ნამდვილი ფანტასტიკა: კონკურსის The Nature inFocus Photography Awards 2020 გამარჯვებულები

139
(განახლებულია 18:59 07.09.2020)
კონკურსის The Nature inFocus Photography Awards ორგანიზატორებმა 2020 წლის გამარჯვებულები დაასახელეს. იხილეთ Sputnik-ის ფოტომასალაში ველური ბუნების შთამბეჭდავი სურათები.

თუ ამ არსებებს ფოტოებზე ნახავთ, შესაძლოა არც დაიჯეროთ, რომ ისინი მართლაც არსებობენ.

139
  • ეს „სასტიკი მონსტრი“ პალმის წითელი გრძელცხვირაა და ის მცენარეებით იკვებება. მოფიდ აბუ შალვას ამ კადრს მსაჯებმა მეორე ადგილი მიაკუთვნეს ნომინაციაში „ცხოველების პორტრეტები“

  • ნომინაციაში „ცხოველების პორტრეტები“ გაიმარჯვა განეშ ჩოუდხურის კადრში აღბეჭდილმა დელფინმა. ეს ცხოველები გადაშენების პირას არიან, ისინი წითელ წიგნში შეიყვანეს

  • მაგნუს ლუნდგრენის ფოტომ „ჰიჩჰაიკერი“ გაიმარჯვა ნომინაციაში „ცხოველის ქცევა“

  • კაფირული რქოვანი ყორანი რქიანი ფრინველების ოჯახში ყველაზე დიდია, ის ნამდვილი მტაცებელია. ფოტოგრაფი ვარუნ ტაკარის ნამუშევარმა განსაკუთრებული ადგილი მოიპოვა ნომინაციაში „ცხოველების ქცევები“

  • იაშპალ რატჰორის „ბნელმა რაინდმა“ კონკურსის გრან-პრი მოიპოვა და გაიმარჯვა ნომინაციაში „ველური პეიზაჟები და ცხოველები ჰაბიტატში“

  • ფოტოგრაფმა კრიშნენდუ მითრამ პანდემიის პერიოდში თვითიზოლაციის გამოცილება გამოიყენა გარემოზე ყურადღებით დაკვირვებისათვის. ფოტომ „ცხოვრება ქალაქში“ განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ნომინაციაში „ბუნების შენარჩუნების საკითხები“

  • ფოტოგრაფი სუმაბრატი მულიკას ნამუშევარმა მეორე ადგილი მოიპოვა ნომინაციაში „ცხოველების პორტრეტები“, რომელზეც აღბეჭდილია ინფური მარტორქა პარკის ტერიტორიის გარეთ

  • შკირანტ მანეპურის „სიკვდილის წრე“ საუკეთესო კადრად აღიარეს ნომინაციაში „ბუნების შენარჩუნების საკითხები“

  • მტვერი ყოველთვის ნაგავი არ არის. სპილოები, მაგალითად, მტვერში ბანაობენ, რათა კანი ჯანმრთელი შეინარჩუნონ და პარაზიტებისგან თავი დაიცვან, გარდა ამისა სიცხეში ისინი ამ გზით გრილდებიან. ფოტოს ავტორმა სიტარა კარტიკეიანმა გაიმარჯვა ნომინაციაში „ახალგაზრდა ფოტოგრაფი“

  • „ნემო და აქტინიები“. თევზებისა და აქტინიების ეს საოცარი წყალქვეშა ურთიერთქმედება ბევრისთვის ცნობილია დისნეის მულტფილმიდან. ფოტოგრაფი დიგანტ დესაი აღნიშნულია სპეციალური ნიშნით ნომინაციაში „ველური პეიზაჟები და ცხოველები ჰაბიტატში“

  • „მირაჟი ღამით“. ხანდახან ბუნება ზღაპრული მომენტებით გვაოგნებს, ერთ-ერთი ასეთი ნაიან ჯიოტიმ დააფიქსირა. ფოტომ გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში „ბუნების შემოქმედებითი ფოტოგრაფია“

  • მეორე ადგილი ნომინაციაში „ბუნების შემოქმედებითი ფოტოგრაფია“ მოიპოვა გაგანდიპ მატარუს უჩვეულო კადრმა

  • აბჰიკრამ შეკჰავატის „ჰარმონია რწმენაში“ მეორე ადგილზე გავიდა ნომინაციაში „ახალგაზრდა ფოტოგრაფი“

  • „თავდასხმა ცაში“ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ნომინაციაში „ბუნების შენარჩუნების საკითხები“. ეს ადგილი კალკუტასთან ახლოსაა და ის მონადირეების სამოთხედ იქცა, რომლებიც ფრინველებისთვის ხაფანგებს აგებენ

  • მაგნუს ლუნდგრენის „წყალქვეშა Uber“-ს საპატიო ადგილი ერგო ნომინაციაში „ველური პეიზაჟები და ცხოველები ჰაბიტატში“

  • განეშ ჩოუდჰარის „სიკვდილი განგზე“ საპატიო ადგილს იმსახურებს ნომინაციაში „ბუნების შენარჩუნების საკითხები“

  • „მაჭანკლობა წვიმის სეზონზე“ - საპატიო ადგილი ნომინაციაში „ცხოველების პორტრეტები“

  • „დაიჭირე მზე“ - ფოტოს ავტორმა სუმიტ ადჰიკარიმ საპატიო ადგილი დაიმსახურა ნომინაციაში „ახალგაზრდა ფოტოგრაფი“

როგორ ეხმარებიან ბრაზილიაში ხანძრისგან დაშავებულ იაგუარებს ფოტო

118
(განახლებულია 18:31 24.09.2020)
  • ასე მკურნალობენ იაგუარს სახელად ოსადო ცენტრში NGO Nex Institute
  • ასე გამოიყურება ჰაერიდან ბრაზილიის დამწვარი ტროპიკული ტყეები
ბრაზილიაში გაჩენილი დიდი ხანძრები საფრთხეს უქმნის პანტანალის ნაკრძალს, რომელიც ცნობილია, როგორც იაგუარების მსოფლიოში ყველაზე დიდი დასახლება. იხილეთ ფოტოკადრები, როგორ ეხმარებიან სპეციალისტები ცხოველებს.

ამჟამად ათასობით ტყის ხანძარი მძვინვარებს ბრაზილიაში. ამ ქვეყანაში აგვისტო და სექტემბერი წლის ყველაზე მშრალი თვეებია. ტენიანობის დონე ბრაზილიის ზოგიერთ რეგიონში 8-15 პროცენტამდე ეცემა. ამავდროულად ტემპერატურა შესაძლოა 40 გრადუსს აღემატებოდეს. როგორც წესი, ქვეყანაში ტყის ხანძრები ამ პერიოდში იწყება.

118
  • ასე მკურნალობენ იაგუარს სახელად ოსადო ცენტრში NGO Nex Institute
    © REUTERS / UESLEI MARCELINO

    ასე მკურნალობენ იაგუარს სახელად ოსადო ცენტრში NGO Nex Institute

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    იაგუარები, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის კლასიფიკაციის მიხედვით, გადაშენების პირას არიან

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    ასე გამოიყურება ხანძრის დროს დაშავებული იაგუარის თათი

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    პანტანალში მთელი ბრაზილიიდან ჩადიან ეკოლოგისტები და ენთუზიასტები, რათა ცხოველებს დაეხმარონ

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    ზოგიერთი კვებისათვის ადგილს მოაწყობს, ზოგიც მტაცებელ ცხოველებს ვეტერინარულ დახმარებას აღმოუჩენს

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    ისინი ბევრ იაგუარს პოულობენ ტყეებსა და გზებზე დამწვარი თათებით, ზოგიერთი არის მოწამლულიც

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    იაგუარი ოსადო ისვენებს დამწვრობების მკურნალობის შემდეგ

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    ზოგიერთს ადგილზევე ეხმარებიან, ხოლო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ცხოველები ვეტერინარულ კლინიკებში გადაყავთ

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    მატუ-გროსუს შტატის პარკი „ენკონტრუ-დაზ-აგუას“, სადაც ხანძარმა ნახევარი ფართობი მოიცვა, ცნობილია იმით, რომ აქ იაგუარების ყველაზე დიდი რაოდენობა ბინადრობს

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ იაგუარების ნაწილის გადარჩენა მოხერხდება. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ დახმარებას

  • ასე გამოიყურება ჰაერიდან ბრაზილიის დამწვარი ტროპიკული ტყეები
    UESLEI MARCELINO

    ასე გამოიყურება ჰაერიდან ბრაზილიის დამწვარი ტროპიკული ტყეები

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    ტყის ხანძრები საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ იაგუარებისთვის, არამედ ფაუნის სხვა იშვიათი წარმომადგენლებისათვისაც, რომლებიც ამავე რეგიონში ბინადრობენ

კრიზისი, დისტანცია და ნიღბები: როგორ შეცვალა კორონავირუსმა მსოფლიო ფოტო

761
(განახლებულია 20:21 23.09.2020)
  • ერთ-ერთი „მსოფლიოს ფინანსური ცენტრის“ ცარიელი ქუჩები - შანხაი, ჩინეთი
  • ასე მიმდინარეობს აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანია - სოციალური დისტანციის დაცვით. ფოტოზე - დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი მართავს შეხვედრას
  • ამასობაში, პრაღის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმები იბრძვიან COVID-19-ით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტის სიცოცხლისთვის.
  • დიდ ბრიტანეთში, ლივერპულში მკაცრი შეზღუდვებია კორონავირუსის გავრცელების გამო. ფოტოზე - ნიღბიანი გამვლელი მიდის ცარიელ ქუჩაზე
  • ბევრ ქვეყანაში, კორონავირუსის გამო, გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. ფოტოზე - გოგონა კომპიუტერის საშუალებით უსმენს გაკვეთილს. ნიუ-იორკი, აშშ
  • ლონდონში, კენერი-უორფის ბიზნეს რაიონში, უზარმაზარი ეკრანის საშალებით საზოგადოებასნიღბების ტარების წესებს ახსენებს
  • ლონდონში სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების ჯგუფი ატარებს მიტინგს მსოფლიოში ცნობილი გამომცემლობის Conde Nast-ის შენობასთან, სიტყვის თავისუფლების პრინციპების დაცვის მოთხოვნით. Conde Nast ცნობილია პოპულარული ჟურნალების გამოცემით, მათ შორის Bon Appétit, GQ, New Yorker, Vanity Fair და Vogue. გამომცემელს ასევე აქვს დაახლოებით 30 ვებსაიტი და 50 პროგრამა მობილური მოწყობილობებისთვის
  • მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი სესია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობა ნიუ-იორკში ცარიელია
  • გაეროს ცარიელ დარბაზში უზარმაზარ ეკრანზე სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების გამოსვლები გადის. ფოტოზე - მიმდინარეობს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსვლა
  • პანდემიის დროს, კიბოთი დაავადებული მუჰამედ ალ-ფაიფი, მასწავლებელი საუდის არაბეთიდან, მოსწავლეებისათვის ატარებს არაბული ენის დისტანციურ გაკვეთილებს ერ-რიადის საავადმყოფოდან
  • ნიღბების ტარება აუცილებელია კერძო თვითმფრინავებშიც. ფოტოზე - ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, სენატორი კამალა ჰარისი
  • აკრძალვები და შეზღუდვები ბიზნესის მრავალ სფეროს შეეხო. დაზარალდნენ როგორც მსხვილი კომპანიები, ასევე მცირე. სურსათის ბაზრებიც კი ცარიელია
  • ზოგ ქვეყანაში ამჟამად სილამაზის სალონების მუშაობა დროებით აკრძალულია. მექსიკაში სალონები მუშაობენ, მაგრამ მათი თანამშრომლები პირბადეებს იყენებენ
  • ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი იმდენად იზრდება, რომ მალე ეს ქვეყანა შეიძლება გახდეს პირველი მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით. ფოტოზე - სამედიცინო მუშაკები ატარებენ ინდოეთის ღარიბი რეგიონების მაცხოვრებელთა თერმული სკრინინგს
  • შეერთებულ შტატებში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200 ათას ადამიანს გადააჭარბა. სურათზე - ახალგაზრდა ნიღბიანი გოგონა ვაშინგტონის ნაციონალურ ხეივანში COVID-19-ით დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აშშ-ის დროშებ ათავსებს
  • ამასობაში ცხოვრება გრძელდება. სურათზე - პროფესიონალი მედდა აშშ-ში, რომელიც ემზადება სამუშაოსთვის, იცვამს დამცავ ტანსაცმელს ღია ცის ქვეშ, რათა პაციენტებთან შევიდეს
  • როგორ შევაჩეროთ პანდემია? სხვადასხვა ქვეყნების ეპიდემიოლოგები და მეცნიერები ამ საკითხის მოგვარებას ცდილობენ. ფოტოზე - გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს სპანი ჯანდაცვის ლაბორატორიაში Bioscientia Healthcare, სადაც COVID – 19-ის გავრცელების შესახებ გამოკვლევები ტარდება
კორონავირუსის პანდემიამ ადამიანთა ცხოვრების წესი ბევრ ქვეყანაში შეცვალა. პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია... ეს წესები უკვე ნორმად იქცა ბევრგან. იხილეთ ფოტომასალაში სურათები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოების ნაწილი არ ეთანხმება ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, საბოლოო ჯამში, გამონაკლისები მაინც არ არის. ბევრ ქვეყანაში აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება შენობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზოგან კი ქუჩებშიც.

ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალვები საკმაოდ მკაცრია, ზოგში კი - მინიმალური. თუმცა ნათელია, რომ იდეალური რეცეპტი არ არსებობს, ინფიცირებულთა რაოდენობა განაგრძობს ზრდას, ხოლო ბევრი სახელმწიფოს ეკონომიკა კრიზისულ მდგომარეობაშია.

მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23 სექტემბრისათვის 31,5 მილიონია, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 970 ათასს გადააჭარბა.

761
  • ერთ-ერთი „მსოფლიოს ფინანსური ცენტრის“ ცარიელი ქუჩები - შანხაი, ჩინეთი
    © REUTERS / ALY SONG

    ერთ-ერთი „მსოფლიოს ფინანსური ცენტრის“ ცარიელი ქუჩები - შანხაი, ჩინეთი

  • ასე მიმდინარეობს აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანია - სოციალური დისტანციის დაცვით. ფოტოზე - დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი მართავს შეხვედრას
    © REUTERS / LEAH MILLIS

    ასე მიმდინარეობს აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანია - სოციალური დისტანციის დაცვით. ფოტოზე - დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი მართავს შეხვედრას

  • ამასობაში, პრაღის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმები იბრძვიან COVID-19-ით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტის სიცოცხლისთვის.
    © REUTERS / DAVID W CERNY

    ამასობაში, პრაღის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმები იბრძვიან COVID-19-ით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტის სიცოცხლისთვის.

  • დიდ ბრიტანეთში, ლივერპულში მკაცრი შეზღუდვებია კორონავირუსის გავრცელების გამო. ფოტოზე - ნიღბიანი გამვლელი მიდის ცარიელ ქუჩაზე
    © REUTERS / JASON CAIRNDUFF

    დიდ ბრიტანეთში, ლივერპულში მკაცრი შეზღუდვებია კორონავირუსის გავრცელების გამო. ფოტოზე - ნიღბიანი გამვლელი მიდის ცარიელ ქუჩაზე

  • ბევრ ქვეყანაში, კორონავირუსის გამო, გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. ფოტოზე - გოგონა კომპიუტერის საშუალებით უსმენს გაკვეთილს. ნიუ-იორკი, აშშ
    © REUTERS / Caitlin Ochs

    ბევრ ქვეყანაში, კორონავირუსის გამო, გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. ფოტოზე - გოგონა კომპიუტერის საშუალებით უსმენს გაკვეთილს. ნიუ-იორკი, აშშ

  • ლონდონში, კენერი-უორფის ბიზნეს რაიონში, უზარმაზარი ეკრანის საშალებით საზოგადოებასნიღბების ტარების წესებს ახსენებს
    © REUTERS / TOBY MELVILLE

    ლონდონში, კენერი-უორფის ბიზნეს რაიონში, უზარმაზარი ეკრანის საშალებით საზოგადოებასნიღბების ტარების წესებს ახსენებს

  • ლონდონში სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების ჯგუფი ატარებს მიტინგს მსოფლიოში ცნობილი გამომცემლობის Conde Nast-ის შენობასთან, სიტყვის თავისუფლების პრინციპების დაცვის მოთხოვნით. Conde Nast ცნობილია პოპულარული ჟურნალების გამოცემით, მათ შორის Bon Appétit, GQ, New Yorker, Vanity Fair და Vogue. გამომცემელს ასევე აქვს დაახლოებით 30 ვებსაიტი და 50 პროგრამა მობილური მოწყობილობებისთვის
    © REUTERS / JOHN SIBLEY

    ლონდონში სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების ჯგუფი ატარებს მიტინგს მსოფლიოში ცნობილი გამომცემლობის Conde Nast-ის შენობასთან, სიტყვის თავისუფლების პრინციპების დაცვის მოთხოვნით. Conde Nast ცნობილია პოპულარული ჟურნალების გამოცემით, მათ შორის Bon Appétit, GQ, New Yorker, Vanity Fair და Vogue. გამომცემელს ასევე აქვს დაახლოებით 30 ვებსაიტი და 50 პროგრამა მობილური მოწყობილობებისთვის

  • მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი სესია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობა ნიუ-იორკში ცარიელია
    © REUTERS / MIKE SEGAR

    მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი სესია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობა ნიუ-იორკში ცარიელია

  • გაეროს ცარიელ დარბაზში უზარმაზარ ეკრანზე სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების გამოსვლები გადის. ფოტოზე - მიმდინარეობს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსვლა
    © REUTERS / MIKE SEGAR

    გაეროს ცარიელ დარბაზში უზარმაზარ ეკრანზე სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების გამოსვლები გადის. ფოტოზე - მიმდინარეობს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსვლა

  • პანდემიის დროს, კიბოთი დაავადებული მუჰამედ ალ-ფაიფი, მასწავლებელი საუდის არაბეთიდან, მოსწავლეებისათვის ატარებს არაბული ენის დისტანციურ გაკვეთილებს ერ-რიადის საავადმყოფოდან
    © REUTERS / AHMED YOSRI

    პანდემიის დროს, კიბოთი დაავადებული მუჰამედ ალ-ფაიფი, მასწავლებელი საუდის არაბეთიდან, მოსწავლეებისათვის ატარებს არაბული ენის დისტანციურ გაკვეთილებს ერ-რიადის საავადმყოფოდან

  • ნიღბების ტარება აუცილებელია კერძო თვითმფრინავებშიც. ფოტოზე - ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, სენატორი კამალა ჰარისი
    © REUTERS / EMILY ELCONIN

    ნიღბების ტარება აუცილებელია კერძო თვითმფრინავებშიც. ფოტოზე - ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, სენატორი კამალა ჰარისი

  • აკრძალვები და შეზღუდვები ბიზნესის მრავალ სფეროს შეეხო. დაზარალდნენ როგორც მსხვილი კომპანიები, ასევე მცირე. სურსათის ბაზრებიც კი ცარიელია
    © REUTERS / WILLY KURNIAWAN

    აკრძალვები და შეზღუდვები ბიზნესის მრავალ სფეროს შეეხო. დაზარალდნენ როგორც მსხვილი კომპანიები, ასევე მცირე. სურსათის ბაზრებიც კი ცარიელია

  • ზოგ ქვეყანაში ამჟამად სილამაზის სალონების მუშაობა დროებით აკრძალულია. მექსიკაში სალონები მუშაობენ, მაგრამ მათი თანამშრომლები პირბადეებს იყენებენ
    © REUTERS / EDGARD GARRIDO

    ზოგ ქვეყანაში ამჟამად სილამაზის სალონების მუშაობა დროებით აკრძალულია. მექსიკაში სალონები მუშაობენ, მაგრამ მათი თანამშრომლები პირბადეებს იყენებენ

  • ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი იმდენად იზრდება, რომ მალე ეს ქვეყანა შეიძლება გახდეს პირველი მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით. ფოტოზე - სამედიცინო მუშაკები ატარებენ ინდოეთის ღარიბი რეგიონების მაცხოვრებელთა თერმული სკრინინგს
    © REUTERS / AMIT DAVE

    ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი იმდენად იზრდება, რომ მალე ეს ქვეყანა შეიძლება გახდეს პირველი მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით. ფოტოზე - სამედიცინო მუშაკები ატარებენ ინდოეთის ღარიბი რეგიონების მაცხოვრებელთა თერმული სკრინინგს

  • შეერთებულ შტატებში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200 ათას ადამიანს გადააჭარბა. სურათზე - ახალგაზრდა ნიღბიანი გოგონა ვაშინგტონის ნაციონალურ ხეივანში COVID-19-ით დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აშშ-ის დროშებ ათავსებს
    © REUTERS / JOSHUA ROBERTS

    შეერთებულ შტატებში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200 ათას ადამიანს გადააჭარბა. სურათზე - ახალგაზრდა ნიღბიანი გოგონა ვაშინგტონის ნაციონალურ ხეივანში COVID-19-ით დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აშშ-ის დროშებ ათავსებს

  • ამასობაში ცხოვრება გრძელდება. სურათზე - პროფესიონალი მედდა აშშ-ში, რომელიც ემზადება სამუშაოსთვის, იცვამს დამცავ ტანსაცმელს ღია ცის ქვეშ, რათა პაციენტებთან შევიდეს
    © REUTERS / LEAH MILLIS

    ამასობაში ცხოვრება გრძელდება. სურათზე - პროფესიონალი მედდა აშშ-ში, რომელიც ემზადება სამუშაოსთვის, იცვამს დამცავ ტანსაცმელს ღია ცის ქვეშ, რათა პაციენტებთან შევიდეს

  • როგორ შევაჩეროთ პანდემია? სხვადასხვა ქვეყნების ეპიდემიოლოგები და მეცნიერები ამ საკითხის მოგვარებას ცდილობენ. ფოტოზე - გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს სპანი ჯანდაცვის ლაბორატორიაში Bioscientia Healthcare, სადაც COVID – 19-ის გავრცელების შესახებ გამოკვლევები ტარდება
    © REUTERS / KAI PFAFFENBACH

    როგორ შევაჩეროთ პანდემია? სხვადასხვა ქვეყნების ეპიდემიოლოგები და მეცნიერები ამ საკითხის მოგვარებას ცდილობენ. ფოტოზე - გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს სპანი ჯანდაცვის ლაბორატორიაში Bioscientia Healthcare, სადაც COVID – 19-ის გავრცელების შესახებ გამოკვლევები ტარდება

სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 27 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 20:50 26.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

27 სექტემბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

ამ დღეს საჭიროა ძალების მიმართვა ოჯახური კავშირების გამტკიცებისკენ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერა, სახლის მოწყობაზე ზრუნვა.

ცხოვრებისეულ სფეროებში ადამიანებს იღბალი თან სდევს. იზრდება პროფესიული წარმატებების შესაძლებლობა.

ჩნდება ინტერესი ყოველი ახლისადმი, მოულოდნელად მოდის საინტერესო იდეები, ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

რეკომენდებულია ოჯახური ბიზნეს–საქმიანობა, ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების გადაჭრა, მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება, ადრე დაწყებული საქმეების გაგრძელება, სანდო კავშირების გამტკიცება, კარიერაზე და ბიზნესზე ზრუნვა, მუშაობა როგორც დამოუკიდებლად, ისე კოლექტივში.

არარეკომენდებულია ახალი საქმეების დაწყება.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს არასასურველია თმის შეჭრა, მაგრამ კარგი დღეა შეღებვისთვის. ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: მერწყულის ნიშანი მებაღეობის მხრივ არცთუ ნაყოფიერი პერიოდია. ამ დღეს შეიძლება ბრძოლა მავნებლებთან, მცენარეების შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება, ხოლო არ ღირს პიკირება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

0