ყველაზე უჩვეულო და ორიგინალური ნაძვის ხეები 2020 წელს ფოტო

92
(განახლებულია 16:48 28.12.2020)
  • ომარების ხაფანგებით აწყობილი ნაძვის ხე ფლორიდაში
  • მსოფლიოს ყველაზე დიდი ნაძვის ხე იტალიაში
  • აივნის დეკორაცია ვილნიუსში
  • არატრადიციული ნაძის ხე დიდ ბრიტანეთში
  • რესპირატორებით აწყობილი ნაძვის ხე რიაზანში
  • მადრიდის ნაძვის ხე
  • ელექტრონული ნაძვის ხე ლონდონში
  • „იმედის ხე“ ლონდონის რკინიგზის მოედანზე
  • ნაძვის ხის ინსტალაცია ვენეციაში
  • ნაძვის ხე ვილნიუსში
ნაძვის ხის მორთვა ერთ-ერთი ის ტრადიციაა, რომელიც მრავალ უბედურებას უძლებს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ახალი წლის ყველაზე უჩვეულო ნაძვის ხეების სურათები.

კორონავირუსის გამო მთელ მსოფლიოში შეიცვალა საახალწლო და საშობაო ტრადიციები და გაუქმდა უამრავი ღონისძიება.

მთელმა მსოფლიომ მიიღო დამატებითი ზომები და განაახლა კარანტინი COVID-19-ის პანდემიის გაგრძელების გამო, მაგრამ ყველგან შეეცადნენ ნაწილობრივ მაინც შეენარჩუნებინათ საზეიმო განწყობა. ამიტომ მსოფლიოს ქალაქების უმეტესობაში გააკეთეს ყველაფერი, რომ ნაძვის ხეები მაინც დაედგათ და მოერთოთ.

92
  • ომარების ხაფანგებით აწყობილი ნაძვის ხე ფლორიდაში
    © REUTERS / Carol Tedesco/Florida Keys News Bureau

    ომარების ხაფანგებით აწყობილი ნაძვის ხე ფლორიდაში

  • მსოფლიოს ყველაზე დიდი ნაძვის ხე იტალიაში
    © REUTERS / Yara Nardi

    მსოფლიოს ყველაზე დიდი ნაძვის ხე იტალიაში

  • აივნის დეკორაცია ვილნიუსში
    © AP Photo / Mindaugas Kulbis

    აივნის დეკორაცია ვილნიუსში

  • არატრადიციული ნაძის ხე დიდ ბრიტანეთში
    © AP Photo / Matt Dunham

    არატრადიციული ნაძის ხე დიდ ბრიტანეთში

  • რესპირატორებით აწყობილი ნაძვის ხე რიაზანში
    © REUTERS / Maxim Shemetov

    რესპირატორებით აწყობილი ნაძვის ხე რიაზანში

  • მადრიდის ნაძვის ხე
    © REUTERS / Sergio Perez

    მადრიდის ნაძვის ხე

  • ელექტრონული ნაძვის ხე ლონდონში
    © AP Photo / Matt Dunham

    ელექტრონული ნაძვის ხე ლონდონში

  • „იმედის ხე“ ლონდონის რკინიგზის მოედანზე
    © AFP / Tolga Akmen

    „იმედის ხე“ ლონდონის რკინიგზის მოედანზე

  • ნაძვის ხის ინსტალაცია ვენეციაში
    © AFP / Andrea Pattaro

    ნაძვის ხის ინსტალაცია ვენეციაში

  • ნაძვის ხე ვილნიუსში
    © AFP / Petras Malukas

    ნაძვის ხე ვილნიუსში

იშვიათი სანახაობა: თოვლი და პალმები ბათუმში - ფოტო

120
  • თოვლი ბათუმში იშვიათი მოვლენაა
  • ქალაქის ქუჩები თეთრ ფერში შეიმოსა
  • ბათუმის პალმებიც თოვლშია, თუმცა ზღვამდე აქედან საკმაოდ ახლოა
  • ბევრი მანქანა უძრავად დგას - მათი მძღოლები ასეთ ამინდში სახლში დარჩენას ამჯობინებენ
  • ისედაც ცარიელი ქუჩები საღამოს უკაცრიელი ხდება
  • ასე გამოიყურება ბათუმის ახალი სტადიონი - მისი მშენებლობა პანდემიის პერიოდში დასრულდა, თუმცა ეს ის აუცილებლად მრავალჯერ უმასპინძლებს სპორტსმენებსა და მაყურებლებს
  • ამ დროს კი თოვა არ წყდება
  • ბათუმის ცნობილი კაფე „ფანტაზია“ თოვლში
  • უცნაურია, თუმცა საღამოს ბულვართან მდებარე პარკში ადამიანები სეირნობენ
  • ეს დასამახსოვრებელი სანახაობაა - თოვლი მალე გადნება
  • ზოგი ბილიკი თოვლისგან არ გაუწმენდავთ - ალბათ ქალაქში მალე მზიან ამინდს ელოდებიან
  • მაგრამ სანამ ბათუმის ქუჩები თოვლიანია, ამ ხედებით დატკბობა აუცილებელია. ეს ქალაქი ხომ ყველა ამინდში ძალიან ლამაზია
ბათუმი ყველასთვის მზიან ამინდთან ასოცირდება, თუმცა ზამთარში ქალაქი ასევე შეუდარებელია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში თოვლიანი ბათუმის სურათები

ბათუმის ქუჩები, საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, თოვლით დაიფარა. ქალაქში ნამდვილი ზამთარი დადგა. გზებზე ყინულია, ქვეითთა ბილიკი სველი და სრიალა. მიუხედავად ამისა, ქალაქი ზამთარში ულამაზესია. განსაკუთრებით საღამოს, ქალაქის განათებების ფონზე. საინტერესოა, თავს როგორ გრძნობენ პალმები? ისინიც ხომ თოვლსა და სიცივეში არიან.

120
  • თოვლი ბათუმში იშვიათი მოვლენაა
    © Sputnik / Seyran Baroyan

    თოვლი ბათუმში იშვიათი მოვლენაა

  • ქალაქის ქუჩები თეთრ ფერში შეიმოსა
    © Sputnik / STRINGER

    ქალაქის ქუჩები თეთრ ფერში შეიმოსა

  • ბათუმის პალმებიც თოვლშია, თუმცა ზღვამდე აქედან საკმაოდ ახლოა
    © Sputnik / Seyran Baroyan

    ბათუმის პალმებიც თოვლშია, თუმცა ზღვამდე აქედან საკმაოდ ახლოა

  • ბევრი მანქანა უძრავად დგას - მათი მძღოლები ასეთ ამინდში სახლში დარჩენას ამჯობინებენ
    © Sputnik / Seyran Baroyan

    ბევრი მანქანა უძრავად დგას - მათი მძღოლები ასეთ ამინდში სახლში დარჩენას ამჯობინებენ

  • ისედაც ცარიელი ქუჩები საღამოს უკაცრიელი ხდება
    © Sputnik / Seyran Baroyan

    ისედაც ცარიელი ქუჩები საღამოს უკაცრიელი ხდება

  • ასე გამოიყურება ბათუმის ახალი სტადიონი - მისი მშენებლობა პანდემიის პერიოდში დასრულდა, თუმცა ეს ის აუცილებლად მრავალჯერ უმასპინძლებს სპორტსმენებსა და მაყურებლებს
    © Sputnik / Seyran Baroyan

    ასე გამოიყურება ბათუმის ახალი სტადიონი - მისი მშენებლობა პანდემიის პერიოდში დასრულდა, თუმცა ეს ის აუცილებლად მრავალჯერ უმასპინძლებს სპორტსმენებსა და მაყურებლებს

  • ამ დროს კი თოვა არ წყდება
    © Sputnik / Seyran Baroyan

    ამ დროს კი თოვა არ წყდება

  • ბათუმის ცნობილი კაფე „ფანტაზია“ თოვლში
    © Sputnik / Seyran Baroyan

    ბათუმის ცნობილი კაფე „ფანტაზია“ თოვლში

  • უცნაურია, თუმცა საღამოს ბულვართან მდებარე პარკში ადამიანები სეირნობენ
    © Sputnik / Seyran Baroyan

    უცნაურია, თუმცა საღამოს ბულვართან მდებარე პარკში ადამიანები სეირნობენ

  • ეს დასამახსოვრებელი სანახაობაა - თოვლი მალე გადნება
    © Sputnik / Seyran Baroyan

    ეს დასამახსოვრებელი სანახაობაა - თოვლი მალე გადნება

  • ზოგი ბილიკი თოვლისგან არ გაუწმენდავთ - ალბათ ქალაქში მალე მზიან ამინდს ელოდებიან
    © Sputnik / Seyran Baroyan

    ზოგი ბილიკი თოვლისგან არ გაუწმენდავთ - ალბათ ქალაქში მალე მზიან ამინდს ელოდებიან

  • მაგრამ სანამ ბათუმის ქუჩები თოვლიანია, ამ ხედებით დატკბობა აუცილებელია. ეს ქალაქი ხომ ყველა ამინდში ძალიან ლამაზია
    © Sputnik / Seyran Baroyan

    მაგრამ სანამ ბათუმის ქუჩები თოვლიანია, ამ ხედებით დატკბობა აუცილებელია. ეს ქალაქი ხომ ყველა ამინდში ძალიან ლამაზია

აფეთქება მადრიდში: ნგრევა და მსხვერპლი ფოტო

137
(განახლებულია 19:22 21.01.2021)
  • ოთხშაბათს ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე დიდი აფეთქება მოხდა
  • დაინგრა შენობის ოთხი სართული
  • შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
  • ერთი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა
  • მედიის ცნობით, დაშავებულია რვა ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში
  • ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელი ხოსე მანუელ ფრანკო აცხადებს, რომ აფეთქება ბუნებრივი გაზის გამო მოხდა
  • ფრანკოს თქმით. სახლში გაზის ქვაბის  სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა
  • დაიღუპა ერთი ქუჩაში მიმავალი ქალი და ორი შენობაში მყოფი ადამიანი
  • მაშველები ფიქრობენ, რომ ნანგრევების გაწმენდის შემდეგ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება
  • აფეთქების ეპიცენტრის მახლობლად მოხუცთა თავშესაფარი მდებარეობს
  • მისი ბინადრები არ დაშავებულან. მიმდინარეობს ევაკუაცია
  • ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურები, მეხანძრეები, ექიმები და პოლიცია
მადრიდის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობის რამდენიმე ზედა სართული დაინგრა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სურათები შემთხვევის ადგილიდან.

ძლიერი აფეთქება მოხდა პუერტა-დე-ტოლედოს რაიონში მადრიდში. დაინგრა ერთი შენობის ოთხი სართული, რომელშიც ეკლესია Iglesia de la Virgen de la Paloma-ს მსახური სასულიერო პირები ცხოვრობენ.

აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, ერთი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელმა ხოსე მანუელ ფრანკომ განაცხადა.

აფეთქების ადგილთან ახლოს მდებარეობს მოხუცებულთა თავშესაფარი. მისი ბინადრები არ დაშავებულან, მოხდა მათი ევაკუაცია.

137
  • ოთხშაბათს ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე დიდი აფეთქება მოხდა
    © AP Photo / Europa Press

    ოთხშაბათს ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე დიდი აფეთქება მოხდა

  • დაინგრა შენობის ოთხი სართული
    © REUTERS / Susana Vera

    დაინგრა შენობის ოთხი სართული

  • შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
    © REUTERS / Susana Vera

    შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

  • ერთი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა
    © REUTERS / Susana Vera

    ერთი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

  • მედიის ცნობით, დაშავებულია რვა ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში
    © AFP / Gabriel Bouys

    მედიის ცნობით, დაშავებულია რვა ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში

  • ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელი ხოსე მანუელ ფრანკო აცხადებს, რომ აფეთქება ბუნებრივი გაზის გამო მოხდა
    © AP Photo / Manu Fernandez

    ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელი ხოსე მანუელ ფრანკო აცხადებს, რომ აფეთქება ბუნებრივი გაზის გამო მოხდა

  • ფრანკოს თქმით. სახლში გაზის ქვაბის  სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა
    © AFP / Gabriel Bouys

    ფრანკოს თქმით. სახლში გაზის ქვაბის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა

  • დაიღუპა ერთი ქუჩაში მიმავალი ქალი და ორი შენობაში მყოფი ადამიანი
    © REUTERS / Susana Vera

    დაიღუპა ერთი ქუჩაში მიმავალი ქალი და ორი შენობაში მყოფი ადამიანი

  • მაშველები ფიქრობენ, რომ ნანგრევების გაწმენდის შემდეგ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება
    © AP Photo / Bernat Armangue

    მაშველები ფიქრობენ, რომ ნანგრევების გაწმენდის შემდეგ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება

  • აფეთქების ეპიცენტრის მახლობლად მოხუცთა თავშესაფარი მდებარეობს
    © REUTERS / Susana Vera

    აფეთქების ეპიცენტრის მახლობლად მოხუცთა თავშესაფარი მდებარეობს

  • მისი ბინადრები არ დაშავებულან. მიმდინარეობს ევაკუაცია
    © REUTERS / Sergio Perez

    მისი ბინადრები არ დაშავებულან. მიმდინარეობს ევაკუაცია

  • ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურები, მეხანძრეები, ექიმები და პოლიცია
    © AFP / Gabriel Bouys

    ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურები, მეხანძრეები, ექიმები და პოლიცია

წიწვოვანი ტყით დაფარული კლდე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 იანვარი

0
(განახლებულია 10:21 22.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 23 იანვარია, შაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

დღეს პრიორიტეტული ლოგიკა და პრაგმატიზმი იქნება. გამძაფრდება ისეთი თვისებები, როგორიცაა გონივრულობა, ფხიზელი გათვლები, ემოციები და გრძნობები მეორე პლანზე გადაიწევს. ლოგიკა სიყვარულშიც კი „ჩაერევა“, ამიტომ ეს დღე სრულიად არ შეესაბამება რომანტიკულ „სიგიჟეებს“, სამაგიეროდ იდეალურია კონკრეტული ნაბიჯებისა და წინადადებებისთვის. სხვა სფეროებში ცივი გონება ყველაზე რთული ამოცანების ამოხსნაშიც კი დაგვეხმარება.

ბედის სიურპრიზები 2021 წელს და ზოდიაქოს სამი რჩეული ნიშანი>>

ვერძი: დღეს ინტელექტუალური და ფილოსოფიური საუბრების ხასიათზე დადგებით, ამიტომ თქვენი მთავარი მიზანი ღირსეული თანამოსაუბრის პოვნა იქნება. თუნდაც ასეთი პიროვნება ვერ იპოვოთ, საკუთარ მოთხოვნილებას მაინც დაიკმაყოფილებთ თუნდაც უბრალო მეგობრულ საუბარში, რომელიც შეგიძლიათ გადააქციოთ ინტელექტუალურ კამათად ან ერუდიციაში აზრატულ შეჯიბრებაში. თქვენთვის მთავარი არა შედეგი, არამედ აზრების ემოციური გაცვლის პროცესი გახდება.

კურო: დღევანდელი დრო შეგიძლიათ დაუთმოთ გეგმების შედგენას და განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც ძალიან გეფონებათ გულზე. ვარსკვლავები დახმარებას გპირდებიან ნებისმიერ პროექტში, რომელიც თანხებთან და მის გონივრულ ინვესტიციებთან, ბიზნესის გაფართოებასთან ან შვებულების საინტერესო ადგილას გატარებასთან არის დაკავშირებული. თქვენი გონება მკაფიოდ და კონსტრუქციულად იმუშავებს, ხოლო იდეების მთავარი ღირსება პრაქტიკულობა იქნება.

ტყუპი: ეს ის დღეა, როდესაც, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ საკითხში შეგიძლიათ სიცხადის შეტანა. თქვენი გონება იმუშავებს მკაფიოდ, გააანალიზებს და ლოგიკურად გადაწყვეტს ამოცანებს. თუ რამე საკითხის არსში ჩაწვდომა მოგინდებათ, საკმარისი იქნება ფაქტების მოპოვება, ხოლო სწორ დასკვნებს თავად გამოიტანთ. თქვენი გამჭრიახობა ირგვლივ მყოფთა თვალში განსაკუთრებულად მომხიბლავი აღმოჩნდება და ეს გასაგებიცაა – არაფერი ისე არ ამშვენებს ადამიანს, როგორც საკუთარ თავთან მეგობრობა.

კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, ჩაიხედოთ საკუთარ გულში და დაფიქრდეთ, რომელიმე საკითხში ჩიხში ხომ არ შეხვედით? შესაძლოა, ასეც არის, მაგრამ გეშინიათ, რომ ამაში საკუთარ თავს გამოუტყდეთ. არა აქვს მნიშვნელობა, რას ეხება ეს საკითხი – მეგობრობას, მუშაობას, ფულსა თუ სიყვარულს. მთავარი ისაა, რომ თავის მოტყუების დრომ ჩაიარა, დროა, ფაქტებს პირდაპირ შეხედოთ თვალებში. თუ მოვლენებს გააანალიზებთ, მიხვდებით, რომ გზას გადაუხვიეთ, მაგრამ ეს საშიში არაა. კარგი დღეა იმისთვის, რომ გათავისუფლდეთ ილუზიებისგან და სხვადასხვა ვარიანტიდან ერთი სწორი შეარჩიოთ.

ლომი: ასტროლოგები გირჩევენ, ერთ–ერთი ადამიანი, რომელიც თქვენ გვერდითაა, კარგად გაიცნოთ. არ არის აუცილებელი, ეს რომანტიკული სწრაფვის ობიექტი იყოს. შეიძლება აღმოჩნდეს უბრალო ნაცნობი, კოლეგა ან შემთხვევითი ადამიანი. დღეს თქვენს ურთიერთობებში ლოგიკა იქნება წინა პლანზე წამოწეული და გაქვთ შანსი, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოთ ნებისმიერზე. ჩვეულებრივ საუბარს, მაგალითად ამინდზე, სჯობს, თანამოსაუბრის ბიოგრაფიისა და მისწრაფებების შესახებ მეტი ინფორმაცია გაიგოთ, თქვენიც გაუზიაროთ და ურთიერთობები ახალ დონეზე გადაიყვანოთ. ეს მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ.

ქალწული: დღეს კარგი იქნება, თუ ორომტრიალს გაერიდებით და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩებით, საკუთარ გულს მოუსმენთ. ფილოსოფიურად განწყობილებს თამამად შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვის დასმა – არის დიდი ალბათობა იმისა, რომ თუ საკუთარ თავში ჩაიხედავთ, პასუხსაც მიიღებთ. არ შეუშინდეთ ისეთ გლობალურ კითხვებსაც კი, როგორიცაა „რა მინდა ამ ცხოვრებისგან?“ „რა გავაკეთო მომავალში?“ და ა.შ. ამის პასუხები არის, ის თქვენს სულში ღრმადაა ჩამალული და სადღაც გულის კუთხე–კუნჭულში პასუხები უკვე იცით კიდეც.

სასწორი: დღეს თქვენი წარმატების გარანტი საკუთარი ძალების ობიექტურად შეფასებაა. დღის განმავლობაში შეიძლება გაჩნდეს ისეთი ვითარება, როდესაც სპეციალისტის კონსულტაცია დაგჭირდებათ. შესაძლოა, ეს ინფორმაციის ნაკლებობა იყოს, ან ექიმის რჩევა დაგჭირდეთ. ასეა თუ ისე, უნდა გახსოვდეთ, რომ ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი – უკეთესი. ყველას რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონდეს, დღემდე პირველყოფილებივით გამოქვაბულებში ვიცხოვრებდით.

მორიელი: დღეს, შესაძლოა, დისკუსიის სურვილი გაგიჩნდეთ. ამასთან მარტო დისკუსიის კი არა, არამედ სკანდალის. თქვენი საბრძოლო განწყობა კამათში გამოვლინდება, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ გარშემომყოფებს თქვენი სიმართლე დაუმტკიცოთ და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება. ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ, ისაა, რომ დაეთანხმონ თქვენს არგუმენტებს და აღიარონ თქვენი ინტელექტუალური უპირატესობა – ასეთ შემთხვევაში სრულიად კმაყოფილი დარჩებით.

მშვილდოსანი: დღეს თავდაჯერებულობა მოგაკლდებათ. მერყეობა მოგეძალებათ თითქმის ყველა საქმეში, რასაც ხელს მოჰკიდებთ. ეს, რა თქმა უნდა, თქვენს საქმიანობაზე კარგად არ აისახება. თუნდაც ყველაფერი თავისი რიგით მიდიოდეს, მაინც უამრავი ეჭვი გაგიჩნდებათ. ამის გამო შეიძლება საქმე დაყოვნდეს, შეფერხდეს. აუცილებელია, რომ დილიდანვე განეწყოთ აქტიურად, საქმიანად. ამისთვის საკმარისი იქნება დილის ვარჯიში და კონტრასტული შხაპის მიღება. ნახავთ, რომ ცხოვრებაში ახალი ნათელი ფერები შემოიჭრება და მერყეობა სადღაც გაქრება.

თხის რქა: დღეს გაქვთ შანსი, რომ რაღაც ახალი ვალდებულებები აიღოთ, რომლებიც კარგ პერსპექტივებს გპირდებათ. საუბარი შეიძლება იყოს ხელისა და გულის შემოთავაზებაზე, სამუშაოს ახალ მიმართულებაზე, კარიერაზე და ა.შ. თუ ასე არ მოხდა, შეიძლება ახალ იდეას ან ვითარებას „გადაეყაროთ“, რომელიც დროთა განმავლობაში ახალ სიმაღლეზე აგიყვანთ. ექსპერტები გირჩევენ, არ შეუშინდეთ ახალ ვალდებულებებსა და მოვალეობებს – ის საკმაოდ კარგ წარმატებებს მოგიტანთ.

მერწყული: დღეს, თუ მოინდომებთ, ნებისმიერ საუბარში შეძლებთ თქვენი ცოდნითა და გონებით გაბრწყინებას. ხართ ძალზე კომუნიკაბელური და გაქვთ უნარი, რომ თანამოსაუბრეს საკუთარი ერუდიცია ძალდაუტანებლად წარუდგინოთ. ეს დაგეხმარებათ სხვადასხვა პროექტის წარდგენაში, მოლაპარაკებების წარმოებაში და სხვ. ინტელექტუალურ ურთიერთობებში ტოლს ვერავინ დაგიდებთ. თქვენი ერუდიცია აქტუალური იქნება ყველაფერში, სიყვარულშიც კი.

თევზები: დღეს, შესაძლოა, საკუთარი სახლის ან რამე პირადი სივრცის – ავტომობილის, აგარაკის, სამუშაო ადგილის მოწყობის სურვილი გაგიჩნდეთ. ამასთან, ამ პროცესში სხვების ჩართვის სურვილიც გაიღვიძებს – თქვენი იდეები იმდენად „გლობალური“ იქნება, რომ მარტო ამას ვერ გაუმკლავდებით. თქვენს ახლობლებს გაუმართლებს, თუ მხოლოდ საფუძვლიანი დალაგებით შემოიფარგლებით. ისეთ განწყობაზე ხართ, რომ არაა გამორიცხული, კაპიტალური რემონტიც კი წამოიწყოთ.

0