ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი და ოპოზიციის მხარდამჭერი 11 დეკემბერს პარლამენტთან ზებრის კოსტიუმით მივიდა. მან ასე გამოხატა პროტესტი პარლამენტის მუშაობის განახლების წინააღმდეგ, რადგან ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
შენობასთან მყოფი ჟურნალისტები ინტერვიუს ართმევდნენ ზებას და რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში უჩვენებდნენ.
პარლამენტთან ზებრის გამოჩენბას ფურორი მოყვა
ზებრას დეპუტატის მოწმობაც კი ქონდა
ზებრის ფორმა ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა ჩაიცვა
პარლამენტთან მყოფმა ჟურნალისტებმა ზებრასთან ინტერვიუს ჩაწერა დაიწყეს
სანამ პარლამენტში სხდომა მიმდინარეობდა, ზებრა შენობასთან იმყოფებოდა
ზებრის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა პარლამენტის შენობას შემოუარა, ჟურნალისტები კი მას ყველგან დაყვებოდნენ
პარლამენტთან მისული ზებრის ფოტოები სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა
ნიდერლანდებში ლოკდაუნის გამო არეულობა დაიწყო. მომიტინგეები აპროტესტებენ საკომენდანტო საათს. ეს პირველი შემთხვევაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მეპროტესტეებს ვერ აკავებს ვერც ჯარიმები და ვერც ექიმების გაფრთხილებები.
ამსტერდამში, ჰააგაში, როტერდამში, ზვოლესა და სხვა ქალაქებში ასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებმაც ვიტრინები ჩაამსხვრიეს და ავტომობილები დაწვეს
არეულობის მიზეზი გახდა ქვეყანაში დაწესებული საკომენდანტო საათი
პროტესტს ერთვოდა პოლიციელებზე ქვებითა და პიროტექნიკით თავდასხმა
ზოგიერთი მეპროტესტე ამსხვრვდა ვიტრინებს და ძარცვავდა მაღაზიებს
უცნობებმა ასევე ხიდი ჩაანგრიეს Amsterdam-Noord-ში
პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა
სპეცრაზმმა დაკავებები დაიწყო
არეულობების შემდეგ პოლიციაში 150-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს
არეულობები ნიდერლანდების ქალაქებში უკვე მეოთხე დღეა გრძელდება
აგრესიით ძირითადად ახალგაზრდები გამოირჩევიან
პოლიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ლოკდაუნი არ არის მომხდარის მთავარი მიზეზი
მომიტინგეები, მიუხედავად ექიმების გაფრთხილებებისა და ჯარიმებისა, შეჩერებას არ აპირებენ
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც 2021 წლის 20 იანვარს შეუდგა საქმიანობას, პირველ რიგში კაბინეტიდან „წითელი ღილაკი“ მოაშთო, რომელიც მისმა წინამორბედმა დონალდ ტრამპმა დიეტური კოლას გამოსაძახებლად დააყენებინა. პრეზიდენტმა ასევე უკან დააბრუნა ოქროსფერი ფარდები და ლურჯი ხალიჩა, რომელიც აქ ბილ კლინტონის დროს მოიტანეს.
როგორ იცვლებოდა ოვალური კაბინეტის დეკორაცია აშშ-ის 32-ე პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის დროიდან და რა ცვლილებები შეიტანა მის გაფორმებაში ჯო ბაიდენმა, იხილეთ ჩვენს ფოტოკადრებში.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოვალურ კაბინეტში დააბრუნა ოქროსფერი ფარდები და ლურჯი ხალიჩა, რომლებიც აქ პირველად ბილ კლინტონის დროს მოიტანეს. როგორც ბევრმა წინამორბედმა, მანაც დაიტოვა 1880 წელს ხომალდი „რეზოლუთის“ ხისგან დამზადებული მაგიდა
ოვალური კაბინეტი პრეზიდენტი ჯო ბაიდენის დროს
თანამედროვე ოვალური კაბინეტი 1933 წელს პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტის დროს გაფორმდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. 32-ე პრეზიდენტს ქონდა ლურჯ-მწვანე ხალიჩა და მუქი მწვანე პორტრეტები
ოვალური კაბინეტი ჯონ კენედის დროს ისეთივე იყო როგორც მისი ორ წინამორბედის - ტრუმეისა და ეიზენჰაუერის პერიოდში. კენედისათვის ოვალური კაბინეტის განახლება დაიწყეს 1963 წელს მისი დალასში გამგზავრებისას, სადაც პრეზიდენტის სიცოცხლე თავდასხმას შეეწირა
37-ე პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა კაბინეტში მუქი ლურჯი ხალიჩა დააგებინა და ოქროსფერი ფარდები დააკიდინა. ის კაბინეტად სხვა ოთახს იყენებდა, ოვალურ კაბინეტში კი, მაგალითადმ გოლფ ეთამაშებოდა კომიკოს ბობ ჰოუპს. ფოტოზე: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი და პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ოვალურ კაბინეტში
პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი კაბინეტს ძირითად სამუშაო სივრცედ იყენებდა. მან ნიქსონის მუქი ხალიჩა ოქროსფერით ჩაანაცვლა
ასე გამოიყურებოდა პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსის დროს ოვალური კაბინეტი 1990 წელს
ბილ კლინტონის სკანდალურ კაბინეტში ეკიდა რამდენიმე ნახატი, მათ შორის ჩაილდ ფრედერიკ ჰასამის „ავენიუ წვიმის დროს“, რომელიც ახლა ბაიდენმაც დააბრუნა. ხელოვნების ნიმუშებს თეთრ სახლს დროებით გამოსაყენებლად აწვდის აშშ-ის ეროვნული სამხატვრო გალერეა
ჯორჯ ბუში უმცროსის დროს კაბინეტში მოკრძალებული ფერები ჭარბობდა, ხალიჩის დიზაინი კი მის მეუღლეს - ლორას ეკუთვნოდა
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოვალურ კაბინეტში და „ავენიუ წვიმის დროს“. წითელი ფარდები აქ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის პერიოდში გამოჩნდა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქმიანობას 2021 წლის 20 იანვარს შეუდგა და პირველ რიგში კაბინეტიდან მოიშორა „წითელი ღილაკი“, რომლითაც მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი დიეტურ კოლას იძახებდა
ჯო ბაიდენმა ბევრი ცვლილება შეიტანა ოვალურ კაბინეტში. მან საოჯახო ფოტოები სამოქალაქო უფლებების დამცველი აქტივისტი ცეზარ ჩავესის ბიუსტის გარშემო განათავსა, ხოლო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილის ბიუსტი ააღებინა
დმიტრი კოსირევი
დავოსის ვირტუალურ ფორუმს, რომელიც ამ კვირაში გაიმართა, თითქოს სწორედ ასეთი მიზანი ჰქონდა: შეეკრიბა საუკეთესოები და უძლიერესები, რათა მთელი მსოფლიოსთვის შესანიშნავი მომავლის საერთო გზა მოეძებნათ. და იქ გამომსვლელთაგან ყველაზე საინტერესო ისინი უნდა იყვნენ, ვინც თქვა: ასეთი გზა არსებობს, ხვალ გუშინდელზე უკეთესი უნდა იყოს და მსოფლიოს ამის გაკეთება შეუძლია.
ბოლო დროს ხშირად ვისმენთ, რომ „მსოფლიო ისეთი აღარასდროს იქნება, როგორიც იყო“, რომ იქნება სრული საშინელება. დავოსის ორგანიზატორმა კლაუს შვაბმაც... თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით, ახლა კი ოპტიმისტებზე ვილაპარაკოთ.
ვლადიმირ პუტინმა, ისევე როგორც ყველა სხვამ, სიტყვით გამოსვლისას დიაგნოზი დასვა. უამისოდ ვერ იქნებოდა. საინტერესო გამოვიდა, იმიტომ რომ გაიჟღერა ციფრებმა და ფაქტებმა. მაგალითად:
„ბოლო 30 წლის განმავლობაში მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებში მოქალაქეთა ნახევარზე მეტის შემოსავლები სტაგნაციაში იყო, არ იზრდებოდა. ხოლო განათლების, ჯანდაცვის მომსახურების ღირებულება გაიზარდა. იცით, რამდენით? სამჯერ“.
ან ასეთი ფაქტები... თუმცა კიდევ ჩინეთზეც ვთქვათ: „თუ ერთ კაცზე დღე–ღამეში შემოსავლის დონედ 5,5 დოლარს ავიღებთ, მაშინ, მსოფლიო ბანკის შეფასებით, ჩინეთში უფრო დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანების რაოდენობა 1,1 მილიარდიდან (1999 წლის მაჩვენებელი) დაახლოებით 300 მილიონამდე შემცირდა ბოლო წლებში“. იგივე სტატისტიკა რუსეთთან მიმართებაში აჩვენებს, რომ დღე–ღამეში 5,5 დოლარზე ნაკლები შემოსავლის მქონეთა რაოდენობა 64 მილიონიდან 5 მილიონამდე შემცირდა.
პუტინის თქმით, დღეს კრიზისის საერთო დიაგნოზი ასეთია: წინანდელი მოდელი, რომელიც 30–40 წლის განმავლობაში მუშაობდა, აღდგენას არ ექვემდებარება, პანდემიურმა კრიზისმა მისი კატასტროფა დააჩქარა.
„აბსოლუტურად გასაგებია, რომ მსოფლიო ვერ წავა ეკონომიკის შენების იმ გზით, რომელიც მილიონ, ან თუნდაც „ოქროს მილიარდ“ ადამიანზე მუშაობს. ეს უბრალოდ დესტრუქციული პოზიციაა. ასეთი მოდელი არამდგრადია“.
მაგრამ „დასასრულის დადგომაზე“ დავოსშიც და დავოსამდეც ისმოდა ამა თუ იმ ფორმულირებით. ხოლო თუ მკურნალობის მეთოდებზე ვილაპარაკებთ, მოსკოვი ოთხ მარტივ და გასაგებ მიზანს ასახელებს თითოეული ხალხისა თუ ნებისმიერი საზოგადოების არსებობისთვის მომავალ ეპოქაში.
ისინი მოკლედ ასე გამოიყურება:
ამ ოთხ პუნქტს მეხუთეც ერთვის: არ იჩხუბოთ, თორემ მსოფლიო შეიძლება „ყველა ყველას წინააღმდეგ“ უმართავ ომში ჩაეფლოს. თანაც ჩხუბი დაგვიანებულიცაა — იმიტომ რომ, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა:
„ეპოქა, რომელიც ცენტრალიზებული, ერთპოლარული სამყაროს აგებას ემსახურებოდა, დასრულდა. თუმცა არც დაწყებულა. მხოლოდ მცდელობა იყო. მაგრამ ესეც დამთავრდა. მსგავსი მონოპოლია თავისი ბუნებით ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ცივილიზაციის კულტურულ, ისტორიულ მრავალსახეობას. ახლა უკვე ახალი ეპოქა უნდა აიგოს — ისე, რომ განვითარების სხვადასხვა ცენტრები, თავიანთი თვითმყოფადი მოდელებით, პოლიტიკური სისტემებით, საზოგადოებრივი ინსტიტუტებით მშვიდობიან კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს“.
დავოსის ფორუმს ბევრი თავისებურება და წყალქვეშა დინება ჰქონდა. მაგალითად, ვის მიმართავდა პუტინი? ან ვის მიმაღთა წინა დღით ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა, რომელიც არსებითად იგივეს ამბოდა? „ოქროს მილიარდსა“ და გიგანტურ კორპორაციებ, რომლებსაც დავოსი საკუთარ არენად მიაჩნიათ კაცობრიობის შემდგომი კურსის მოსანიშნად? თუ მსოფლიოს თითქმის ორასამდე ქვეყანას, რომელთა დიდი ნაწილი უმწეო მწუხარებით შეჰყურებს მოულოდნელ ტალღას, რომელიც ყველაფრის გადარეცხვით იმუქრება?
კორპორაციების და „ოქროს მილიარდის“ თაობაზე ზემოთ ნახსენებ კლაუს შვაბთან დაკავშირებული ისტორია არსებობს. საუბარია მის სენსაციურ წიგნზე „COVID-19: დიდი გადატვირთვა“, რომელიც ამჟამინდელი დავოსის ფორუმისთვის პროვოკაციად იქცა — და არა მარტო მისთვის. შვაბი წიგნში შემაშინებელი გულახდილობით ამბობს დაახლოებით ამას: პანდემია შესანიშნავი საბაბია პლანეტის, ყველა სახელმწიფოსა და საზოგადოების დასათრგუნად, მორალურად გასანადგურებლად და შესაშინებლად. და სანამ ისინი კარანტინებში, ლოკდაუნებსა და პირბადეებში ისხდებიან ჩვენი მანტრის ქვეშ „მსოფლიო აღარსდროს იქნება წინანდებური“, ჩვენ, „ოქროს მილიარდის“ ინტელექტუალური ლიდერები, ვალდებული ვართ, გადავტვირთოთ მსოფლიო ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ.
ასე რომ, მსოფლიო ვერ და არ უნდა გახდეს წინანდებური, ის უკეთესი უნდა გახდეს, და თურმე არსებობენ ქვეყნები და ადამიანები, რომლებიც ასეთი მსოფლიოსკენ მოძრაობის არასწორ კურსს ადგენენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!