საბადურის საოცარი ტყე: საქართველოს ცოცხალი ზღაპარი - ფოტო

339
  • საბადურის ტყეში ყოფნა ზღაპარში მოხვედრას გავს
  • ეს ადგილი თბილისიდან მხოლოდ 20 წუთის სავალზე მდებარეობს
  • თუ წახვალთ ცხვარიჭამიისა და სიონის წყალსაცავის მიმართულებით, სწორედ ამ ტყეს გაივლით
  • საბადურის ტყე მსოფლიოს 20 ყველაზე ლამაზი ტყეების სიაში შედის
  • განსაკუთრებული სილამაზე აქ შემოდგომაზეა, როდესაც გარშემო ყველაფერი ჟოლოსფერ-ცეცხლოვანია
  • საბადურის ტყეს ამ პერიოდში უამრავი ადამიანი სტუმრობს და ფოტოსესიებს აწყობს
  • ადგილობრივები კი განებივრებულები არიან ამ სილამაზით
  • ზამთარში ტყე არანაკლებ ლამაზია, თოვლის დროს მას ასევე უამრავი ადამიანი სტუმრობს
  • საბადურის ტყის პოპულარობა უყურადღებოდ არ დარჩენია ქვეყნის ხელისუფლებასაც - აქ ახლა განთავსებულია საინფორმაციო დაფები, მოწყობილია ბილიკები და ადგილები კარვების გასაშლელად და პიკნიკების მოსაწყობად
  • თუ აქ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ - ღირს ეს დაუყოვნებლივ გამოასწოროთ!
  • რადგან შემოდგომის მზიანი და თბილი ამინდები საქართველოში დიდხანს არ გაგრძელდება
  • თუმცა ასეთ ზღაპრულ გარემოშიც კი რთულია რეალობისათვის თავის არიდება. ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, რასაც აქაც შეგვახსენებენ
საბადურის თვალწარმტაც ტყეში გადის გზა, რომელიც სიონის წყალსაცავისკენ მიდის. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში ამ საოცარი ადგილის სურათები

საბადურის ტყე ჯადოსნური ადგილია, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს, ვინც მას ნახულობს. განსაკუთრებული სილამაზე აქ შემოდგომაზე და ზამთარშია. ტყე თბილისის ეროვნული პარკის ნაწილია და მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ტყეების 20-ეულში შედის.

საბადურის ტყე თბილისიდან 20 წუთის სავალზე მდებარეობს მცხეთა მთიანეთის რაიონში, ზღვის დონიდან 600-1700 მეტრის სიმაღლეზე.

339
  • საბადურის ტყეში ყოფნა ზღაპარში მოხვედრას გავს
    © Sputnik / STRINGER

    საბადურის ტყეში ყოფნა ზღაპარში მოხვედრას გავს

  • ეს ადგილი თბილისიდან მხოლოდ 20 წუთის სავალზე მდებარეობს
    © Sputnik / STRINGER

    ეს ადგილი თბილისიდან მხოლოდ 20 წუთის სავალზე მდებარეობს

  • თუ წახვალთ ცხვარიჭამიისა და სიონის წყალსაცავის მიმართულებით, სწორედ ამ ტყეს გაივლით
    © Sputnik / STRINGER

    თუ წახვალთ ცხვარიჭამიისა და სიონის წყალსაცავის მიმართულებით, სწორედ ამ ტყეს გაივლით

  • საბადურის ტყე მსოფლიოს 20 ყველაზე ლამაზი ტყეების სიაში შედის
    © Sputnik / STRINGER

    საბადურის ტყე მსოფლიოს 20 ყველაზე ლამაზი ტყეების სიაში შედის

  • განსაკუთრებული სილამაზე აქ შემოდგომაზეა, როდესაც გარშემო ყველაფერი ჟოლოსფერ-ცეცხლოვანია
    © Sputnik / STRINGER

    განსაკუთრებული სილამაზე აქ შემოდგომაზეა, როდესაც გარშემო ყველაფერი ჟოლოსფერ-ცეცხლოვანია

  • საბადურის ტყეს ამ პერიოდში უამრავი ადამიანი სტუმრობს და ფოტოსესიებს აწყობს
    © Sputnik / STRINGER

    საბადურის ტყეს ამ პერიოდში უამრავი ადამიანი სტუმრობს და ფოტოსესიებს აწყობს

  • ადგილობრივები კი განებივრებულები არიან ამ სილამაზით
    © Sputnik / STRINGER

    ადგილობრივები კი განებივრებულები არიან ამ სილამაზით

  • ზამთარში ტყე არანაკლებ ლამაზია, თოვლის დროს მას ასევე უამრავი ადამიანი სტუმრობს
    © Sputnik / STRINGER

    ზამთარში ტყე არანაკლებ ლამაზია, თოვლის დროს მას ასევე უამრავი ადამიანი სტუმრობს

  • საბადურის ტყის პოპულარობა უყურადღებოდ არ დარჩენია ქვეყნის ხელისუფლებასაც - აქ ახლა განთავსებულია საინფორმაციო დაფები, მოწყობილია ბილიკები და ადგილები კარვების გასაშლელად და პიკნიკების მოსაწყობად
    © Sputnik / STRINGER

    საბადურის ტყის პოპულარობა უყურადღებოდ არ დარჩენია ქვეყნის ხელისუფლებასაც - აქ ახლა განთავსებულია საინფორმაციო დაფები, მოწყობილია ბილიკები და ადგილები კარვების გასაშლელად და პიკნიკების მოსაწყობად

  • თუ აქ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ - ღირს ეს დაუყოვნებლივ გამოასწოროთ!
    © Sputnik / STRINGER

    თუ აქ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ - ღირს ეს დაუყოვნებლივ გამოასწოროთ!

  • რადგან შემოდგომის მზიანი და თბილი ამინდები საქართველოში დიდხანს არ გაგრძელდება
    © Sputnik / STRINGER

    რადგან შემოდგომის მზიანი და თბილი ამინდები საქართველოში დიდხანს არ გაგრძელდება

  • თუმცა ასეთ ზღაპრულ გარემოშიც კი რთულია რეალობისათვის თავის არიდება. ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, რასაც აქაც შეგვახსენებენ
    © Sputnik / STRINGER

    თუმცა ასეთ ზღაპრულ გარემოშიც კი რთულია რეალობისათვის თავის არიდება. ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, რასაც აქაც შეგვახსენებენ

ლეგენდარული დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა ფეხბურთელის ისტორია ფოტოებზე

47
(განახლებულია 18:46 26.11.2020)
  • ლეგენდარულ მარადონას უამრავი მეტსახელი აქვს - მას უწოდებდნენ „ფეხბურთის მიქელანჯელოსაც“ და “ოქროს ბიჭუნასაც“. 1960 წლის 30 ოქტომბერს უბრალოდ მუშის - დიეგო მარადონას და დიასახლისი დალმა ფრანკოს ოჯახში მეხუთი შვილი დიეგო დაიბადა
  • არგენტინელი ნახევარმცველსა და თავდამსხმელს უამრავი სპორტული ტიტული აქვს მოპოვებული, ყავს ფანების არმია და მისი სახელობის ეკლესია არგენტინაში
  • 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მარადონა არგენტინის ნაკრებს წარმოადგენდა და მას გამარჯვებაც მოუტანა. მან 22 ივნისს გაიტანა „საუკუნის გოლი“. მარადონამ ინგლისის ნაკრების ექვსი მოთამაშე, მათ შორის მეკარეც, მოატყუა და საჯარიმოში შეიჭრა. სამი წუთით ადრე მარადონამ ხელით გოლი გაიტანა, რომელსაც „ღმერთის ხელი“ უწოდეს
  • 1986 წელს, მექსიკაში ეროვნული გუნდის თავდასხმაში თამაშის დროს, მარადონა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
  • მარადონას მოედნის კარგი ხედვა ქონდა, რის წყალობითაც საგოლე პასებს აკეთებდა. ის გამოირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით მაშინაც კი, როდესაც ბურთს კარგავდა. მოწინააღმდეგეს არ ანებებდა თავს მანამ, სანამ ბურთი მის გუნდს არ დაუბრუნდებოდა
  • ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა და კუბის პრეზიდენტი ფიდელ კასტრო შეხვედრისას
  • ვარსკვლავის სპორტული კარიერა ძალიან ადრე დასრულდა. ამის მიზეზი ნარკოტიკული დამოკიდებულება გახდა. მარადონას რამდენიმე სასამართლო დავა ჰქონდა, მათ შორის 1991 წლის აპრილში კოკაინის შენახვის გამო. ის თავდებით გაათავისუფლეს, თუმცა სპორტული კარიერა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა
  • 2004 წელს მარადონას ფანები საკუთარი კუმირის გამოჯანმრთელებისათვის ლოცულობდნენ, რომელიც კრიტიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა გულის პრობლემების გამო
  • კარიერის დასრულების შემდეგ მარადონა არგენტინისა და იტალიის ტელეარხებზე კომენტატორად მუშაობდა. 2005 წლის ივნისიდან 2006 წლის აგვისტომდე ის კლუბი „ბოკა ხუნიორსის“ კომისიის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2008 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის ივლისამდე დიეგო არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო
  • დიეგო მარადონა საკუთარ ქალიშვილებთან - ჯანინასთან და დალმასთან ერთად 2008 წელს. მას რვა შვილი ჰყავს. დალმას და ჯანინას გარდა, კიდევ ერთი ქალიშვილი ჰანა, ვაჟები დიეგო ჯუნიორი და ფერნანდო დიეგიტო, ასევე სამი მცირეწლოვანი ვაჟი, რომლებიც კუბაში დაიბადნენ, სადაც ყოფილი ფეხბურთელი ნარკოდამოკიდებულებაზე მკურნალობდა
  • მარადონა გამარჯვებას აღნიშნავს. არგენტინის ნაკრები 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა
  • კარიერის დასრულების შემდეგ, ის დიდ დროს აღარსად ჰყოფდა. ბრესტამდე მან ვერ მიაღწია, თუმცა გახდა მექსიკის „დორადოს დე სინალოას“ ტექნიკური დირექტორი, რაც მისი უკანასკნელი სამუშაო ადგილი აღმოჩნდა
გუშინ, საღამოს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა – არგენტინელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის სურათები.

მსოფლიო ფეხბურთმა დიდი დანაკარგი განიცადა. 60 წლის ასაკში გარდაიცვალა ფეხბურთელი დიეგო მარადონა. სპორტსმენი სახლში გახდა შეუძლოდ, ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

დიეგო არმანდო მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს ბუენოს-აირესის მახლობლად, ვილია ფიორიტოში დაიბადა. სამი წლის ასაკში მან საჩუქრად პირველი ფეხბურთის ბურთი მიიღო და მას შემდეგ მთელ დროს თამაშს უთმობდა. 10 წლის ასაკში მოხვდა საბავშვო გუნდში „ლოს სებოლიტას“ – საფეხბურთო კლუბი „არხენტინოს ხუნიორსის“ ახალგაზრდულ სექციაში, რომლის ძირითად შემადგენლობაშიც მისი დებიუტი 16 წლის ასაკში შედგა. უკვე 1977 წელს დიეგომ ეროვნულ ნაკრებში დაიწყო თამაში.

1981 წელს მარადონა 3,6 მილიონ დოლარად იყიდა არგენტინულმა კლუბმა „ბოკა ხუნიორსმა“. 1982 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მან პირველი კონტრაქტი დადო საზღვარგარეთ – კლუბ „ბარსელონასთან“. ტრანსფერის თანხამ 8 მილიონი დოლარი შეადგინა, რითიც დიეგო იმ დროისათვის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად იქცა. კლუბში ფეხბურთელმა 73 მატჩი გამართა და 45 გოლი გაიტანა. „ბარსელონას“ შემადგენლობაში მარადონა გახდა ესპანეთის თასის და ესპანური ლიგის თასების მფლობელი.

1984 წელს მარადონა იტალიის „ნაპოლიში“ გადავიდა. იტალიაში მან საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. 1991 წელს ფეხბურთელმა 15-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. დოპინგ-კონტროლზე მას სისხლში კოკაინის კვალი აღმოუჩინეს.

კარიერის ბოლო წლები (1995-1997) სპორტსმენმა არგენტინის კლუბ „ბოკა ხუნიორსში“ გაატარა, სადაც 29 მატჩი გამართა და შვიდი გოლი გაიტანა.

მისი უკანასკნელი მატჩის ოფიციალურ თარიღად ითვლება 1997 წლის 25 ოქტომბერი, როდესაც დიეგო მინდორზე „რივერ პლეიტის“ წინააღმდეგ გამოვიდა. 30 ოქტომბერს, 37-ე იუბილეზე მარადონამ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

კარიერის დასრულების შემდეგ მარადონა მუშაობდა სპორტულ კომენტატორად და სპორტულ პროგრამებში ექსპერტის როლი მოირგო. 2008-2010 წლებში ის არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

47
  • ლეგენდარულ მარადონას უამრავი მეტსახელი აქვს - მას უწოდებდნენ „ფეხბურთის მიქელანჯელოსაც“ და “ოქროს ბიჭუნასაც“. 1960 წლის 30 ოქტომბერს უბრალოდ მუშის - დიეგო მარადონას და დიასახლისი დალმა ფრანკოს ოჯახში მეხუთი შვილი დიეგო დაიბადა
    © REUTERS / Carlos Barria

    ლეგენდარულ მარადონას უამრავი მეტსახელი აქვს - მას უწოდებდნენ „ფეხბურთის მიქელანჯელოსაც“ და “ოქროს ბიჭუნასაც“. 1960 წლის 30 ოქტომბერს უბრალოდ მუშის - დიეგო მარადონას და დიასახლისი დალმა ფრანკოს ოჯახში მეხუთი შვილი დიეგო დაიბადა

  • არგენტინელი ნახევარმცველსა და თავდამსხმელს უამრავი სპორტული ტიტული აქვს მოპოვებული, ყავს ფანების არმია და მისი სახელობის ეკლესია არგენტინაში
    © photo: Sputnik / Vladimir Rodionov

    არგენტინელი ნახევარმცველსა და თავდამსხმელს უამრავი სპორტული ტიტული აქვს მოპოვებული, ყავს ფანების არმია და მისი სახელობის ეკლესია არგენტინაში

  • 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მარადონა არგენტინის ნაკრებს წარმოადგენდა და მას გამარჯვებაც მოუტანა. მან 22 ივნისს გაიტანა „საუკუნის გოლი“. მარადონამ ინგლისის ნაკრების ექვსი მოთამაშე, მათ შორის მეკარეც, მოატყუა და საჯარიმოში შეიჭრა. სამი წუთით ადრე მარადონამ ხელით გოლი გაიტანა, რომელსაც „ღმერთის ხელი“ უწოდეს
    © REUTERS / Action Images / Juha Tamminen

    1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მარადონა არგენტინის ნაკრებს წარმოადგენდა და მას გამარჯვებაც მოუტანა. მან 22 ივნისს გაიტანა „საუკუნის გოლი“. მარადონამ ინგლისის ნაკრების ექვსი მოთამაშე, მათ შორის მეკარეც, მოატყუა და საჯარიმოში შეიჭრა. სამი წუთით ადრე მარადონამ ხელით გოლი გაიტანა, რომელსაც „ღმერთის ხელი“ უწოდეს

  • 1986 წელს, მექსიკაში ეროვნული გუნდის თავდასხმაში თამაშის დროს, მარადონა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
    © AP Photo / Carlo Fumagalli

    1986 წელს, მექსიკაში ეროვნული გუნდის თავდასხმაში თამაშის დროს, მარადონა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

  • მარადონას მოედნის კარგი ხედვა ქონდა, რის წყალობითაც საგოლე პასებს აკეთებდა. ის გამოირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით მაშინაც კი, როდესაც ბურთს კარგავდა. მოწინააღმდეგეს არ ანებებდა თავს მანამ, სანამ ბურთი მის გუნდს არ დაუბრუნდებოდა
    © AFP / Daniel Garcia

    მარადონას მოედნის კარგი ხედვა ქონდა, რის წყალობითაც საგოლე პასებს აკეთებდა. ის გამოირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით მაშინაც კი, როდესაც ბურთს კარგავდა. მოწინააღმდეგეს არ ანებებდა თავს მანამ, სანამ ბურთი მის გუნდს არ დაუბრუნდებოდა

  • ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა და კუბის პრეზიდენტი ფიდელ კასტრო შეხვედრისას
    © REUTERS / Stringer

    ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა და კუბის პრეზიდენტი ფიდელ კასტრო შეხვედრისას

  • ვარსკვლავის სპორტული კარიერა ძალიან ადრე დასრულდა. ამის მიზეზი ნარკოტიკული დამოკიდებულება გახდა. მარადონას რამდენიმე სასამართლო დავა ჰქონდა, მათ შორის 1991 წლის აპრილში კოკაინის შენახვის გამო. ის თავდებით გაათავისუფლეს, თუმცა სპორტული კარიერა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა
    © REUTERS / Marcos Brindicci

    ვარსკვლავის სპორტული კარიერა ძალიან ადრე დასრულდა. ამის მიზეზი ნარკოტიკული დამოკიდებულება გახდა. მარადონას რამდენიმე სასამართლო დავა ჰქონდა, მათ შორის 1991 წლის აპრილში კოკაინის შენახვის გამო. ის თავდებით გაათავისუფლეს, თუმცა სპორტული კარიერა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა

  • 2004 წელს მარადონას ფანები საკუთარი კუმირის გამოჯანმრთელებისათვის ლოცულობდნენ, რომელიც კრიტიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა გულის პრობლემების გამო
    © AFP / Stringer

    2004 წელს მარადონას ფანები საკუთარი კუმირის გამოჯანმრთელებისათვის ლოცულობდნენ, რომელიც კრიტიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა გულის პრობლემების გამო

  • კარიერის დასრულების შემდეგ მარადონა არგენტინისა და იტალიის ტელეარხებზე კომენტატორად მუშაობდა. 2005 წლის ივნისიდან 2006 წლის აგვისტომდე ის კლუბი „ბოკა ხუნიორსის“ კომისიის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2008 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის ივლისამდე დიეგო არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო
    © AP Photo / Matt Sayles

    კარიერის დასრულების შემდეგ მარადონა არგენტინისა და იტალიის ტელეარხებზე კომენტატორად მუშაობდა. 2005 წლის ივნისიდან 2006 წლის აგვისტომდე ის კლუბი „ბოკა ხუნიორსის“ კომისიის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2008 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის ივლისამდე დიეგო არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო

  • დიეგო მარადონა საკუთარ ქალიშვილებთან - ჯანინასთან და დალმასთან ერთად 2008 წელს. მას რვა შვილი ჰყავს. დალმას და ჯანინას გარდა, კიდევ ერთი ქალიშვილი ჰანა, ვაჟები დიეგო ჯუნიორი და ფერნანდო დიეგიტო, ასევე სამი მცირეწლოვანი ვაჟი, რომლებიც კუბაში დაიბადნენ, სადაც ყოფილი ფეხბურთელი ნარკოდამოკიდებულებაზე მკურნალობდა
    © AFP / Valery Hache

    დიეგო მარადონა საკუთარ ქალიშვილებთან - ჯანინასთან და დალმასთან ერთად 2008 წელს. მას რვა შვილი ჰყავს. დალმას და ჯანინას გარდა, კიდევ ერთი ქალიშვილი ჰანა, ვაჟები დიეგო ჯუნიორი და ფერნანდო დიეგიტო, ასევე სამი მცირეწლოვანი ვაჟი, რომლებიც კუბაში დაიბადნენ, სადაც ყოფილი ფეხბურთელი ნარკოდამოკიდებულებაზე მკურნალობდა

  • მარადონა გამარჯვებას აღნიშნავს. არგენტინის ნაკრები 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა
    © REUTERS / Eddie Keogh

    მარადონა გამარჯვებას აღნიშნავს. არგენტინის ნაკრები 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა

  • კარიერის დასრულების შემდეგ, ის დიდ დროს აღარსად ჰყოფდა. ბრესტამდე მან ვერ მიაღწია, თუმცა გახდა მექსიკის „დორადოს დე სინალოას“ ტექნიკური დირექტორი, რაც მისი უკანასკნელი სამუშაო ადგილი აღმოჩნდა
    © REUTERS / Grigory Dukor

    კარიერის დასრულების შემდეგ, ის დიდ დროს აღარსად ჰყოფდა. ბრესტამდე მან ვერ მიაღწია, თუმცა გახდა მექსიკის „დორადოს დე სინალოას“ ტექნიკური დირექტორი, რაც მისი უკანასკნელი სამუშაო ადგილი აღმოჩნდა

ჩინეთის მისია მთვარეზე: რაკეტა Long March-5-ის გაშვება ფოტო

21
(განახლებულია 17:33 26.11.2020)
  • მისია გათვლილია 23 დღეზე და მთვარის სამხრეთ პოლუსის საერთო გამოკვლევას მოიაზრებს
  • გაშვება სამშაბათს შედგა ხაინანის კუნძულზე
  • ზონდი „ჩანე-5“ თავდაპირველად 2017 წელს უნდა გაეშვათ, თუმცა „ჩანჩჟენ-5“ რაკეტმზიდის ავარიის გამო მისია გადაიდო
  • რაკეტმზიდი „ჩანჩჟენ-5“ ჩინეთის ყველა უახლოესი ამბიციური კოსმოსური მისიის საფუძველია
  • მოსალოდნელია, რომ აპარატი დედამიწაზე დაახლოებით ორ კილოგრამ გრუნტს ჩამოიტანს მთვარიდან
  • წარმატების შემთხვევაში 1970-იანი წლების შემდეგ „ჩანე-5“ გახდება გახდება პირველი მისია, რომელმაც დედამიწაზე რეგოლიტი ჩამოიტანა. მანამდე ეს მხოლოდ აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა შეძლეს
  • მთვარის ზონდირების ჩინური პროგრამა „ჩანე“ სამ ეტაპს მოიცავს: დედამიწის თანამგზავრის გარშემო შემოფრენა („ჩანე-1“ და „ჩანე-2“), მთვარეზე დაჯდომა („ჩანე-3“ და „ჩანე-4“)და დედამიწაზე დაბრუნება („ჩანე-5“ და “ჩანე-6“)
  • პროგრამის პირველი და მეორე ეტაპები უკვე წარმატებით დასრულდა. ამ დროისათვის მესამე ეტაპი ხორციელდება
  • „ჩანე-8“, გარდა მეცნიერული კვლევებისა, მთვარის ზედაპირზე ტექნოლოგიების გამოცდასაც ჩაატარებს
წარმატების შემთხვევაში 1970-იანი წლების შემდეგ მისია „ჩანე-5“ გახდება პირველი, რომელიც დედამიწაზე მთვარის გრუნტს ჩამოიტანს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში მთვარის ზონდის ისტორიული გაშვების კადრები.

ჩინური მძიმე რაკეტმზიდი „ჩანჩჟენ-5“ წარმატებით გავიდა მითითებულ ორბიტაზე „ჩანე-5“ აპარატით, რომელიც მთვარეზე უნდა დაჯდეს და მისი გრუნტის ნიმუშები აიღოს – დაახლოებით ორი კილოგრამი რეგოლითი და დედამიწაზე დაბრუნდეს.

„ჩანჩჟენის“ რაკეტმზიდებისთვის ეს უკვე 353-ე მისიაა. „ჩანჩჟენ-5“ ჩინეთის ყველა უახლოესი ამბიციური კოსმოსური მისიის საფუძველია. ივლისში მისი დახმარებით წარმატებით გაეშვა მარსის გამოსაკვლევი პირველი ჩინური ზონდი „ტიანვენ-1“.

NASA იმედოვნებს, რომ ჩინეთი „ჩანე-5“-ის ფარგლებში მოპოვებულ მონაცემებს სხვა ქვეყნების მეცნიერებსაც გაუზიარებს, როგორც ეს მისია „აპოლონის“ დროს მოხდა.

 

21
  • მისია გათვლილია 23 დღეზე და მთვარის სამხრეთ პოლუსის საერთო გამოკვლევას მოიაზრებს
    © REUTERS / Tingshu Wang

    მისია გათვლილია 23 დღეზე და მთვარის სამხრეთ პოლუსის საერთო გამოკვლევას მოიაზრებს

  • გაშვება სამშაბათს შედგა ხაინანის კუნძულზე
    © REUTERS / Tingshu Wang

    გაშვება სამშაბათს შედგა ხაინანის კუნძულზე

  • ზონდი „ჩანე-5“ თავდაპირველად 2017 წელს უნდა გაეშვათ, თუმცა „ჩანჩჟენ-5“ რაკეტმზიდის ავარიის გამო მისია გადაიდო
    © AP Photo / Guo Cheng/Xinhua

    ზონდი „ჩანე-5“ თავდაპირველად 2017 წელს უნდა გაეშვათ, თუმცა „ჩანჩჟენ-5“ რაკეტმზიდის ავარიის გამო მისია გადაიდო

  • რაკეტმზიდი „ჩანჩჟენ-5“ ჩინეთის ყველა უახლოესი ამბიციური კოსმოსური მისიის საფუძველია
    © REUTERS / Tingshu Wang

    რაკეტმზიდი „ჩანჩჟენ-5“ ჩინეთის ყველა უახლოესი ამბიციური კოსმოსური მისიის საფუძველია

  • მოსალოდნელია, რომ აპარატი დედამიწაზე დაახლოებით ორ კილოგრამ გრუნტს ჩამოიტანს მთვარიდან
    © REUTERS / Tingshu Wang

    მოსალოდნელია, რომ აპარატი დედამიწაზე დაახლოებით ორ კილოგრამ გრუნტს ჩამოიტანს მთვარიდან

  • წარმატების შემთხვევაში 1970-იანი წლების შემდეგ „ჩანე-5“ გახდება გახდება პირველი მისია, რომელმაც დედამიწაზე რეგოლიტი ჩამოიტანა. მანამდე ეს მხოლოდ აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა შეძლეს
    © AP Photo / Mark Schiefelbein

    წარმატების შემთხვევაში 1970-იანი წლების შემდეგ „ჩანე-5“ გახდება გახდება პირველი მისია, რომელმაც დედამიწაზე რეგოლიტი ჩამოიტანა. მანამდე ეს მხოლოდ აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა შეძლეს

  • მთვარის ზონდირების ჩინური პროგრამა „ჩანე“ სამ ეტაპს მოიცავს: დედამიწის თანამგზავრის გარშემო შემოფრენა („ჩანე-1“ და „ჩანე-2“), მთვარეზე დაჯდომა („ჩანე-3“ და „ჩანე-4“)და დედამიწაზე დაბრუნება („ჩანე-5“ და “ჩანე-6“)
    © AP Photo / Mark Schiefelbein

    მთვარის ზონდირების ჩინური პროგრამა „ჩანე“ სამ ეტაპს მოიცავს: დედამიწის თანამგზავრის გარშემო შემოფრენა („ჩანე-1“ და „ჩანე-2“), მთვარეზე დაჯდომა („ჩანე-3“ და „ჩანე-4“)და დედამიწაზე დაბრუნება („ჩანე-5“ და “ჩანე-6“)

  • პროგრამის პირველი და მეორე ეტაპები უკვე წარმატებით დასრულდა. ამ დროისათვის მესამე ეტაპი ხორციელდება
    © REUTERS / Tingshu Wang

    პროგრამის პირველი და მეორე ეტაპები უკვე წარმატებით დასრულდა. ამ დროისათვის მესამე ეტაპი ხორციელდება

  • „ჩანე-8“, გარდა მეცნიერული კვლევებისა, მთვარის ზედაპირზე ტექნოლოგიების გამოცდასაც ჩაატარებს
    © REUTERS / Tingshu Wang

    „ჩანე-8“, გარდა მეცნიერული კვლევებისა, მთვარის ზედაპირზე ტექნოლოგიების გამოცდასაც ჩაატარებს

ქალი ყაყაჩოებში

2021 წლის ჰოროსკოპი: ქალწული ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა

0
(განახლებულია 10:07 25.11.2020)
როგორი იქნება 2021 წელი ქალწულებისთვის, რას მოუტანს ის ამ ნიშნით დაბადებულ ქალებსა და მამაკაცებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

2021 – თეთრი ხარის წელიწადი მარტივი არ იქნება, მაგრამ რამდენადაც ქალწულები ზოდიაქოს ბრძენ ნიშანთა რიცხვს განეკუთვნებიან, ისინი ნებისმიერი პრობლემიდან გარკვეული გაკვეთილის გამოტანას ცდილობენ, რათა ერთი და იგივე შეცდომა არ გაიმეორონ. 2021 წელს ეს პრობლემები, ძირითადად, უმნიშვნელო იქნება და ხშირად თავად ქალწულების გადაწყვეტილებაზე არ იქნება დამოკიდებული.

ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება>>

ქალწული მამაკაცი

მამაკაც ქალწულებს, შესაძლოა, რაღაც გეგმები ჩაუვარდეთ, ჰქონდეთ გარკვეული გაუგებრობები და თავდაჯერებულობის მოულოდნელი შერყევები. ბევრი სირთულე არაპროგნოზირებადი იქნება, რაც გადაწყვეტილების მოძებნის მცდელობაზე უარყოფითად აისახება. ასტროლოგები გირჩევენ, ყოველგვარ მოვლენას რაც შეიძლება მარტივად შეხედოთ.

ფინანსები და სამუშაო: ქალწულებისთვის ყველაზე პროდუქტიული დრო გაზაფხულის პირველი ნახევარი და შემოდგომის მიწურული იქნება. იღბალი ყველა პროფესიის წარმომადგენლების გვერდით დადგება. თქვენ მხოლოდ მოტივაცია და ენთუზიაზმი დაგჭირდებათ. ექსპერტები გირჩევენ, ფულთან დაკავშირებით იფრთხილოთ, ნებისმიერი ნივთი დაფიქრებით იყიდოთ და თანხა ქარს არ გაატანოთ.

სიყვარული და ურთიერთობები: სიყვარულში ქალწულ მამაკაცებს ძალიან გაგიმართლებთ. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვისაც თავისი მეორე ნახევარი ჯერ არ უპოვია. ვარსკვლავები და პლანეტები გააძლიერებენ თქვენს მომხიბვლელობას, რაც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარებათ.

განწყობა და ჯანმრთელობა: 2021 წელს ქალწულმა მამაკაცებმა ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ ასე არ მოიქცევით, შესაძლოა, პრობლემები გაჩნდეს. არ შეიძლება, ყურადღება არ მიაქციოთ ორგანიზმის სიგნალებს იმის თაობაზე, რომ რაღაც წესრიგში არაა.

ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები>>

ქალწული ქალი

2021 წელი ქალწულებს ბევრ სასიამოვნო სიახლეს გპირდებათ. იანვრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება ადრე გაწეული სამუშაოს პირველი ნაყოფის მიღება. საუკეთესო იქნება თქვენთვის დროის მუშაობაში ინვესტირება, მაგრამ, ამავდროულად, არ უნდა დაივიწყოთ დროული დასვენებაც. ასტროლოგები ასევე გირჩევენ, რომ სასურველი რეალობად არ მიიღოთ.

ფინანსები და სამუშაო: ფინანსურ სფეროში ქალმა ქალწულებმა აუცილებლად უნდა მოუსმინოთ და ენდოთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც ზოდიაქოს ყველა სხვა ნიშანს შორის თქვენთვის ყველაზე მძლავრი იარაღი გახდება. მეექვსე გრძნობა განსაკუთრებით დაეხმარება შემოქმედებით სფეროებში მოღვაწე ქალწულებს. ძვირადღირებული ნივთების შეძენა უპრიანი ზაფხულში იქნება, სხვა დროს, სჯობს, ამისგან თავი შეიკავოთ.

სიყვარული და ურთიერთობები: ამ ნიშნის ქალებს, მამაკაცების მსგავსად, ვარსკვლავები მომხიბვლელობისა და ქარიზმის განსაკუთრებულ აურას გიბოძებენ. გრძნობებთან დაკავშირებულ საკითხებში ქალწულები წარმატებებს უკვე 2021 წლის პირველივე დღეებიდან მიაღწევთ. შეგიძლიათ პაემანზე წასვლა, ინიციატივის გამოჩენა, მაგრამ მოვლენების დაჩქარება არ ივარგებს.

ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები>>

განწყობა და ჯანმრთელობა: ამ სფეროში ქალ ქალწულებს უფრო მშვიდი წელი გელოდებათ, ვიდრე მამაკაცებს. განწყობის მკვეთრი ცვლილებები, რომლებიც თქვენს გეგმებს დაარღვევს და იღბალს დაგაშორებთ, მოსალოდნელი არ არის. ზამთარსა და გაზაფხულზე კარგი იქნება, თუ ნეგატიური ჩვევებისგან გათავისუფლდებით.

გაეცანით ასევე 2021 წლის ჰოროსკოპს ვერძებისკუროებისტყუპების, კირჩხიბებისა და ლომებისთვის.

0