გორში 21 დეკემბერს იოსებ სტალინის დაბადების დღე აღნიშნეს - ფოტო

123
(განახლებულია 22:22 21.12.2020)
  • იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი გორში. ბელადის თაყვანისმცემლების შეკრების ტრადიციული ადგილი
  • 21 დეკემბერი - თარიღი, რომელსაც, ტრადიციულად აღნიშნავენ ქართველი სტალინისტები
  • თუმცა წელს სახლ-მუზეუმთან გაცილებით ნაკლები ადამიანი მივიდა, ვიდრე გასულ წლებში
  • ამის მიზეზი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებია
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს
  • ასაკოვანი ადამიანები კი თავს იკავებენ სახლიდან გამოსვლისგან
  • სახლ-მუზეუმთან მისულები პირბადეებს იყენებდნენ, რომლებზეც, ზოგიერთს ლოზუნგები და საბჭური სიმბოლიკა ჰქონდა დატანილი
  • ხალხის მცირე რაოდენობის გამო, ტრადიციული მსვლელობა არ გამართულა
  • მათ ყვავილები მიიტანეს სტალინის პატარა ძეგლთან. ბელადის დიდი ძეგლი გორის ცენტრში მიხეილ სააკაშილის პრეზიდენტობის დროს აიღეს
  • მიუხედავად მთავრობის დაპირებისა, სტალინის დიდი ძეგლი მისი სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არ დაუდგამთ
  • ასე მოკრძალებულად აღინიშნა სტალინის დაბადების დღე
  • ღონისძიების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ისინი განაგრძობენ ქალაქის ცენტრში სტალინის ძეგლის დადგმას, რომელიც 2010 წელს აიღეს
გორში 21 დეკემბერს ბელადის თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, როგორ აღნიშნეს მათ ეს თარიღი

ყოველი წლის 21 დეკემბერს გორში ტრადიციულად იკრიბებიან სტალინის თაყვანისმცემლები მისი დაბადების დღის აღსანიშნავად.

პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვების გამო საზეიმო ღონისძიებები მოკრძალებულად გაიმართა - იოსებ ჯუღაშვილის სახლ-მუზეუმთან რამდენიმე ადამიანი მივიდა.

ბელადის თაყვანისმცემლებმა წელს სახლ-მუზეუმიდან ცენტრალურ მოედნამდე, სადაც ადრე სტალინის ძეგლი იდგა, მსვლელობაზეც უარი თქვეს.

 

123
  • იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი გორში. ბელადის თაყვანისმცემლების შეკრების ტრადიციული ადგილი
    © Sputnik / STRINGER

    იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი გორში. ბელადის თაყვანისმცემლების შეკრების ტრადიციული ადგილი

  • 21 დეკემბერი - თარიღი, რომელსაც, ტრადიციულად აღნიშნავენ ქართველი სტალინისტები
    © Sputnik / STRINGER

    21 დეკემბერი - თარიღი, რომელსაც, ტრადიციულად აღნიშნავენ ქართველი სტალინისტები

  • თუმცა წელს სახლ-მუზეუმთან გაცილებით ნაკლები ადამიანი მივიდა, ვიდრე გასულ წლებში
    © Sputnik / STRINGER

    თუმცა წელს სახლ-მუზეუმთან გაცილებით ნაკლები ადამიანი მივიდა, ვიდრე გასულ წლებში

  • ამის მიზეზი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებია
    © Sputnik / STRINGER

    ამის მიზეზი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებია

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს
    © Sputnik / STRINGER

    საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს

  • ასაკოვანი ადამიანები კი თავს იკავებენ სახლიდან გამოსვლისგან
    © Sputnik / STRINGER

    ასაკოვანი ადამიანები კი თავს იკავებენ სახლიდან გამოსვლისგან

  • სახლ-მუზეუმთან მისულები პირბადეებს იყენებდნენ, რომლებზეც, ზოგიერთს ლოზუნგები და საბჭური სიმბოლიკა ჰქონდა დატანილი
    © Sputnik / STRINGER

    სახლ-მუზეუმთან მისულები პირბადეებს იყენებდნენ, რომლებზეც, ზოგიერთს ლოზუნგები და საბჭური სიმბოლიკა ჰქონდა დატანილი

  • ხალხის მცირე რაოდენობის გამო, ტრადიციული მსვლელობა არ გამართულა
    © Sputnik / STRINGER

    ხალხის მცირე რაოდენობის გამო, ტრადიციული მსვლელობა არ გამართულა

  • მათ ყვავილები მიიტანეს სტალინის პატარა ძეგლთან. ბელადის დიდი ძეგლი გორის ცენტრში მიხეილ სააკაშილის პრეზიდენტობის დროს აიღეს
    © Sputnik / STRINGER

    მათ ყვავილები მიიტანეს სტალინის პატარა ძეგლთან. ბელადის დიდი ძეგლი გორის ცენტრში მიხეილ სააკაშილის პრეზიდენტობის დროს აიღეს

  • მიუხედავად მთავრობის დაპირებისა, სტალინის დიდი ძეგლი მისი სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არ დაუდგამთ
    © Sputnik / STRINGER

    მიუხედავად მთავრობის დაპირებისა, სტალინის დიდი ძეგლი მისი სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არ დაუდგამთ

  • ასე მოკრძალებულად აღინიშნა სტალინის დაბადების დღე
    © Sputnik / STRINGER

    ასე მოკრძალებულად აღინიშნა სტალინის დაბადების დღე

  • ღონისძიების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ისინი განაგრძობენ ქალაქის ცენტრში სტალინის ძეგლის დადგმას, რომელიც 2010 წელს აიღეს
    © Sputnik / STRINGER

    ღონისძიების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ისინი განაგრძობენ ქალაქის ცენტრში სტალინის ძეგლის დადგმას, რომელიც 2010 წელს აიღეს

ხმაურიანი კვირა: თბილისში აკრძალვები გააპროტესტეს ფოტო

84
(განახლებულია 18:30 25.01.2021)
  • კვირას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ასობით ადამიანმა გააპროტესტა
  • აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა
  • მასში მონაწილეობდნენ სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის და სხვადასხვა სახის ბიზნესის წარომადგენლები
  • მათ დიდ ნაწილს ეკეთა პირბადე
  • აქციაზე წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფდა
  • აქციის მონაწილეთა ნაწილი თავიდან პარლამენტთან გამოხატავდა პროტესტს
  • ზამთრის სპორტის მოყვარულებმა აქციაზე შვილებიც მიიყვანეს
  • მომიტინგეები რუპორებით და პრესის საშუალებით ცდილობდნენ მთავრობისათვის გაეგონებინათ საკუთარი მოთხოვნები
  • აქციაზე უამრავი ჟურნალისტი და ბლოგერი იმყოფებოდა
  • აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა
  • თუმცა აქტივისტების ნაწილმა გადაწყვიტა მიტინგი კომენდანტის საათის დროს გაეგრძელებინა
  • ცხრა საათის შემდეგ მათ ჟურნალისტების თანხლებით მსვლელობა გამართეს ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც მოითხოვდნენ კომენდანტის საათის გაუქმებას და აქტივისტი ირაკლი ფანგანის გათავისუფლებას, რომელიც ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის ურნის სროლისთვის დააკავეს
კვირას მთელი დღის განმავლობაში საზოგადოების ნაწილი სამთავრობო შენობებთან ქვეყანაში მოქმედ შეზღუდვებს აპროტესტებდა. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები.

დასვენება, როგორც ჩანს, პერმანენტულად იქცა – საახალწლო ორკვირიანი „არდადეგები“ უსასრულოდ გრძელდება. მკაცრი შეზღუდვების დაწყებიდან ქვეყანაში შეჩერებულია ბაზრობების, მაღაზიების, რესტორნების, კაფეების, სპორტდარბაზებისა და სხვა ობიექტების მუშაობა. ასევე დაკეტილია სკოლები და საბავშვო ბაღები, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოქმედებს კომენდანტის საათი. უამრავი ბიზნესი და მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანი კარგავს შემოსავლებს. ისინი, ვინც უკმაყოფილო არიან სიტუაციით, კვირას პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოვიდნენ.

84
  • კვირას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ასობით ადამიანმა გააპროტესტა
    © Sputnik / STRINGER

    კვირას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ასობით ადამიანმა გააპროტესტა

  • აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა
    © Sputnik / STRINGER

    აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა

  • მასში მონაწილეობდნენ სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის და სხვადასხვა სახის ბიზნესის წარომადგენლები
    © Sputnik / STRINGER

    მასში მონაწილეობდნენ სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის და სხვადასხვა სახის ბიზნესის წარომადგენლები

  • მათ დიდ ნაწილს ეკეთა პირბადე
    © Sputnik / STRINGER

    მათ დიდ ნაწილს ეკეთა პირბადე

  • აქციაზე წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფდა
    © Sputnik / STRINGER

    აქციაზე წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფდა

  • აქციის მონაწილეთა ნაწილი თავიდან პარლამენტთან გამოხატავდა პროტესტს
    © Sputnik / STRINGER

    აქციის მონაწილეთა ნაწილი თავიდან პარლამენტთან გამოხატავდა პროტესტს

  • ზამთრის სპორტის მოყვარულებმა აქციაზე შვილებიც მიიყვანეს
    © Sputnik / STRINGER

    ზამთრის სპორტის მოყვარულებმა აქციაზე შვილებიც მიიყვანეს

  • მომიტინგეები რუპორებით და პრესის საშუალებით ცდილობდნენ მთავრობისათვის გაეგონებინათ საკუთარი მოთხოვნები
    © Sputnik / STRINGER

    მომიტინგეები რუპორებით და პრესის საშუალებით ცდილობდნენ მთავრობისათვის გაეგონებინათ საკუთარი მოთხოვნები

  • აქციაზე უამრავი ჟურნალისტი და ბლოგერი იმყოფებოდა
    © Sputnik / STRINGER

    აქციაზე უამრავი ჟურნალისტი და ბლოგერი იმყოფებოდა

  • აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა
    © Sputnik / STRINGER

    აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა

  • თუმცა აქტივისტების ნაწილმა გადაწყვიტა მიტინგი კომენდანტის საათის დროს გაეგრძელებინა
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    თუმცა აქტივისტების ნაწილმა გადაწყვიტა მიტინგი კომენდანტის საათის დროს გაეგრძელებინა

  • ცხრა საათის შემდეგ მათ ჟურნალისტების თანხლებით მსვლელობა გამართეს ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც მოითხოვდნენ კომენდანტის საათის გაუქმებას და აქტივისტი ირაკლი ფანგანის გათავისუფლებას, რომელიც ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის ურნის სროლისთვის დააკავეს
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    ცხრა საათის შემდეგ მათ ჟურნალისტების თანხლებით მსვლელობა გამართეს ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც მოითხოვდნენ კომენდანტის საათის გაუქმებას და აქტივისტი ირაკლი ფანგანის გათავისუფლებას, რომელიც ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის ურნის სროლისთვის დააკავეს

ყველაზე სასურველი და ყველაზე იდეალური: ვარსკვლავების სახეები ოქროს კვეთით ფოტო

126
(განახლებულია 17:22 25.01.2021)
  • ჟურნალმა The Sun გამოაქვეყნა იდეალური სახის მქონე ცნობილი ადამიანების სია. სანიმუშო პროპორციულობის მხრივ პირველი ადგილი მსახიობმა მიშელ კიგანმა დაიკავა
  • სიაში მოხვდა პრინცი ჰარის მეუღლე მეგან მარკლი
  • და, რაღა თქმა უნდა, კიმ კარდაშიანი
  • სიაში ადგილი ერგო ბრიტანელ მსახიობ და ტელეწამყვან ამანდა ჰოლდენსაც
  • იდეალური პროპორციები აქვს ბრიტანელ მსახიობ და მომღერალ რიტა ორას
  • და კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინ მიდლტონსაც
  • იდეალური სახის ნაკვთების მქონთა შორის მოხვდა მსახიობი სუზანა რეიდი
  • ასევე ბრიტანელი ვარსკვლავი ბილი ფაიერსი
  • და ბრიტანელი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელი ჰოლი უილობი
პროპორციულობა სამყაროში უამრავი სახით გვხვდება, მათ შორის ადამიანებშიც. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები იმ ცნობილი ადამიანებისა, რომელთა მიმზიდველობაც მეცნიერულად არის დასაბუთებული ოქროს კვეთის პრინციპით.

ჯერ კიდევ ანტიკური სამყაროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყველაფერი ლამაზი სამყაროში ოქროს კვეთის პრინციპით შეიქმნა და სილამაზე გარკვეულ პროპორციებს შეესაბამება, მათ შორისაა ქალის სახეც.

ბრიტანელმა პლასტიკურმა ქირურგმა ჯულიან დე სილვამ შეადგინა ცნობილი ქალების სია, რომელთა სახეებიც მაქსიმალურად პროპორციულია.

126
  • ჟურნალმა The Sun გამოაქვეყნა იდეალური სახის მქონე ცნობილი ადამიანების სია. სანიმუშო პროპორციულობის მხრივ პირველი ადგილი მსახიობმა მიშელ კიგანმა დაიკავა
    © AP Photo / Joel C Ryan / Invision

    ჟურნალმა "The Sun" გამოაქვეყნა იდეალური სახის მქონე ცნობილი ადამიანების სია. სანიმუშო პროპორციულობის მხრივ პირველი ადგილი მსახიობმა მიშელ კიგანმა დაიკავა

  • სიაში მოხვდა პრინცი ჰარის მეუღლე მეგან მარკლი
    © AFP / Paul Edwards / Pool

    სიაში მოხვდა პრინცი ჰარის მეუღლე მეგან მარკლი

  • და, რაღა თქმა უნდა, კიმ კარდაშიანი
    © AFP / Jean-Baptiste Lacroix

    და, რაღა თქმა უნდა, კიმ კარდაშიანი

  • სიაში ადგილი ერგო ბრიტანელ მსახიობ და ტელეწამყვან ამანდა ჰოლდენსაც
    © AFP / Warren Allott

    სიაში ადგილი ერგო ბრიტანელ მსახიობ და ტელეწამყვან ამანდა ჰოლდენსაც

  • იდეალური პროპორციები აქვს ბრიტანელ მსახიობ და მომღერალ რიტა ორას
    © AFP / Getty Images / Getty Images for SHEIN

    იდეალური პროპორციები აქვს ბრიტანელ მსახიობ და მომღერალ რიტა ორას

  • და კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინ მიდლტონსაც
    © AP Photo / Eddie Mulholland

    და კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინ მიდლტონსაც

  • იდეალური სახის ნაკვთების მქონთა შორის მოხვდა მსახიობი სუზანა რეიდი
    © AP Photo / Jonathan Short / Invision

    იდეალური სახის ნაკვთების მქონთა შორის მოხვდა მსახიობი სუზანა რეიდი

  • ასევე ბრიტანელი ვარსკვლავი ბილი ფაიერსი
    © AP Photo / Joel Ryan / Invision

    ასევე ბრიტანელი ვარსკვლავი ბილი ფაიერსი

  • და ბრიტანელი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელი ჰოლი უილობი
    © AP Photo / Joel Ryan / Invision

    და ბრიტანელი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელი ჰოლი უილობი

 Georgian Water and Power-ის (GWP) თანამშრომელი

GWP: თანამშრომლების გაფიცვა წყალმომარაგებაზე არ აისახება

0
სამუშაო პირობებით უკმაყოფილო კომპანიის თანამშრომლებმა კომპანიის ადმინისტრაციას საკუთარი მოთხოვნები წაუყენეს

თბილისი,  26 იანვარი – Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian water and power–ის (GWP) განცხადებით, თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას საფრთხე არ შეექმნება, იუწყება პირველი არხი.

წყალგამანაწილებელი კომპანიის კონტრაქტორების ერთმა ნაწილმა, რომელიც კომპანიას დაქირავებული ჰყავს გარკვეული ვადით და პირობებით, ორი დღეა, უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე.

GWP–ის დაახლოებით ოცამდე თანამშრომელმა კომპანიის სასარგებლოდ შედგენილი ხელშეკრულების პირობების გადახედვა, კუთვნილ შვებულებაზე ნებართვის მიღება და ხელფასის გაზრდა მოითხოვა.

„ერთი მხრივ, ისინი არ ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს, მეორე მხრივ კი, სხვებსაც ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში, რითაც აფერხებენ კომპანიის მიმდინარე საქმიანობას. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება“, – განაცხადეს კომპანიაში.

კომპანიაში ამავე დროს ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რთული ვითარებისა და მკვეთრად შემცირებული შემოსავლებისა, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და კომპანიაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნა სამუშაო ადგილი და ანაზღაურება, მაშინ როდესაც კომპანიების დიდი ნაწილი გაჩერებულია და ადამიანები სამუშაოს გარეშე დარჩნენ.

კომპანიის განცხადებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინა კონტრაქტორებთან შექმნილი სიტუაციის განსამუხტად.

თბილისში ათასობით ოჯახი 24 საათის განმავლობაში უწყლოდ დარჩება >>

დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის სადავო საკითხების გადაწყვეტის პროცესში ჩართული იყო პროფკავშირის წარმომადგენელიც, რომელიც GWP–ის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციებს მართავდა.

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 26-27 იანვარს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ტექნიკური სამუშაოები დაიწყო, რის გამოც ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში ათასობით აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდა.

 

0