უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალი საქართველოსა და ბელარუსს შორის ორივე ნაკრებისათვის „საუკუნის მატჩი“ გახდა: სასწორზე იდო ძალიან ბევრი რამ, ვინაიდან შეხვედრის გამარჯვებულს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი ეძლეოდა.
პანდემიის ფონზე მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდა. საქართველოს ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ათასობით გულშემატკივარი ერთ სივრცეში განსაკუთრებული ეპიდემიოლოგიური რისკი იქნებოდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა მოიგო ანგარიშით 1:0. 12 ნოემბერს კი თბილისში უეფას ერთა ლიგის ფინალი გაიმართება!
თორნიკე ოქრიაშვილის მიერ მატჩის დასაწყისში გატანილმა ერთადერთმა გოლმა შეხვედრის შედეგი განსაზღვრა
გოლის აღნიშვნისას ოქრიაშვილმა ჯერ არც კი იცოდა, რომ ქვეყნის ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ფინალში გაიყვანა
ბელარუსის ნაკრების მეკარე ეგორ ხატკევიჩი გაშვებულ გოლს ტყუილად არ განიცდიდა
ქართველმა სპორტსმენებმა გოლის გატანა აღნიშნეს
თამაშის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ საქართველომ მოიგო, ოქრიაშვილი ემოციებს ვერ მალავდა
გახარებული იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისიც
მოთამაშეებმა მოედანზე გამარჯვება აღნიშნეს
ბელარუსის ნაკრებმა, მცდელობების მიუხედავად, ანგარიშის გათანაბრებაც ვერ შეძლო
რაც ქართული გუნდის მეკარის, გიორგი ლორიას დამსახურებაცაა
ისევე, როგორც მთელი გუნდის. ფოტოზე ხვიჩა კვარაცხელია მეტოქის წინააღმდეგ)
ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ვლადიმერ ვაისს
თამაში საკმაოდ დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა
ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ყვითელი ბარათიც კი მიიღო
ჯამში ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი ყვითელი ბარათი დაიმსახურეს, ბელარუსებმა - მხოლოდ ერთი
ქართულმა გუნდმა გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა
მიუხედავად ძლიერი მეტოქისა, ქართველმა ფეხბურთელებმა გუნდს გამარჯვება მოუტანეს
ასეთ მატჩში გამარჯვება ქართველი გულშემატკივრებისათვის ნამდვილი დღესასწაულია
ყოველი ასეთი გამარჯვების შემდეგ ქართული ფეხბურთის რწმენა უფრო და უფრო მყარი ხდება
გუნდმა უჩვენა, თუ რის გაკეთება შეუძლია
და ეს ყველაფერი ცარიელი ტრიბუნების ფონზე
დასვენება, როგორც ჩანს, პერმანენტულად იქცა - საახალწლო ორკვირიანი „არდადეგები“ უსასრულოდ გრძელდება. მკაცრი შეზღუდვების დაწყებიდან ქვეყანაში შეჩერებულია ბაზრობების, მაღაზიების, რესტორნების, კაფეების, სპორტდარბაზებისა და სხვა ობიექტების მუშაობა. ასევე დაკეტილია სკოლები და საბავშვო ბაღები, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოქმედებს საკომენდანტო საათი. უამრავი ბიზნესი და ადამიანები მომსახურების სფეროში კარგავენ შემოსავლებს. ისინი, ვინც უკმაყოფილო არიან სიტუაციით, კვირას პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოვიდნენ.
კვირას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ასობით ადამიანმა გააპროტესტა
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა
მასში მონაწილეობდნენ სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის და სხვადასხვა სახის ბიზნესის წარომადგენლები
მათ დიდ ნაწილს ეკეთა პირბადე
აქციაზე წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფდა
აქციის მონაწილეთა ნაწილი თავიდან პარლამენტთან გამოხატავდა პროტესტს
ზამთრის სპორტის მოყვარულებმა აქციაზე შვილებიც მიიყვანეს
მომიტინგეები რუპორებით და პრესის საშუალებით ცდილობდნენ მთავრობისათვის გაეგონებინათ საკუთარი მოთხოვნები
აქციაზე უამრავი ჟურნალისტი და ბლოგერი იმყოფებოდა
აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა
თუმცა აქტივისტების ნაწილმა გადაწყვიტა მიტინგი კომენდანტის საათის დროს გაეგრძელებინა
ცხრა საათის შემდეგ მათ ჟურნალისტების თანხლებით მსვლელობა გამართეს ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც მოითხოვდნენ კომენდანტის საათის გაუქმებას და აქტივისტი ირაკლი ფანგანის გათავისუფლებას, რომელიც ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის ურნის სროლისთვის დააკავეს
ბერძენმა ფილოსოფოსმა პითაგორამ ყველაფერი ლამაზი სამყაროში ოქროს შუალედის ფორმულით შეიქმნა და გარკვეულ პროპორციებს შეესაბამება, მათ შორისაა ქალის სახეც.
ბრიტანელმა პლასტიკურმა ქირურგმა ჯულიან დე სილვამ შეადგინა ცნობილი ქალების სია, რომლებიც სახეებიც მაქსიმალურად პროპორციულია.
ჟურნალმა "The Sun" გამოაქვეყნა იდეალური სახის მქონე ცნობილი ადამიანების სია. სანიმუშო პროპორციულობის მხრივ პირველი ადგილი მსახიობმა მიშელ კიგანმა დაიკავა
სიაში მოხვდა პრინცი ჰარის მეუღლე მეგან მარკლი
და, რაღა თქმა უნდა, კიმ კარდაშიანი
სიაში ადგილი ერგო ბრიტანელ მსახიობ და ტელეწამყვან ამანდა ჰოლდენსაც
იდეალური პროპორციები აქვს ბრიტანელ მსახიობ და მომღერალ რიტა ორას
და კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინ მიდლტონსაც
იდეალური სახის ნაკვთების მქონთა შორის მოხვდა მსახიობი სუზანა რეიდი
ასევე ბრიტანელი ვარსკვლავი ბილი ფაიერსი
და ბრიტანელი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელი ჰოლი უილობი