ვლადიმერ ვაისი: ხუთი წელი ქართული ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ფოტო

82
(განახლებულია 20:57 17.11.2020)
  • ვლადიმირ ვაისი ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2016 წლის 14 მარტს დაინიშნა
  • მისი დებიუტი 2016 წლის 29 მარტს შედგა ყაზახეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, რომელიც დასრულდა ფრედ 1:1
  • ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ჩაატარა 47 შეხვედრა (16 ამხანაგური და 31 ოფიციალური), რომლებშიც მოიპოვა 16 გამარჯვება, 15-ჯერ ითამაშა ფრე და დამარცხდა 16-ჯერ
  • ვაისის მწვრთნელობისას ქართველმა ფეხბურთელებმა გაიტანეს 61 გოლი, გაუშვეს 52
  • სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობის დროს ქართული გუნდი 28 მეტოქეს დაუპირისპირდა, რომელთაგან ყველაზე ეგზოტიკური იყო სენტ-კიტს და ნევისი. ამ მატჩში საქართველოს ნაკრებმა 3:0 ანგარიშით გაიმარჯვა
  • ვაისი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩატარებული მატჩებით რეკორსმენია. სლოვაკ სპეციალისტამდე რეკორდი თემურ ქეცბაიას ეკუთვნოდა, რომელიც გუნდს 40 მატჩის განმავლობაში ხელმძღვანელობდა
  • ვაისის დროს ორი ყველაზე დიდი მარცხი ქართულმა ნაკრებმა განიცადა რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრისას და დანიასთან ევრო-2020-ის შესარჩევი ციკლის დროს. ორივე შეხვედრა დამთავრდა ანგარიშით 1:5
  • ხოლო ყველაზე დიდი გამარჯვება ვაისის გუნდმა 2017 წლის მარტში მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენებმა ლატვიის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში 5:0 ანგარიშით დაამარცხეს
  • ხოლო ყველაზე სენსაციური მატჩი ესპანეთთან გაიმართა. ხეტაფესთან ამხანაგურ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა 1:0 ანგარიშით გაიმარჯვეს, გოლის ავტორი თორნიკე ოქრიაშვილი იყო
  • ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ორი შესარჩევი ციკლი გაიარა - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და ევრო-2020
  • პირველ კვალიფიკაციაში ქართულ გუნდს საერთოდ არ მოუგია (ხუთი ფრე და ხუთი მარცხი), ხოლო მეორეში ორი გამარჯვება მოიპოვა (ორივეჯერ გიბრალტართან), ორჯერ ითამაშა ფრე და დამარცხდა ოთხჯერ
  • უეფა-ს ერთა ლიგის შესარჩევ ეტაპებზე ქართული გუნდი ჯგუფის გამარჯვებული გახდა და ტურნირის პლეი-ოფში გავიდა
  • სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებისთვის აღმოაჩინა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელია
  • „საუკუნის მატჩი“ - უეფა-ს ერთა ლიგის ნახევარფინალი ბელარუსთან, ქართველმა სპორტსმენებმა 1:0 ანგარიშით გაიმარჯვეს, რომლის ავტორიც თორნიკე ოქრიაშვილი გახდა
  • ხოლო ქართული ფეხბურთის „ისტორიული მატჩის“ - უეფა-ს ერთა ლიგის ფინალის მოგება ქართულმა ნაკრებმა ვერ შეძლო
  • ქართველმა ფეხბურთელებმა წააგეს ანგარიშით 0:1 და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი გაუშვეს ხელიდან
  • ვაისისთვის ბოლო მატჩი უიღბლო აღმოჩნდა - მისმა გუნდმა 1:2 ანგარიშით წააგო და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსები დაკარგა
  • ვაისისთვის სომხეთის ნაკრები დიდი დაბრკოლება აღმოჩნდა
  • როგორც სლოვაკეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვაისმა ორჯერ წააგო სომხეთთან. მან სომხეთის ნაკრების დამარცხება საქართველოს ნაკრებთან ერთადაც ვერ შეძლო
  • ხუთი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი საქართველოს ნაკრებს - კარგი დრო იყო, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. სადაც არ უნდა ვიყო, მე ყოველთვის ვიქნები საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი, - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა ბოლო პრესკონფერენციაზე
სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმერ ვაისი ხუთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს. მთავარი მწვრთნელის პოსტი მან ცუდ ფონზე დატოვა – გუნდმა უეფას ერთა ლიგის ფინალში მარცხი განიცადა.

ვლადიმერ ვაისმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პასუხისმგებლობა მოიხსნა.

კონტრაქტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სლოვაკ სპეციალისტს შორის 18 ნოემბერს იწურებოდა, უეფას ერთა ლიგის შემაჯამებელი მატჩის შემდეგ ესტონეთთან.

თუმცა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მხარეებმა კონტრაქტი ორი დღით ადრე შეწყვიტეს, მას შემდეგ, რაც ქართულმა გუნდმა სომხეთის ნაკრებთან საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებისთვის ახალი მწვრთნელის ძებნა უკვე დაიწყო.

82
  • ვლადიმირ ვაისი ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2016 წლის 14 მარტს დაინიშნა
    © Sputnik / STRINGER

    ვლადიმირ ვაისი ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2016 წლის 14 მარტს დაინიშნა

  • მისი დებიუტი 2016 წლის 29 მარტს შედგა ყაზახეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, რომელიც დასრულდა ფრედ 1:1
    © Sputnik / STRINGER

    მისი დებიუტი 2016 წლის 29 მარტს შედგა ყაზახეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, რომელიც დასრულდა ფრედ 1:1

  • ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ჩაატარა 47 შეხვედრა (16 ამხანაგური და 31 ოფიციალური), რომლებშიც მოიპოვა 16 გამარჯვება, 15-ჯერ ითამაშა ფრე და დამარცხდა 16-ჯერ
    © Sputnik / STRINGER

    ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ჩაატარა 47 შეხვედრა (16 ამხანაგური და 31 ოფიციალური), რომლებშიც მოიპოვა 16 გამარჯვება, 15-ჯერ ითამაშა ფრე და დამარცხდა 16-ჯერ

  • ვაისის მწვრთნელობისას ქართველმა ფეხბურთელებმა გაიტანეს 61 გოლი, გაუშვეს 52
    © Sputnik / STRINGER

    ვაისის მწვრთნელობისას ქართველმა ფეხბურთელებმა გაიტანეს 61 გოლი, გაუშვეს 52

  • სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობის დროს ქართული გუნდი 28 მეტოქეს დაუპირისპირდა, რომელთაგან ყველაზე ეგზოტიკური იყო სენტ-კიტს და ნევისი. ამ მატჩში საქართველოს ნაკრებმა 3:0 ანგარიშით გაიმარჯვა
    © Sputnik / STRINGER

    სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობის დროს ქართული გუნდი 28 მეტოქეს დაუპირისპირდა, რომელთაგან ყველაზე ეგზოტიკური იყო სენტ-კიტს და ნევისი. ამ მატჩში საქართველოს ნაკრებმა 3:0 ანგარიშით გაიმარჯვა

  • ვაისი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩატარებული მატჩებით რეკორსმენია. სლოვაკ სპეციალისტამდე რეკორდი თემურ ქეცბაიას ეკუთვნოდა, რომელიც გუნდს 40 მატჩის განმავლობაში ხელმძღვანელობდა
    © Sputnik / STRINGER

    ვაისი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩატარებული მატჩებით რეკორსმენია. სლოვაკ სპეციალისტამდე რეკორდი თემურ ქეცბაიას ეკუთვნოდა, რომელიც გუნდს 40 მატჩის განმავლობაში ხელმძღვანელობდა

  • ვაისის დროს ორი ყველაზე დიდი მარცხი ქართულმა ნაკრებმა განიცადა რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრისას და დანიასთან ევრო-2020-ის შესარჩევი ციკლის დროს. ორივე შეხვედრა დამთავრდა ანგარიშით 1:5
    © Sputnik / Alex Shlamov

    ვაისის დროს ორი ყველაზე დიდი მარცხი ქართულმა ნაკრებმა განიცადა რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრისას და დანიასთან ევრო-2020-ის შესარჩევი ციკლის დროს. ორივე შეხვედრა დამთავრდა ანგარიშით 1:5

  • ხოლო ყველაზე დიდი გამარჯვება ვაისის გუნდმა 2017 წლის მარტში მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენებმა ლატვიის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში 5:0 ანგარიშით დაამარცხეს
    © Sputnik / STRINGER

    ხოლო ყველაზე დიდი გამარჯვება ვაისის გუნდმა 2017 წლის მარტში მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენებმა ლატვიის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში 5:0 ანგარიშით დაამარცხეს

  • ხოლო ყველაზე სენსაციური მატჩი ესპანეთთან გაიმართა. ხეტაფესთან ამხანაგურ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა 1:0 ანგარიშით გაიმარჯვეს, გოლის ავტორი თორნიკე ოქრიაშვილი იყო
    © Sputnik / STRINGER

    ხოლო ყველაზე სენსაციური მატჩი ესპანეთთან გაიმართა. ხეტაფესთან ამხანაგურ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა 1:0 ანგარიშით გაიმარჯვეს, გოლის ავტორი თორნიკე ოქრიაშვილი იყო

  • ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ორი შესარჩევი ციკლი გაიარა - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და ევრო-2020
    © Sputnik / STRINGER

    ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ორი შესარჩევი ციკლი გაიარა - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და ევრო-2020

  • პირველ კვალიფიკაციაში ქართულ გუნდს საერთოდ არ მოუგია (ხუთი ფრე და ხუთი მარცხი), ხოლო მეორეში ორი გამარჯვება მოიპოვა (ორივეჯერ გიბრალტართან), ორჯერ ითამაშა ფრე და დამარცხდა ოთხჯერ
    © REUTERS / IRAKLI GEDENIDZE

    პირველ კვალიფიკაციაში ქართულ გუნდს საერთოდ არ მოუგია (ხუთი ფრე და ხუთი მარცხი), ხოლო მეორეში ორი გამარჯვება მოიპოვა (ორივეჯერ გიბრალტართან), ორჯერ ითამაშა ფრე და დამარცხდა ოთხჯერ

  • უეფა-ს ერთა ლიგის შესარჩევ ეტაპებზე ქართული გუნდი ჯგუფის გამარჯვებული გახდა და ტურნირის პლეი-ოფში გავიდა
    © Sputnik / STRINGER

    უეფა-ს ერთა ლიგის შესარჩევ ეტაპებზე ქართული გუნდი ჯგუფის გამარჯვებული გახდა და ტურნირის პლეი-ოფში გავიდა

  • სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებისთვის აღმოაჩინა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელია
    © photo: AFP 2020 / GERARD JULIEN

    სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებისთვის აღმოაჩინა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელია

  • „საუკუნის მატჩი“ - უეფა-ს ერთა ლიგის ნახევარფინალი ბელარუსთან, ქართველმა სპორტსმენებმა 1:0 ანგარიშით გაიმარჯვეს, რომლის ავტორიც თორნიკე ოქრიაშვილი გახდა
    © Sputnik / STRINGER

    „საუკუნის მატჩი“ - უეფა-ს ერთა ლიგის ნახევარფინალი ბელარუსთან, ქართველმა სპორტსმენებმა 1:0 ანგარიშით გაიმარჯვეს, რომლის ავტორიც თორნიკე ოქრიაშვილი გახდა

  • ხოლო ქართული ფეხბურთის „ისტორიული მატჩის“ - უეფა-ს ერთა ლიგის ფინალის მოგება ქართულმა ნაკრებმა ვერ შეძლო
    © Sputnik / STRINGER

    ხოლო ქართული ფეხბურთის „ისტორიული მატჩის“ - უეფა-ს ერთა ლიგის ფინალის მოგება ქართულმა ნაკრებმა ვერ შეძლო

  • ქართველმა ფეხბურთელებმა წააგეს ანგარიშით 0:1 და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი გაუშვეს ხელიდან
    © Sputnik / STRINGER

    ქართველმა ფეხბურთელებმა წააგეს ანგარიშით 0:1 და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი გაუშვეს ხელიდან

  • ვაისისთვის ბოლო მატჩი უიღბლო აღმოჩნდა - მისმა გუნდმა 1:2 ანგარიშით წააგო და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსები დაკარგა
    © Sputnik / STRINGER

    ვაისისთვის ბოლო მატჩი უიღბლო აღმოჩნდა - მისმა გუნდმა 1:2 ანგარიშით წააგო და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსები დაკარგა

  • ვაისისთვის სომხეთის ნაკრები დიდი დაბრკოლება აღმოჩნდა
    © REUTERS / IRAKLI GEDENIDZE

    ვაისისთვის სომხეთის ნაკრები დიდი დაბრკოლება აღმოჩნდა

  • როგორც სლოვაკეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვაისმა ორჯერ წააგო სომხეთთან. მან სომხეთის ნაკრების დამარცხება საქართველოს ნაკრებთან ერთადაც ვერ შეძლო
    © Sputnik / STRINGER

    როგორც სლოვაკეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვაისმა ორჯერ წააგო სომხეთთან. მან სომხეთის ნაკრების დამარცხება საქართველოს ნაკრებთან ერთადაც ვერ შეძლო

  • ხუთი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი საქართველოს ნაკრებს - კარგი დრო იყო, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. სადაც არ უნდა ვიყო, მე ყოველთვის ვიქნები საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი, - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა ბოლო პრესკონფერენციაზე
    © Sputnik / STRINGER

    "ხუთი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი საქართველოს ნაკრებს - კარგი დრო იყო, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. სადაც არ უნდა ვიყო, მე ყოველთვის ვიქნები საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა ბოლო პრესკონფერენციაზე

ოლიმპიადის ყველაზე უმცროსი და ასაკოვანი მონაწილეები - ფოტო

32
  • ოლიმპიადის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე - 12 წლის სირიელი ჰენდ ზაზა
  • 12 წლის იაპონელი სკეიტბორდისტი კოკონა ჰირაკი
  • კანადელი მოცურავე სამერ მაკიტოში, რომელიც 14 წლისაა
  • ეს კი 16 წლის რუსი ტანმოვარჯიშე ვიკტორია ლისტუნოვა გახლავთ
  • 46 წლის ტანმოვარჯიშე ოკსანა ჩუსოვიტინა. კარიერის განმავლობაში ის წარმოადგენდა სსრკ-ს, გერმანიას და უზბეკეთს. ოკსანა ტანვარჯიშის ისტორიაში ერთადერთი ადამიანია, რომელმაც მონაწილეობა მიიღ რვა საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებში, 1992 წელს კი ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა. ის ასევე შესულია გინესის რეკორდების წიგნში
  • ავსტრალიელი ცხენოსანი მერი ჰანა, რომელიც 66 წლისაა - ის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი სპორტსმენია ოლიმპიადაზე
  • 15 წლის იაპონელი სკეიტბორდისტი მისუგუ ოკამოტო
  • 13 წლის ბრაზილიელი სკეიტბორდისტი რაისა ლეალი
  • ჩინელი სპორტსმენი ნი სიალიანი 58 წლისაა. ის ოლიმპიადაზე ლუქსემბურგის სახელით გამოდის
  • 13 წლის ბრიტანელი სკეიტბორდისტი სკაი ბრაუნი
  • 15 წლის ამერიკელი მოცურავე კეტი გრაიმსი
  • რუსი მოჯირითე ინესა მერკულოვა, რომელიც 56 წლისაა
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ სპორტს არ გააჩნია ასაკობრივი ზღვარი. სპორტსმენებს ნებისმიერ ასაკში შეუძლიათ წარმატების მიღწევა და საკუთარი ოსტატობის ჩვენება

ოლიმპიური თამაშების ისტორიაში უამრავი მტკიცებულებაა იმის შესახებ, რომ მასში ნებისმიერი ასაკის სპორტსმენს შეუძლია მონაწილეობა. თუმცა, ტოკიოს ოლიმპიადა დანარჩენებისაგან გამოირჩევა იმით, რომ ამ რაოდენობის ახალგაზრდა სპორტსმენს ერთად მასში მონაწილეობა არ მიუღია.

შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ სკეიტბორდინგი სულ ცოტა ხნის წინ გახდა სპორტის ოლიმპიური სახეობა, ხოლო ახალგაზრდა სპორტსმენების დიდი ნაწილი სწორედ ამ დისციპლინას წარმოადგენს.

ახალგაზრდა სპორტსმენები ასევე მრავლად არიან წარმოდგენილი ჩოგბურთში, ტანვარჯიშში, ცურვასა და წყალში ხტომაში.

ოლიმპიადის ერთ-ერთ ფენომენად იქცა 12 წლის სირიელი სპორტსმენი ჰენდ ზაზა, რომელსაც ტოკიოს ოლიმპიადაზე უკვე ბევრი მიღწევა აქვს.

პირველ რიგში, ის პირველი სირიელია, რომელიც საკუთარ ქვეყანას წარმოადგენს მაგიდის ჩოგბურთში. გარდა ამისა, ის ტურნირზე კვალიფიკაციას 11 წლის ასაკში გადიოდა, როდესაც უკვე ქვეყნის ჩემპიონი გახდა. რთული პოლიტიკური სიტუაციის გამო, ის წელიწადში 2-3 ტურნირში ახერხებდა მონაწილეობას. ტოკიოში წასვლის უფლების მოსაპოვებელ ფინალურ მატჩში ჰენდ ზაზამ დაამარცხა მოწინააღდეგე, რომელიც მასზე თითქმის ოთხჯერ დიდია.

ასაკოვანი სპორტსმენები უფრო ნაკლებ დისციპლინაშ მონაწილეობენ: ცხენოსნობაში, ტყვიის სროლაში, აფროსნობასა და ტანვარჯიშში.

ამ ოლიმპიადის ყველაზე ასაკოვანი მონაწილე 66 წლის ავსტრალიელი მერი ჰანა არის. ის ოლიმპიადის ისტორიაში ყველაზე ასაკოვან სპორტსმენთა შორის მეორეა. მასზე უფრო მონაწილე 1972 წლის თამაშებში მონაწილეობდა - ცხენოსანი ცხენოსანი ლორნა ჯონსტონი ბრიტანეთიდან, რომელიც მაშინ 70 წლის იყო.

32
  • ოლიმპიადის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე - 12 წლის სირიელი ჰენდ ზაზა
    © REUTERS / Luisa Gonzalez

    ოლიმპიადის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე - 12 წლის სირიელი ჰენდ ზაზა

  • 12 წლის იაპონელი სკეიტბორდისტი კოკონა ჰირაკი
    © AFP / Sean M. Haffey / Getty Images

    12 წლის იაპონელი სკეიტბორდისტი კოკონა ჰირაკი

  • კანადელი მოცურავე სამერ მაკიტოში, რომელიც 14 წლისაა
    © REUTERS / Aleksandra Szmigiel

    კანადელი მოცურავე სამერ მაკიტოში, რომელიც 14 წლისაა

  • ეს კი 16 წლის რუსი ტანმოვარჯიშე ვიკტორია ლისტუნოვა გახლავთ
    © photo: Sputnik / Alexey Filippov

    ეს კი 16 წლის რუსი ტანმოვარჯიშე ვიკტორია ლისტუნოვა გახლავთ

  • 46 წლის ტანმოვარჯიშე ოკსანა ჩუსოვიტინა. კარიერის განმავლობაში ის წარმოადგენდა სსრკ-ს, გერმანიას და უზბეკეთს. ოკსანა ტანვარჯიშის ისტორიაში ერთადერთი ადამიანია, რომელმაც მონაწილეობა მიიღ რვა საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებში, 1992 წელს კი ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა. ის ასევე შესულია გინესის რეკორდების წიგნში
    © REUTERS / Dylan Martinez

    46 წლის ტანმოვარჯიშე ოკსანა ჩუსოვიტინა. კარიერის განმავლობაში ის წარმოადგენდა სსრკ-ს, გერმანიას და უზბეკეთს. ოკსანა ტანვარჯიშის ისტორიაში ერთადერთი ადამიანია, რომელმაც მონაწილეობა მიიღ რვა საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებში, 1992 წელს კი ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა. ის ასევე შესულია გინესის რეკორდების წიგნში

  • ავსტრალიელი ცხენოსანი მერი ჰანა, რომელიც 66 წლისაა - ის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი სპორტსმენია ოლიმპიადაზე
    © REUTERS / Alkis Konstantinidis

    ავსტრალიელი ცხენოსანი მერი ჰანა, რომელიც 66 წლისაა - ის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი სპორტსმენია ოლიმპიადაზე

  • 15 წლის იაპონელი სკეიტბორდისტი მისუგუ ოკამოტო
    © AFP / Sean M. Haffey / Getty Images

    15 წლის იაპონელი სკეიტბორდისტი მისუგუ ოკამოტო

  • 13 წლის ბრაზილიელი სკეიტბორდისტი რაისა ლეალი
    © REUTERS / Lucy Nicholson

    13 წლის ბრაზილიელი სკეიტბორდისტი რაისა ლეალი

  • ჩინელი სპორტსმენი ნი სიალიანი 58 წლისაა. ის ოლიმპიადაზე ლუქსემბურგის სახელით გამოდის
    © REUTERS / Thomas Peter

    ჩინელი სპორტსმენი ნი სიალიანი 58 წლისაა. ის ოლიმპიადაზე ლუქსემბურგის სახელით გამოდის

  • 13 წლის ბრიტანელი სკეიტბორდისტი სკაი ბრაუნი
    © REUTERS / Rachel Mummey

    13 წლის ბრიტანელი სკეიტბორდისტი სკაი ბრაუნი

  • 15 წლის ამერიკელი მოცურავე კეტი გრაიმსი
    © AFP / Tom Pennington / Getty Images

    15 წლის ამერიკელი მოცურავე კეტი გრაიმსი

  • რუსი მოჯირითე ინესა მერკულოვა, რომელიც 56 წლისაა
    © photo: Sputnik / Elena Sobol

    რუსი მოჯირითე ინესა მერკულოვა, რომელიც 56 წლისაა

წყალდიდობა ჩინეთში: მილიონობით ადამიანი უბედურების ზონაში - ფოტო

81
(განახლებულია 17:51 28.07.2021)
  • დატბორილი გზა ჩენჟოუში
  • დედა-შვილი ეხმარებიან ბებიას
  • წყალდიდობა ჩენჟოუში
  • მამაკაცი მეუღლესთან და შვილთან ერთად დატბორილ ქუჩაზე
  • დატბორილი საწარმოები სინსიანეში
  • ადამიანები ტრაქტორის დახმარებით კვეთენ წყლით დაფარულ ქუჩას ჩენჟოუში
  • მოსახლეობის ევაკუაცია სინსიანში
  • ასე გამოიყურება სოფელი ნინბო
  • ქალი ბავშვთან ერთად ეძებს გადარჩენის გზას ჩენჟოუში
  • სინსიანის მკვიდრები ტივით გადაადგილდებიან დატბორილ ქუჩაზე
  • ადამიანები წყალდიდობის დროს ქალაქ ჩენჟოუში
  • ადამიანებს წყალდიდობის დროს გადააქვთ სასმელი წყალი
  • პროვინციისათვის მიყენებული ზარალი ჯერ არ დათვლილა
  • ზარალი მიადგა სოფლის მეურნეობასა და მესაქონლეობასაც. განადგურდა 876,6 ათასი ჰექტარი მიწა და დაინგრა 8 876 შენობა
  • დატბორილი სოფელი სინსიანე
  • გოგონა წყალდიდობისას უყურებს ქუჩებსა და შენობებს
ჩინეთის პროვინცია ხენანში გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. საფრთხის დონე მაქსიმალურია. სტიქიური უბედურების შედეგებთან ბრძოლაში 200 ათასი ადამიანი მონაწილეობს

ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში 17 ივლისს ძლიერი წვიმა მოვიდა. ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქი ჩენჟოუ. ზოგ მეტეოსადგურზე ნალექის საშუალო დღიური რაოდენობის ისტორიული რეკორდიც დაფიქსირდა.

ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულია 63 ადამიანი, ხუთი კი - უკვალოდ დაკარგულად მიიჩნევა. სახიფათო რაიონებიდან უკვე ევაკუირებულია 860 ათასზე მეტი ადამიანი.

პროვინციის ბევრ დასახლებულ პუნქტში ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი ელექტროენერგიისა მიწოდა და წყალმომარაგება, ზოგიერთ რაიონთან შეუძლებელია დაკავშირებაც.

წყალდიდობის შედეგებთან ბრძოლასა და სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს.

81
  • დატბორილი გზა ჩენჟოუში
    © REUTERS / Aly Song

    დატბორილი გზა ჩენჟოუში

  • დედა-შვილი ეხმარებიან ბებიას
    © REUTERS / Aly Song

    დედა-შვილი ეხმარებიან ბებიას

  • წყალდიდობა ჩენჟოუში
    © REUTERS / Aly Song

    წყალდიდობა ჩენჟოუში

  • მამაკაცი მეუღლესთან და შვილთან ერთად დატბორილ ქუჩაზე
    © REUTERS / Aly Song

    მამაკაცი მეუღლესთან და შვილთან ერთად დატბორილ ქუჩაზე

  • დატბორილი საწარმოები სინსიანეში
    © REUTERS / Aly Song

    დატბორილი საწარმოები სინსიანეში

  • ადამიანები ტრაქტორის დახმარებით კვეთენ წყლით დაფარულ ქუჩას ჩენჟოუში
    © REUTERS / Aly Song

    ადამიანები ტრაქტორის დახმარებით კვეთენ წყლით დაფარულ ქუჩას ჩენჟოუში

  • მოსახლეობის ევაკუაცია სინსიანში
    © REUTERS / Aly Song

    მოსახლეობის ევაკუაცია სინსიანში

  • ასე გამოიყურება სოფელი ნინბო
    © REUTERS / CNSphoto

    ასე გამოიყურება სოფელი ნინბო

  • ქალი ბავშვთან ერთად ეძებს გადარჩენის გზას ჩენჟოუში
    © REUTERS / Aly Song

    ქალი ბავშვთან ერთად ეძებს გადარჩენის გზას ჩენჟოუში

  • სინსიანის მკვიდრები ტივით გადაადგილდებიან დატბორილ ქუჩაზე
    © REUTERS / Aly Song

    სინსიანის მკვიდრები ტივით გადაადგილდებიან დატბორილ ქუჩაზე

  • ადამიანები წყალდიდობის დროს ქალაქ ჩენჟოუში
    © REUTERS / Aly Song

    ადამიანები წყალდიდობის დროს ქალაქ ჩენჟოუში

  • ადამიანებს წყალდიდობის დროს გადააქვთ სასმელი წყალი
    © REUTERS / Aly Song

    ადამიანებს წყალდიდობის დროს გადააქვთ სასმელი წყალი

  • პროვინციისათვის მიყენებული ზარალი ჯერ არ დათვლილა
    © REUTERS / Aly Song

    პროვინციისათვის მიყენებული ზარალი ჯერ არ დათვლილა

  • ზარალი მიადგა სოფლის მეურნეობასა და მესაქონლეობასაც. განადგურდა 876,6 ათასი ჰექტარი მიწა და დაინგრა 8 876 შენობა
    © REUTERS / Aly Song

    ზარალი მიადგა სოფლის მეურნეობასა და მესაქონლეობასაც. განადგურდა 876,6 ათასი ჰექტარი მიწა და დაინგრა 8 876 შენობა

  • დატბორილი სოფელი სინსიანე
    © REUTERS / Aly Song

    დატბორილი სოფელი სინსიანე

  • გოგონა წყალდიდობისას უყურებს ქუჩებსა და შენობებს
    © REUTERS / China Daily

    გოგონა წყალდიდობისას უყურებს ქუჩებსა და შენობებს

ბედნიერების შეგრძნება

რა გველოდება აგვისტოში: თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

0
(განახლებულია 19:18 28.07.2021)
ასტროლოგების პროგნოზით ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლებს მოუსვენრობა შეიპყრობს, აქეთ–იქით მიაწყდება, რომ რამე გამოსავალი იპოვოს და პრობლემები გადაჭრას. რისი გაკეთება ღირს ამ დროს და რისი არა, გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.

აგვისტოს პირველი ნახევარი ძირითადად უარყოფითი მოვლენების გარეშე ჩაივლის. სიმშვიდე იქნება ოჯახებში, ასევე სტაბილურობა შენარჩუნდება მატერიალური თვალსაზრისით. საჭიროა ამ პერიოდის გამოყენება იმისთვის, რომ დავისახოთ კონკრეტული, ცხოვრებისთვის აუცილებელ მომენტებთან დაკავშირებული მიზანი. ასეთ შემთხვევაში თეთრი ლითონის ხარი გულმოწყალებას გამოიჩენს და მის რეალიზებაში დაგეხმარებათ. ფუჭი მიზნები და წამიერი სიამოვნებები ხარისგან წახალისებული არ იქნება.

აგვისტოს მეორე ნახევარი მშფოთვარე პერიოდი იქნება, დაიწყება პრობლემები, ცვლილებები. ვისაც ჩანაფიქრის რეალიზება აქვს ამ დროისთვის დაგეგმილი, უნდა მოემზადოს მოულოდნელი მოვლენებისა და ამ მოვლენებზე „აწყობისთვის“. გასათვალისწინებელი იქნება გარე ფაქტორები და საკუთარი ქცევების კორექტირება.

აგვისტოში კალეიდოსკოპივით შეიცვლება მოვლენები. ამისთვის მორალურად უნდა იყოთ მზად. თავი ხელში უნდა აიყვანოთ, არ აჩვენოთ თქვენი ნირი და ხასიათი. ასე შეძლებთ შეინარჩუნოთ ურთიერთობები, ფიზიკური და მორალური მდგომარეობა.

ფულის ხარჯვის მოყვარულებს ასტროლოგები აფრთხილებენ, რომ ფინანსების უკმარისობა გელოდებათ, თუ ფულს არაპრაქტიკულ ნივთებზე დახარჯავთ.

აგვისტო კარგ შემოსავალს ჰპირდება სასოფლო–სამეურნეო სფეროში დაკავებულებს. ცნობილია, რომ ხარი უყურადღებოდ არ დატოვებს სოფლის მცხოვრებლებს. წარმატებები ხელფასის მომატების მხრივ სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც ელოდებათ, თუ ისინი მუხლჩაუხრელად იმუშავებენ და პასუხისმგებლობას გამოიჩენენ.

ფინანსებთან დაკავშირებით ასევე უნდა აღინიშნოს აგვისტოს ბოლო დეკადა – ამ დროს ბევრს გაუჩნდება ფული (სხვადასხვა წყაროდან). აჯობებს, თუ თანხას რამე სასარგებლო საქმეში ჩადებთ, „შავი დღისთვის“ გადადებთ, ან რამე მნიშვნელოვან ნივთს იყიდით.

ადამიანები უფრო გულღია იქნებიან და თამამად ისაუბრებენ თავიანთ გრძნობებზე, გახდებიან უფრო ემოციური და პოზიტიური, ბევრი გამოუტყდება თავის რჩეულს სიყვარულში.

მარტოხელების უმრავლესობას მიეცემა შანსი, რომ თავისი ბედი გაიცნოს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ურთიერთობები თავდაპირველად მეგობრული ხასიათის შეიძლება იყოს და სიყვარულის ელფერი მოგვიანებით მიეცეს.

დაოჯახებული წყვილები ჰარმონიაში იცხოვრებენ, თუ, რა თქმა უნდა, გამოძებნიან კომპრომისს, ერთმანეთს ესაუბრებიან და სატკივარს გაუზიარებენ.

ტრანზიტული პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებს ახალ, პირველ რიგში შესასრულებელ ამოცანებს ავალებენ. კერძოდ:

  • ვერძებს მთელი პოტენციალის მობილიზება და ამის გარშემომყოფებისთვის ჩვენება მოგიწევთ, ამით შეძლებთ, რომ დაინახონ და დააფასონ თქვენი ნიჭი.
  • კუროებმა პრობლემების გადაჭრისთვის მეგობრებს ან ნათესავებს უნდა მიმართოთ. ასე ყველაფერს დროულად გაართმევთ თავს.
  • ტყუპებმა ახალი პროექტები შემდეგ თვემდე უნდა შეაჩეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროფესიული გამოფიტვა გელოდებათ.
  • კირჩხიბებმა სასწრაფო საკითხების გადაჭრაზე უნდა იზრუნოთ და გადახედოთ თქვენს ქმედებებს წინა პერიოდში.
  • ლომებმა ნებისყოფა უნდა გამოიჩინოთ და აჩვენოთ, რომ შეგიძლიათ ბრძოლა მოულოდნელად გამოჩენილ პრობლემებთან.
  • ქალწულებს გაგიჭირდებათ პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება. შეინარჩუნეთ სიმტკიცე და ყველაფერი გამოგივათ.
  • სასწორებს დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ პოპულარობა მოიხვეჭოთ. იღბალი თქვენ ხელშია.
  • მორიელებს წარსული აგედევნებათ შეამოწმეთ, ყველაფერს სწორად აკეთებთ?
  • მშვილდოსნებისთვის უპრიანია მედიტაცია. სწორედ რომ დროა, ითვისოთ ორგანიზმის მოდუნების ტექნიკა.
  • თხის რქები სწავლაზე უნდა დაფიქრდეთ. ეს თვე თვითსრულყოფაზე მუშაობისა და ახალი ცოდნის ათვისების გზას გთავაზობთ.
  • მერწყულები პრობლემებს თავს აარიდებთ, თუ მთელი თვე შვებულებაში იქნებით და მას ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გაატარებთ.
  • თევზები ცხოვრებას თვითონ გაირთულებთ. უფრო მარტივი იქნება, თუ წვრილმანებს არ გამოეკიდებით.

ახლა კი აგვისტოს უფრო დეტალური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი

ყველაზე იღბლიანები ხართ ამ თვეში. იღბალი აგვისტოს დასაწყისშივე გაგიღიმებთ ნებისმიერ წამოწყებაში – სიყვარულში, სამუშაოზე თუ სხვა სფეროებში. შეძლებთ პოტენციალის წარმოჩენას და ირგვლივ მყოფების აღიარების მოპოვებას. თვის შუა რიცხვებში სიტუაცია შეიცვლება. დაიწყება რაღაც აუხსნელი. ყველაფერი გართულდება. სჯობს, შვებულება აიღოთ და დაისვენოთ. პირადი ცხოვრება დუღს – ეს ძალიან კარგია მარტოხელებისთვის, დაოჯახებულებს კი პრობლემებს უქადის, რადგან მეორე ნახევრის მხრიდან ეჭვიანობის სცენებია მოსალოდნელი. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას – განსაკუთრებით ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

კურო

კუროებს ზომიერება გიყვართ, მაგრამ აგვისტოს დასაწყისში თქვენს ცხოვრებაში სრული ქაოსი შემოვა. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მათ, ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვს. შესაძლებელია უსიამოვნებები კონკურენტების და ასევე პარტნიორების მხრიდანაც. ამ პრობლემებთან მარტოს გამკლავება გაგიჭირდებათ, ამიტომ მიმართეთ სანდო ადამიანებს დახმარებისთვის. სასიყვარულო სფეროში ჩამი–ჩუმი არ ისმის. პოტენციური პარტნიორი რომ გაიცნოთ კიდეც, მალე მიხვდებით, რომ მასთან ურთიერთობებს ვერ ააწყობთ. ჯანმრთელობის მხრივ ყურადღება მიაქციეთ საყრდენ–მამოძრავებელ სისტემას.

ტყუპი

საკმაოდ რთული პერიოდი გელოდებათ. პრაქტიკულად ყველა პროექტის ფინალი, რომელზეც იმუშავებთ, არაპროგნოზირებადი იქნება. გარე ფაქტორებთან ბრძოლისთვის არც დრო გექნებათ და არც ძალა. ამის გამო შეიძლება ჩამოყალიბებულ ფატალისტებად გამოჩნდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, საერთოდ არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვერ შეგაშინებთ. თქვენი სიმშვიდე შესაშური იქნება. პრობლემები მოსალოდნელია ფინანსების მხრივ. ეს გახდება მთავარი პრობლემა ურთიერთობებში, თუმცა წყობილებიდან ვერც ეს ვერ გამოგიყვანთ. ჯანმრთელობის მხრივ საყურადღებოა იქნება არტერიული წნევა, რომელიც ხალხური საშუალებებით შეგიძლიათ მოაგვაროთ.

კირჩხიბი

საკმაოდ დაძაბული თვე გელოდებათ. მოვლენების სწრაფმა ცვლამ და ნერვულმა ვითარებებმა, შესაძლოა, კალაპოტიდან ამოგაგდოთ. ბევრი თქვენგანი გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მოგიწევთ საკუთარი „ნიჟარიდან“ გამოსვლა და სასწრაფო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ მხოლოდ ასე შეძლებთ სამუშაოზე მიღწეულის შენარჩუნებას. ეცადეთ, უარი თქვათ ნებისმიერ ავანტიურულ წინადადებაზე – ასე შეიძლება ფული დაკარგოთ. მარტოხელები უფრო მტკიცე უნდა გახდეთ და სითამამე აჩვენოთ. პირადი ბედნიერება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ძალისხმევას გამოიჩენთ სიყვარულის ძებნისას. ეცადეთ, გონებაში ნეგატიური ფიქრები არ შეუშვათ – ასე შეიძლევა ნევროზიც დაგემართოთ.

ლომი

როგორც წესი, აგვისტო თქვენთვის იღბლიანი პერიოდია, მაგრამ არა 2021 წლის შემთხვევაში. თვე მოვლენებით სავსე იქნება, უნდა აჩვენოთ ძლიერი ხასიათი, ნებისყოფა და ებრძოლოთ ნეგატიურ გარემოებებს. თუ საბრძოლველად არ ხართ განწყობილი, მაშინ ვითარებას უნდა შეეგუოთ და დაელოდოთ, როდის შეიცვლიან ვარსკვლავები პოზიციას და შემდეგ გაუმკლავდეთ დაგროვებულ პრობლემებს. ვარსკვლავები გირჩევენ, არ გამოიჩინოთ ზედმეტი ინიციატივა სამუშაოზე, რადგან ხელმძღვანელობა მკაცრად მიადევნებს თვალს თქვენს მოქმედებებს და კრიტიკას არ დაიშურებენ. სამაგიეროდ, წყნარი და მშვიდი გარემო გელოდებათ სახლში. არაა საჭირო ეკონომიის გაწევა საკუთარ ჯანმრთელობაზე – შეუძლოდ ყოფნისას მალევე მიმართეთ ექიმს.

ქალწული

თუნდაც მაქსიმალურად ანგარიშიანი და პრაგმატული იყოთ, მაინც ვერ გაექცევით ნეგატიურ გამოვლინებებს. თუ არის საშუალება, შეაჩერეთ მიმდინარე საქმეები და შვებულება აიღეთ. ასე ზედმეტი პრობლემების თავიდან არიდებას შეძლებთ. ვინც ვერ მოახერხებს დასვენებას, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოს, დეტალურად დაგეგმოს და გადაამოწმოს საკუთარი ქმედებები. შემოქმედებით საქმიანობაში ჩართულებს ეს არ ეხება – პირიქით, გელოდებათ წარმატებები და საზოგადოების მხრიდან აღიარება. აგვისტოში ფინანსური პრობლემები მოსალოდნელი არაა, მაგრამ გარკვეული ხარჯი მაინც გექნებათ. ეცადეთ, სკანდალებს თავი აარიდოთ ოჯახში, რადგან მეორე ნახევრის მხრიდან ეჭვიანობაა მოსალოდნელი. ჯანმრთელობის მხრივ უსიამოვნებები მოსალოდნელი არ არის.

სასწორი

საკმაოდ წარმატებული თვე გელოდებათ. შეგიძლიათ დიდი ხნის დაწყობილი გეგმები განახორციელოთ, იქნება ეს საცხოვრებელი ადგილისა თუ სამუშაოს გამოცვლა, კარდინალური ცვლილებები იმიჯში, პროფესიაში და ოჯახურ სტატუსშიც კი. ასეთ სიახლეებს თეთრი ხარი სათანადოდ დააფასებს. მაგრამ მოემზადეთ იმისთვის, რომ უდიდესი ძალისხმევა და მთელი თავისუფალი დრო დაგჭირდებათ. ვინც ბევრი იშრომა, ხელმძღვანელობისგან შესაბამის აღიარებას მიიღებს და არა მხოლოდ მორალური, არამედ მატერიალური თვალსაზრისითაც. მარტოხელა სასწორები ბევრ საინტერესო ადამიანს გაიცნობთ და ბევრი პაემანიც გელოდებათ წინ. ვისაც ჰყავს პარტნიორი, მათ, შესაძლოა, მისი გამოცვლის სურვილი გაუჩნდეს, მაგრამ ასტროლოგები ამას არ გირჩევენ. ყურადღება მიაქციეთ კვებას, რათა კუჭ–ნაწლავის სისტემა არ დაიზიანოთ.

მორიელი

შესაძლოა, კვლავ დადგეს პრობლემები, რომლებიც თითქოსდა დიდი ხნის წინ გადაწყვიტეთ. წარსული ყველა მხრიდან შეგახსენებთ თავს და საქმიანობაში შეგიშლით ხელს. გაიხსენეთ თქვენი ყველა არაკეთილმოსურნე და გათვალეთ მათი თავდასხმები როგორც სახლში, ისე სამუშაოზე. ყველაფერს აჯობებს, თუ შვებულებას აიღებთ ცოტა ხნით გაეცლებით საცხოვრებელ ადგილს. მას შემდეგ, რაც ძალასა და ენერგიას აღიდგენთ, უკვე ადვილად შეძლებთ პრობლემებთან გამკლავებას. ამასთან წარსულის „აჩრდილები“ შესაძლოა, პოზიტიურიც იყოს, მაგალითად, დაგიბრუნონ უკვე დავიწყებული ძველი ვალი. მარტოხელებს ცოტა მოთმინება გმართებთ – თქვენთვის სიმპათიურ ადამიანზე „შტურმი“ არ მიიტანოთ. აჯობებს, თავი პერიოდულად შეახსენოთ, ოღონდ დაუჟინებლად და ის თავად მოგაქცევთ ყურადღებას. ფრთხილად გამოიყენეთ სხვადასხვა ხელსაწყო, ტექნიკა – დიდია ტრავმის მიღების ალბათობა.

მშვილდოსანი

ყველაზე წარმატებული პერიოდი აგვისტოს პირველი დეკადაა თქვენთვის. სწორედ ამ დროსაა უპრიანი, რომ განახორციელოთ თქვენი გეგმები. შემდეგ უკვე იღბალი ზურგს შეგაქცევთ და ახალ–ახალი პრობლემების გადაჭრა მოგიწევთ როგორც სახლში, ისე სამსახურში. ოჯახში შესაძლებელია არაერთი ჩხუბი და აყალ–მაყალი მეორე ნახევართან, ხოლო სამუშაოზე – თანამშრომლების მიერ ჩახლართული ინტრიგები. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ყველასთან იჩხუბოთ. დაეუფლეთ მედიტაციის ხელოვნებას – ასე ისწავლით მოდუნებას და იმას, რომ ყურადღება არ მიაქციოთ ირგვლივ განვითარებულ ვნებებს. უსიამოვნებები არ ეხება მატერიალურ მხარეს. მარტოხელებს ასტროლოგები ურჩევენ, ჯერ არ ეძებონ ახალი სიყვარული – დიდია ალბათობა, რომ კვლავ მარტო დარჩეთ.

თხის რქა

ის პრობლემები, რაც ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობას შეაწუხებს აგვისტოში, თხის რქებს გვერდით ჩაუვლის. ეს თვე თქვენთვის ერთ–ერთი ყველაზე იღბლიანი პერიოდი იქნება ამ წელიწადში. ამასთან, გაგაჩნიათ უნარი, რომ რაღაც დაბრკოლებას დროულად გაეცალოთ, უფრო სწორად, მაშინვე, როგორც კი ის ჰორიზონტზე გამოჩნდება. მიხედეთ სწავლას, იმუშავეთ სრულყოფაზე, ისწავლეთ მაგალითად, უცხო ენა, ან აიმაღლეთ კვალიფიკაცია. ფინანსური პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ გაითვალისწინეთ – ფული მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, ახლობლებსაც უნდა მოახმაროთ. ამასთან, ასტროლოგები თანხის გადადებასაც გირჩევენ, რომ წლის ბოლოს რაღაც ძვირფასი ნივთი შეიძინოთ. ვისაც ჰყავს პარტნიორი, ვარსკვლავები დროის მასთან ერთად გატარებას ურჩევენ. ჯანმრთელობას საფრთხე შეიძლება ავარიულმა სიტუაციებმა შეუქმნას, ამიტომ გაფრთხილდით.

მერწყული

მთელი თვე, დიდი ალბათობით, ახალ–ახალ პრობლემებთან მოგიწევთ ჭიდილი, რომლებიც თითქოს „პანდორას ყუთიდან“ ამოიყრება. მაგრამ საშიში მაინც არაფერია და ცუდი არაფერი მოხდება. უსიამოვნებების უმრავლესობა დასანანი, მაგრამ წვრილმანი აღმოჩნდება (მაგალითად, თვალწასული წინდა ან დაკარგული მანჟეტის საკინძე). ხელსაყრელი თვეა მოგზაურობის თვალსაზრისით. აიღეთ შვებულება და დაისვენეთ სახლიდან მოშორებით. არ შეგეშინდეთ ფულის ხარჯვის – მას მალე აინაზღაურებთ. თუ პარტნიორი გყავთ და ურთიერთობები ჯერ არ დაგიკანონებიათ, ამისთვის აგვისტო შესანიშნავი თვეა – ქორწინება მყარი და ბედნიერი იქნება. ასევე კარგი დროა ბავშვის ჩასახვისთვის. ჯანმრთელობის კუთხით  ყველაფერი კარგად იქნება, მხოლოდ მოერიდეთ წყალს.

თევზები

თუ ჯიუტი ბრძანდებით და თან თევზების ნიშნით დაიბადეთ, ეს თვისება აგვისტოში უსიამოვნებებს მოგიტანთ. თავად გაირთულებთ ცხოვრებას, გამოეკიდებით კოლეგებისა თუ ნათესავების სულ უბრალო წვრილმან შეცდომებს. ასე მხოლოდ გაირთულებთ ურთიერთობებს სამსახურშიცა და ოჯახშიც და მთელი თვის „ამაყად“, მაგრამ მარტოობაში გატარება მოგიწევთ. მატერიალური თვალსაზრისით ეს თვე წარმატებულია. შესაძლებელია ძველი ვალების დაბრუნება, ადრე შესრულებული სამუშაოსთვის თანხის გადახდა ან მომავალი საქმისთვის ავანსის მიღება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ეს თანხა საცხოვრებლის მოწყობას მოახმაროთ. მარტოხელებს დიდი ხნის ნანატრი რომანი გელოდებათ, მაგრამ ის როპგორც მოულოდნელად აღმოცენდება, ისე მოულოდნელად გაქრება კიდეც. ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგაწუხებთ, თუ იაქტიურებთ და ყოველდღიურად ისეირნებთ.

0