წინასაახალწლოდ ბაზრებში განსაკუთრებით ხშირად შეხვდებით ხორცეულს – ღორის, საქონლის თუ ფრინველისას. აქ ასევე იყიდება სხვადასხვა სახეობის თევზი. ქართული კერძების დიდ ნაწილს სწორედ ხორცით ამზადებენ, ამიტომ ეს გასაკვირი არაა. ქალაქის მკვიდრები აქტიურად ემზადებიან ახალი წლისთვის, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის ფონზე არსებული კრიზისისა. მთავარი ხომ ოპტიმისტური განწყობაა, განსაკუთრებით, ახალი წლის შეხვედრისას.
ბაზრებში, ღორის ხორცის გარდა, შესაძლებელია მისი თავის ყიდვაც
ქართული კერძების დიდი ნაწილი ხორცით მზადდება
მსურველები ასევე ყიდულობენ ქათმისა და ინდაურის ხორცს
თევზიც არანაკლედ მოთხოვნადია. ახალი წლის წინა დღეებში დახლებზე უამრავი სახეობის თევზი ჩნდება
საახალწლო სუფრა რომ კარგი გამოვიდეს, ხშირად ამისათვის ფულს აგროვებენ ხოლმე
აქ ფასებიც საახალწლოა, თუმცა კრიზისის პირობებში ფასები არა მხოლოდ საახალწლოდ გაიზარდა
გოჭები დახლზე. მათ წვავენ და მთლიანად ათავსებენ სუფრაზე
ფასები საახალწლოა, თუმცა ჩვეულისგან ძალიან არ განსხვავდება
ტკბილეული ახალი წლის სუფრის განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით - ჩურჩხელა
აქვე იყიდება ჩიჩილაკებიც
და, რაღა თქმა უნდა, მწვანილი, რომელიც ყველა კერძს უფრო არომატულს ხდის
მწნილები - მათი ადგილი ყველა სუფრაზეა გამოყოფილი
ადამიანები ბაზარში დილიდანვე მიდიან, რათა თავი აარიდონ რიგებს და ჭყლეტას
თუმცა რთული სათქმელია, რომ ბაზრები ხალხით არის გადავსებული
კორონავირუსის საფრთხის გამო ადამიანები პირბადეებს იყენებენ და იცავენ დისტანციას
დასვენება, როგორც ჩანს, პერმანენტულად იქცა – საახალწლო ორკვირიანი „არდადეგები“ უსასრულოდ გრძელდება. მკაცრი შეზღუდვების დაწყებიდან ქვეყანაში შეჩერებულია ბაზრობების, მაღაზიების, რესტორნების, კაფეების, სპორტდარბაზებისა და სხვა ობიექტების მუშაობა. ასევე დაკეტილია სკოლები და საბავშვო ბაღები, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოქმედებს კომენდანტის საათი. უამრავი ბიზნესი და მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანი კარგავს შემოსავლებს. ისინი, ვინც უკმაყოფილო არიან სიტუაციით, კვირას პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოვიდნენ.
კვირას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ასობით ადამიანმა გააპროტესტა
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა
მასში მონაწილეობდნენ სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის და სხვადასხვა სახის ბიზნესის წარომადგენლები
მათ დიდ ნაწილს ეკეთა პირბადე
აქციაზე წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფდა
აქციის მონაწილეთა ნაწილი თავიდან პარლამენტთან გამოხატავდა პროტესტს
ზამთრის სპორტის მოყვარულებმა აქციაზე შვილებიც მიიყვანეს
მომიტინგეები რუპორებით და პრესის საშუალებით ცდილობდნენ მთავრობისათვის გაეგონებინათ საკუთარი მოთხოვნები
აქციაზე უამრავი ჟურნალისტი და ბლოგერი იმყოფებოდა
აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა
თუმცა აქტივისტების ნაწილმა გადაწყვიტა მიტინგი კომენდანტის საათის დროს გაეგრძელებინა
ცხრა საათის შემდეგ მათ ჟურნალისტების თანხლებით მსვლელობა გამართეს ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც მოითხოვდნენ კომენდანტის საათის გაუქმებას და აქტივისტი ირაკლი ფანგანის გათავისუფლებას, რომელიც ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის ურნის სროლისთვის დააკავეს
ჯერ კიდევ ანტიკური სამყაროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყველაფერი ლამაზი სამყაროში ოქროს კვეთის პრინციპით შეიქმნა და სილამაზე გარკვეულ პროპორციებს შეესაბამება, მათ შორისაა ქალის სახეც.
ბრიტანელმა პლასტიკურმა ქირურგმა ჯულიან დე სილვამ შეადგინა ცნობილი ქალების სია, რომელთა სახეებიც მაქსიმალურად პროპორციულია.
ჟურნალმა "The Sun" გამოაქვეყნა იდეალური სახის მქონე ცნობილი ადამიანების სია. სანიმუშო პროპორციულობის მხრივ პირველი ადგილი მსახიობმა მიშელ კიგანმა დაიკავა
სიაში მოხვდა პრინცი ჰარის მეუღლე მეგან მარკლი
და, რაღა თქმა უნდა, კიმ კარდაშიანი
სიაში ადგილი ერგო ბრიტანელ მსახიობ და ტელეწამყვან ამანდა ჰოლდენსაც
იდეალური პროპორციები აქვს ბრიტანელ მსახიობ და მომღერალ რიტა ორას
და კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინ მიდლტონსაც
იდეალური სახის ნაკვთების მქონთა შორის მოხვდა მსახიობი სუზანა რეიდი
ასევე ბრიტანელი ვარსკვლავი ბილი ფაიერსი
და ბრიტანელი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელი ჰოლი უილობი
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გუნდი ცდილობს ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო საქმიანობაში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის მაქსიმალური შესაძლებლობა მისცეს, ამისკენაა მიმართული რეგლამენტში ინიცირებული ცვლილებები, განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„ამ კვირაში რეგლამენტში ცვლილებები შევა და პარლამენტის წევრებს, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ, შეუძლიათ ჯგუფში გაერთიანდნენ და ვიცე–სპიკერისა და კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეთა თანამდებობებზე საკუთარი კანდიდატურები წამოაყენონ“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს, ასევე შეუძლიათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო დებატებში – მათთვის დრო 15 წუთამდე გაიზრდება.
„ევროპელ სოციალისტებს“ ამასთან დაკავშირებით რაღაც წინადადებები ჰქონდათ. პარლამენტის სპიკერთან და ჩემთან გამართულ შეხვედრაზე ალეკო ელისაშვილმა (პარტია „მოქალაქეების“ ლდერი) უკმაყოფილება გამოთქვა და ჩვენ გადავწყვიტეთ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის გამოსვლის დრო 15 წუთამდე გაგვეზარდა“, – განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერებას, მდინარაძის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე მოხდება, რომელი 2 თებერვალს გაიმართება.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს რეგლამენტში ცვლილებებს, რომლითაც ოპოზიციონერ დეპუტატებს დამატებითი უფლებები ეძლევათ.
ცვლილებების პროექტის ინიცირება დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე მოხდა.
პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევის პროცედურას იწყებს>>>
სადეპუტატო უფლებამოსილება 51 დეპუტატს შეუწყდება, რომლებმაც გასული წლის ბოლოს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართეს. კერძოდ: ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველოს (5), „სტრატეგია აღმაშენებლის“ (4), „ლელო საქართველოსთვის (4), „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ (1) წარმომადგენლებს, ასევე ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც კენჭი იყარა პარტიიდან „გირჩი“.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილვის შემდეგ, საკითხი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნებ საჭირო.