებას დაამუხრუჭებს. მსგავსი რამ რომ არ მოხდეს, სჯობს, დაზოგოთ ძალები და აქცენტი ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებზე გადაიტანოთ. ხოლო თუ ვითარება თქვენს აქტიურობას მოითხოვს, ეცადეთ, ზედმეტი ენთუზიაზმი და გატაცება არ გამოავლინოთ.
კირჩხიბი: დღეს ასტროლოგები მოდუნებასა და კარგად დასვენებას გირჩევენ. ეს აუცილებელია, რათა აღიდგინოთ ენერგია და სასიცოცხლო ძალები. ერთი კია – ირგვლივ მყოფების გაგების იმედი არ უნდა გქონდეთ, ამიტომ აჯობს, მოქმედების იმიტაციაზე იფიქროთ ისე, რომ არ დააზარალოთ არც საკუთარი თავი და არც სხვები. შესაძლოა, საკუთარი მოვალეობების ნაწილი სხვებს გადააბაროთ, ზოგიერთი სამომავლოდ გადადოთ. მთავარია, ამან არ დაგამძიმოთ – სულ მალე ამ საქმეებს ახალი შემართებითა და ძალებით შეუდგებით.
ლომი: დღეს კარგი „შეჯანჯღარება“ გჭირდებათ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ყველაფერი სულერთია. სინამდვილეში კი თქვენი ემოციები რუტინამ ჩაახშო და თუ ყოველდღიურ ყოფაში მრავალფეროვნების შეტანას შეძლებთ, ჩამქრალ ენთიაზიაზმს გააცოცხლებთ. დაფიქრიდით, იქნებ ღირს, დროებით გადადოთ საქმეები და ქალაქგარეთ გახვიდეთ დასასვენებლად. ან პირიქით – ახალ პერსპექტიულ პროექტს შეეჭიდოთ, თუნდაც ეს პერსპექტივა ბოლომდე გამოკვეთილი არ იყოს. თქვენი გადასაწყვეტია, ვარსკვლავების აზრით კი დღეს ცოტაოდენი ავანტიურა არ გაწყენდათ.
ქალწული: დღეს ნებისმიერი რამ, რისი მამოძრავებელი ძალაც თქვენ ხართ, შეიძლება ჩავარდეს. და თუმცა ეს ჩავარდნები წვრილმანებს შეეხება, თქვენს ყურადღებას მთლიანად დაიპყრობს და აზროვნების კონცენტრირებაში შეგიშლით ხელს. შედეგად გაგიჭირდებათ კარგი შედეგებით თავის წარმოჩენა. სხვათა შორის, გარშემომყოფები და ხელმძღვანელობაც კი თქვენგან რამე სახის გმირობას არც ელოდება შექმნილი საერთო პრობლემების ფონზე.
სასწორი: ექსპერტები კატეგორიულად არ გიორჩევენ მარტო მოქმედებას. ეს ისეთი დღეა, როდესაც დამოუკიდებლად ვერაფერს გადაწყვეტთ და თუ მაინც ცდით, შეიძლება სავალალო შედეგები მიიღოთ. ასე რომ, თუ დღეს რამე მნიშვნელოვანი საკითხი გაქვთ მოსაგვარებელი, მოგიწევთ მისი გარჩევა ირგვლივ მყოფებთან, მათი რჩევების მოსმენა, კომპრომისის მოძებნა. მაგრამ შედეგი დახარჯული ძალისხმევის კომპენსირებას მოახდენს. ეს რთული გზა ბევრად ეფექტური აღმოჩნდება.
მორიელი: დღეს ავანტიურაში ჩაბმა კარგ არაფერს მოგიტანთ არც სამუშაო და არც პირად ცხოვრებაში. ყველგან, სადაც ოდნავ მაინც გაქვთ იღბლის იმედი, ჩავარდნა გელოდებათ. იღბალი დღეს თქვენთვის „ისვენებს“. უსიამოვნებები რომ აირიდოთ თავიდან, ამისთვის საკმარისი იქნება, რომ არ გარისკოთ და ყველაფერში ნაცადი, კონსერვატიული კურსი შეინარჩუნოთ. შეგიძლიათ მიმდინარე საქმეებს მიხედოთ – არე თუ გვიან, ისიც თქვენი გასაკეთებელია.
მშვილდოსანი: დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი არ უნდა გქონდეთ – ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შეცდომებამდე შეიძლება მიგიყვანოთ. არ არის გამორიცხული, რომ ცხვირწინ ვერ დაინახოთ და შეამჩნიოთ რამე, ან ელემენტარული რამ შეგეშალოთ. სამაგიეროდ, შესანიშნავად შეძლებთ მუშაობას მეწყვილესთან ერთად – მისი კონტროლი შეცდომებისგან დაგიცავთ და უფრო ყურადღებიანი გახდებით.
თხის რქა: დღეს კარგი იქნება, თუ სხვების მონაწილეობით დიდ პროექტებს არ შეეჭიდებით – ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოგივიდეთ. იგივე ეხება ნებისმიერ ერთობლივ წამოწყებას. ერთადერთი ადამიანი, რომლის იმედიც უნდა გქონდეთ, ეს თვითონ თქვენ ხართ. ეს ნიშნავს, რომ ყურადღება იმ პროექტებზე უნდა გადაიტანოთ, სადაცთქვენ ხართ პირადად პასუხისმგებელი და სადაც ვერავინ შეგიშლით ხელს.
მერწყული: დღეს შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ მოაწყოთ პროექტის ან საკუთარი თავის პრეზენტაცია – გარშემომყოფები ამას ძალზე პოზიტიურად შეხვდებიან. გაქვთ განწყობა, რომ ემოციების ენაზე ისაუბროთ და ეს სწორედ ის ენაა, რომელსაც ყველა „ფრიადზე“ გაიგებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს არაა აუცილებელი, მსმენელი ციფრებითა და ფაქტებით დაამძიმოთ. საკმარისია კაშკაშა, გადამდები ემოციები და ადამიანები სიამოვნებით გამოგყვებიან უკან.
თევზები: უნდა მოემზადოთ იმისთვის, რომ შესაძლოა ყველაფერი ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამასთან სიურპრიზები შეიძლება იყოს როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნოც. მაგალითად, არაა გამორიცხული სირთულეები ისეთ საქმეებში, რომლებიც უკვე დიდი ხანია, გადაწყვეტილი გგონიათ. მოკლედ რტომ ვთქვათ, მთელი დღის განმავლობაში მოვლენების პულსზე უნდა გეჭიროთ ხელი და მზად იყოთ საქმეებში მოულოდნელობებისთვის.