ბანკზე თავდასხმა და მძევლების აყვანა ზუგდიდში: ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

433
(განახლებულია 13:20 22.10.2020)
  • „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალს უცნობი თავს დაესხმა დღისით. ის შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით
  • შენობასთან ოპერატუიულად მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და სპეცრაზმი
  • ბოროტმოქმედმა დაახლოებით 20 ადამიანი შეიპყრო. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს მოითხოვდა. ცოტა ხანში მან ასაკოვანი ადამიანები და ორსული ქალი გაათავისუფლა
  • ყველა მიმდებარე ქუჩა იყო ბლოკირებული
  • ჟურნალისტები პოლიციის ბარიკადებს მიღმა მუშაობდნენ
  • სპეცოპერაცია გვიან საღამომდე გაგრძელდა
  • მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა
  • სპეცოპერაციის ადგილზე გადაიტყორცნა ჯავშანტექნიკაც
  • თავდამსმხელი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, თუ პოლიცია სპეცოპერაციას დაიწყებდა
  • შენობა იყო ალყაში - მთელ ტერიტორიას სამართალდამცავები აკონტროლებდნენ
  • განსაკუთრებული ზომების მიღება წარმატებით დასრულდა - რიგი ტელეარხების მონაცემებით, თითქმის ყველა მძევალი გათავისუფლებულია
  • მალე ზუგდიდიდან დაზუსტებული ინფორმაცია გავრცელდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ განცხადებას არ აკეთებენ
ოთხშაბათს საქართველოში საშინელი ამბავი გავრცელდა – ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ბოროტმოქმედმა მძევლები აიყვანა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სურათები მოვლენათა ადგილიდან.

თავდამსხმელმა 20-მდე მძევალი აიყვანა, რის შემდეგაც ნახევარი მილიონი დოლარი და ვერტმფრენი მოითხოვა.

ბოროტმოქმედი შეიარაღებული იყო ავტომატითა და ხელყუმბარით. ის იმუქრებოდა მისი აფეთქებით, თუ სამართალდამცველები შენობის შტურმით აღებას გადაწყვეტდნენ. მძევლებს შორის იყვნენ ბანკის თანამშრომლები და კლიენტები.

ადგილზე ოპერატიულად მივიდა ზუგდიდის პოლიცია და სპეცრაზმი. მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გვიან საღამოს დასრულდა – როგორც ქართული ტელეარხები იუწყებიან, თითქმის ყველა მძევალი გათავისუფლებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი.

433
  • „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალს უცნობი თავს დაესხმა დღისით. ის შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით
    © Sputnik / STRINGER

    „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალს უცნობი თავს დაესხმა დღისით. ის შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით

  • შენობასთან ოპერატუიულად მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და სპეცრაზმი
    © Sputnik / STRINGER

    შენობასთან ოპერატუიულად მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და სპეცრაზმი

  • ბოროტმოქმედმა დაახლოებით 20 ადამიანი შეიპყრო. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს მოითხოვდა. ცოტა ხანში მან ასაკოვანი ადამიანები და ორსული ქალი გაათავისუფლა
    © Sputnik / STRINGER

    ბოროტმოქმედმა დაახლოებით 20 ადამიანი შეიპყრო. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს მოითხოვდა. ცოტა ხანში მან ასაკოვანი ადამიანები და ორსული ქალი გაათავისუფლა

  • ყველა მიმდებარე ქუჩა იყო ბლოკირებული
    © Sputnik / STRINGER

    ყველა მიმდებარე ქუჩა იყო ბლოკირებული

  • ჟურნალისტები პოლიციის ბარიკადებს მიღმა მუშაობდნენ
    © Sputnik / STRINGER

    ჟურნალისტები პოლიციის ბარიკადებს მიღმა მუშაობდნენ

  • სპეცოპერაცია გვიან საღამომდე გაგრძელდა
    © Sputnik / STRINGER

    სპეცოპერაცია გვიან საღამომდე გაგრძელდა

  • მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა
    © Sputnik / STRINGER

    მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა

  • სპეცოპერაციის ადგილზე გადაიტყორცნა ჯავშანტექნიკაც
    © Sputnik / STRINGER

    სპეცოპერაციის ადგილზე გადაიტყორცნა ჯავშანტექნიკაც

  • თავდამსმხელი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, თუ პოლიცია სპეცოპერაციას დაიწყებდა
    © Sputnik / STRINGER

    თავდამსმხელი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, თუ პოლიცია სპეცოპერაციას დაიწყებდა

  • შენობა იყო ალყაში - მთელ ტერიტორიას სამართალდამცავები აკონტროლებდნენ
    © Sputnik / STRINGER

    შენობა იყო ალყაში - მთელ ტერიტორიას სამართალდამცავები აკონტროლებდნენ

  • განსაკუთრებული ზომების მიღება წარმატებით დასრულდა - რიგი ტელეარხების მონაცემებით, თითქმის ყველა მძევალი გათავისუფლებულია
    © Sputnik / STRINGER

    განსაკუთრებული ზომების მიღება წარმატებით დასრულდა - რიგი ტელეარხების მონაცემებით, თითქმის ყველა მძევალი გათავისუფლებულია

  • მალე ზუგდიდიდან დაზუსტებული ინფორმაცია გავრცელდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ განცხადებას არ აკეთებენ
    © Sputnik / STRINGER

    მალე ზუგდიდიდან დაზუსტებული ინფორმაცია გავრცელდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ განცხადებას არ აკეთებენ

ბრაზილიაში იესო ქრისტეს სიდიდით მესამე ქანდაკება იგება - ფოტო

72
(განახლებულია 12:28 13.04.2021)
  • იესო ქრისტეს 43 მეტრის სიმაღლის ახალი ქანდაკება სიდიდით მსოფლიოში მესამე იქნება
  • ის ზომებით ჩამორჩება მხოლოდ ინდონეზიის ქანდაკებას, რომელიც 52,55 მეტრის სიმაღლისაა და პოლონეთისას - 52,2 მეტრი
  • ტურისტებისთვის ქანდაკებაში მოეწყობა ლიფტი, რომლითაც ისინი სპეციალურ ვერანდაზე ავლენ
  • სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობს ყოფილი მერის - გილსონ კონზატის ვაჟი და ქრისტეს მეგობრების ასოციაცია
  • პროექტი ფინანსდება კერძო პირებისა და კომპანიების შემოწირულობებით
  • სამუშაოების დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება
ბრაზილიის ქალაქ ენკანტადოში იესო ქრისტეს ახალ ქანდაკებას დგამენ, რომელიც ძველზე მაღალი იქნება. იხილეთ Sputnik-ის ფოტოლენტაში ახალი ქანდაკების სურათები

ქრისტეს ახალი ქანდაკების დადგმის სამუშაოები, რომელიც მსოფლიოში მესამე იქნება სიდიდით, უკვე ორი წელია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 350 ათასი დოლარია.

ქანდაკების სიმაღლე პედესტალიანად 43 მეტრია, ხელების ზომა - 36 მეტრი. ასევე იგეგმება ლიფტის დამონტაჟება, რომელიც ტურისტებს 40 მეტრის სიმაღლეზე მოწყობილ სპეციალურ ვერანდაზე აიყვანს.

 

72
  • იესო ქრისტეს 43 მეტრის სიმაღლის ახალი ქანდაკება სიდიდით მსოფლიოში მესამე იქნება
    © AFP / Silvio Avila

    იესო ქრისტეს 43 მეტრის სიმაღლის ახალი ქანდაკება სიდიდით მსოფლიოში მესამე იქნება

  • ის ზომებით ჩამორჩება მხოლოდ ინდონეზიის ქანდაკებას, რომელიც 52,55 მეტრის სიმაღლისაა და პოლონეთისას - 52,2 მეტრი
    © AFP / Silvio Avila

    ის ზომებით ჩამორჩება მხოლოდ ინდონეზიის ქანდაკებას, რომელიც 52,55 მეტრის სიმაღლისაა და პოლონეთისას - 52,2 მეტრი

  • ტურისტებისთვის ქანდაკებაში მოეწყობა ლიფტი, რომლითაც ისინი სპეციალურ ვერანდაზე ავლენ
    © AFP / Silvio Avila

    ტურისტებისთვის ქანდაკებაში მოეწყობა ლიფტი, რომლითაც ისინი სპეციალურ ვერანდაზე ავლენ

  • სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობს ყოფილი მერის - გილსონ კონზატის ვაჟი და ქრისტეს მეგობრების ასოციაცია
    © AFP / Silvio Avila

    სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობს ყოფილი მერის - გილსონ კონზატის ვაჟი და ქრისტეს მეგობრების ასოციაცია

  • პროექტი ფინანსდება კერძო პირებისა და კომპანიების შემოწირულობებით
    © AFP / Silvio Avila

    პროექტი ფინანსდება კერძო პირებისა და კომპანიების შემოწირულობებით

  • სამუშაოების დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება
    © AFP / Silvio Avila

    სამუშაოების დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება

ცეცხლოვანი და ეპატაჟური მოდის კვირეული მადრიდში - ფოტო

72
(განახლებულია 12:27 13.04.2021)
  • ესპანელმა დიზაინერებმა Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე ტექსტურისა და ფერების უჩვეულო შეხამება უჩვენეს
  • შოუ თეატრალურ წარმოდგენას გავდა
  • ფურორი მოახდინა დიზაინერმა ანდრეს სარდმა, რომელმაც პოდიუმზე მოდელები თამამი ჩაცმულობით გამოუშვა
  • წარმოდგენაზე მოდელები გამოდიოდნენ მოშიშვლებული მკერდით და გამჭვირვალე სამოსით
  • ან უბრალოდ აჟურული თეთრეულით
  • დიზაინერმა აგატა რუის დე ლა პრადამ აქცენტი სამოსის სინაზესა და უბიწოებაზე გააკეთა
  • მისი შოუ გავდა ბავშვობაში მოგზაურობას - ფერები 50-იანების სტილში და გულის, ვარსკვლავების, მზისა და ღრუბლების ფორმის ელემენტები
  • მოდელი აგატა რუის დე ლა პრადას სამოსით პოდიუმზე
  • დიზაინერმა მაია ჰანსენმა ჩვენებაში სამედიცინო სათვალე გამოიყენა
  • მოდელი მაია ჰანსენის სამოსით
  • მოდელების დიდ ნაწილს ჩვენებაზე სახის დამცავი ფარი ეკეთა
  • ჰანსენმა მაყურებელი მოხიბლა - მან კოლექციაში BDSM ელემენტებიც კი გამოიყენა
დიზაინერებმა მადრიდის მოდის კვირეულზე 2021-2022 წლის შემოდგომა-ზამთრის ტრენდები წარადგინეს. იხილეთ Sputnik-ის ფოტოლენტაში, რა ტენდენციები გველის წინ

ესპანელმა დიზაინერებმა Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე ტექსტურისა და ფერების უჩვეულო შეხამება უჩვენეს. ფურორი მოახდინა დიზაინერმა ანდრეს სარდმა, რომელმაც პოდიუმზე მოდელები თამამი ჩაცმულობით გამოუშვა.

შოუ გავდა 18+ თეატრალურ წარმოდგენას, რომელზეც მოდელები გამოდიოდნენ შიშველი მკერდით და გამჭვირვალე სამოსით.

72
  • ესპანელმა დიზაინერებმა Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე ტექსტურისა და ფერების უჩვეულო შეხამება უჩვენეს
    © AFP / Gabriel Bouys

    ესპანელმა დიზაინერებმა Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე ტექსტურისა და ფერების უჩვეულო შეხამება უჩვენეს

  • შოუ თეატრალურ წარმოდგენას გავდა
    © AFP / Gabriel Bouys

    შოუ თეატრალურ წარმოდგენას გავდა

  • ფურორი მოახდინა დიზაინერმა ანდრეს სარდმა, რომელმაც პოდიუმზე მოდელები თამამი ჩაცმულობით გამოუშვა
    © AFP / Gabriel Bouys

    ფურორი მოახდინა დიზაინერმა ანდრეს სარდმა, რომელმაც პოდიუმზე მოდელები თამამი ჩაცმულობით გამოუშვა

  • წარმოდგენაზე მოდელები გამოდიოდნენ მოშიშვლებული მკერდით და გამჭვირვალე სამოსით
    © REUTERS / Sergio Perez

    წარმოდგენაზე მოდელები გამოდიოდნენ მოშიშვლებული მკერდით და გამჭვირვალე სამოსით

  • ან უბრალოდ აჟურული თეთრეულით
    © AFP / Gabriel Bouys

    ან უბრალოდ აჟურული თეთრეულით

  • დიზაინერმა აგატა რუის დე ლა პრადამ აქცენტი სამოსის სინაზესა და უბიწოებაზე გააკეთა
    © REUTERS / Sergio Perez

    დიზაინერმა აგატა რუის დე ლა პრადამ აქცენტი სამოსის სინაზესა და უბიწოებაზე გააკეთა

  • მისი შოუ გავდა ბავშვობაში მოგზაურობას - ფერები 50-იანების სტილში და გულის, ვარსკვლავების, მზისა და ღრუბლების ფორმის ელემენტები
    © REUTERS / Sergio Perez

    მისი შოუ გავდა ბავშვობაში მოგზაურობას - ფერები 50-იანების სტილში და გულის, ვარსკვლავების, მზისა და ღრუბლების ფორმის ელემენტები

  • მოდელი აგატა რუის დე ლა პრადას სამოსით პოდიუმზე
    © AFP / Gabriel Bouys

    მოდელი აგატა რუის დე ლა პრადას სამოსით პოდიუმზე

  • დიზაინერმა მაია ჰანსენმა ჩვენებაში სამედიცინო სათვალე გამოიყენა
    © REUTERS / Sergio Perez

    დიზაინერმა მაია ჰანსენმა ჩვენებაში სამედიცინო სათვალე გამოიყენა

  • მოდელი მაია ჰანსენის სამოსით
    © AFP / Gabriel Bouys

    მოდელი მაია ჰანსენის სამოსით

  • მოდელების დიდ ნაწილს ჩვენებაზე სახის დამცავი ფარი ეკეთა
    © REUTERS / Sergio Perez

    მოდელების დიდ ნაწილს ჩვენებაზე სახის დამცავი ფარი ეკეთა

  • ჰანსენმა მაყურებელი მოხიბლა - მან კოლექციაში BDSM ელემენტებიც კი გამოიყენა
    © AFP / Gabriel Bouys

    ჰანსენმა მაყურებელი მოხიბლა - მან კოლექციაში BDSM ელემენტებიც კი გამოიყენა

საპროტესტო აქცია

პროტესტი და შეთავაზება - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული სკანდალი გრძელდება

0
(განახლებულია 10:59 15.04.2021)
ეკლესიამ მოსახლეობის დასამშვიდებლად სახელმწიფოსა და მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შორის დიალოგის პროცესში ჩარევა გადაწყვიტა 

 

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. „ნამახვანჰესის“  მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი ღამის საათებშიც არ წყდება, რის გამოც საქართველოს საპატრიარქომ დაპირისპირების მოგვარების მიზნით მხარეებს შუამავლობა შესთავაზა. 

 „ნამახვანჰესის“  კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური  – 333 მგვტ სიმძლავრის  „ქვემო ნამახვანი“ და 100 მგვტ სიმძლავრის  „ზემო ნამახვანი“.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანიის გამოჩენა და, რაც მთავარია, მისთვის მიწის 99 წლის ვადით გადაცემა.

ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ ჰესის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწისთვის ნორვეგიულმა კომპანია Clean Energy Group-მა, რომელმაც მშენებლობა თურქულ კომპანია ENKA-ს დაავალა, ადგილობრივ მცხოვრებლებს  34 მილიონი ლარი გადაუხადა. სამშენებლო ტერიტორიასთან  ახლოს მცხოვრები 270 ოჯახიდან კომპენსაციის აღებაზე უარი არცერთს არ უთქვამს.

მშენებლობის მოწინააღმდეგეთა რთული ღამე

პროტესტმა უკვე იმერეთის რეგიონის ცენტრს მიაღწია და არ არის გამორიცხული, მთელ საქართველოს მოედოს. ამჟამად აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე ქუთაისის ცენტრშია შეკრებილი და უკმაყოფილებას იქ გამოხატავს. 

 „ჩვენ მთელი ღამე აქ გავათიეთ და მომდევნო დღეებშიც ასე გავაგრძელებთ. თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიწვევთ ბლოკირებას... თუ ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ქვეყნის ყველა რეგიონის პიკეტირებას მოვახდენთ“, – განაცხადა  საპროტესტო აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ითხოვენ ჰესის მშენებლობაზე უარის თქმას და ხეობის ტერიტორიიდან ინვესტორების გაყვანას, მოსახლეობისთვის კი მიწების დაბრუნებას.

ხელისუფლების პოზიცია

საქართველოს მთავრობა ჰესის მშენებლობაზე უარის თქმას არ აპირებს, პირველ რიგში, ენერგოუსაფრთხოების მოსაზრებით შიდა ბაზარზე ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების ფონზე. იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის 34% იმპორტირებული იყო.

„ძალიან სერიოზულ დათმობებზე წამოვიყვანეთ თავად ინვესტორი კომპანია, რომელმაც, პრაქტიკულად, გადადო მთელი ერთი წლით კაშხლის მშენებლობა, რადგან კაშხალი იწვევდა მოსახლეობაში ყველაზე მეტ წუხილს. ახლა მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ გზის და მისასვლელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ამ კვირაში შეხვედრა იგეგმება ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ექსპერტთან, გეოლოგებთან, მეცნიერებთან, ასევე აქტივისტებთან, რათა პასუხი გაეცეს ყველა მათ კითხვას.

ეკლესიის ჩარევა

ეკლესიამ მოსახლეობის დასამშვიდებლად სახელმწიფოსა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შორის დიალოგის პროცესში ჩარევა გადაწყვიტა. 

„ნამახვანჰესის“ საკითხზე ვიქნებით მედიატორი, ვმუშაობთ ორივე მხარესთან, რომ არ მოხდეს რადიკალიზაცია და დარჩეს სივრცე დიალოგისთვის“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს მიერ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გავრცელებული განაცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, არის გარკვეული კითხვები კონტრაქტის პირობებთან, მის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რომლებზეც საზოგადოებამ სრული ინფორმაცია უნდა მიიღოს.

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ დასძინა, რომ საპატრიარქო ჰესის მშენებლობის საკითხში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. მისი ამოცანაა, არ დაუშვას პროცესების რადიკალიზაცია.

რა არის  „ნამახვანჰესი“

„ნამახვანჰესი“ კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. თითო კაშხლის ფართობი საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობია 11,6 კვ.კმ–ია,  „ენგურჰესის“ - 13,6 კვ.კმ,  შაორის წყალსაცავის კი 9,1 კვ.კმ.  

აღსანიშნავია, რომ კაშხლების დახმარებით დარეგულირდება წყლის დონე მდინარეში, რათა ხეობაში წყალდიდობა თავიდან იქნას აცილებული.

პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოება 15%-ით გაიზრდება. კასკადის მშენებლობაში  830 მილიონი დოლარის დაბანდება იგეგმება.

 

0